შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არსებობს კი, იდეალურობა?!


28-04-2017, 14:33
ნანახია 1 504

ახლა, რომ ვუფიქრდები იდეალურობა სადღაც არარსებულ სამყაროში გადახვეწილა. არაფერი აღარ არის იდეალური, ფერადი, ლამაზი და იაგუნდისფერი. მახსოვს პირველად რომ შევეჩეხე იაგუნდისფერ თვალებს, ის დღე სადღაც კუთხეში ჩალექილა ჩემს მეხსიერებაში. ვუმზერდი და უბრალოდ მივხვდი რაიყო სამყაროსგან მოწყვეტა დაა სადღაც უსასრულობაში გადაკარგვა, ფრენა ვითა ბულბული არხეინად მონავარდე. მე ვირწმუნე მისი თვალების ჭეშმარიტება. თავიდან ბოლომდე ჩავათვალიერე და მეხსიერება კადრებად ცნობს მის თვალებს.
ამის შემდეგ იდეალური აღარაფერი ყოფილა, არც ხეობაში გადავყრილვარ და არც წარმოსახვაში გაფანტული სამყაროსა და აბსტრაქტულ სამყაროს შორის გაჭედილ ხიდზე, რომლის ბოლოს თითქოს შვებაა ამ ყველაფრისგან, მაგრამ უმოწყალოდ მივყვები ჩრდილებს და ნიავს რომელიც გამეფებულა შინაგან სამყაროში.
არც ის ხედია იდეალური სიმღერის ფონზე რომ გავცქერი და წარმოსახვით ვარსკვლავებს ვითვლი, უბრალო სითეთრეზე სადაც ვარსკვლავი მეტად არარეალური წარმოსადგენია.
ირგვლივ იხედები, გარემოს თვალს ავლებ და არაფერია. საერთოდ არაფერი..
მანქანები კანტიკუნტად ათაში ერთხელ გამოივლიან. არც ხალხია. მხოლოდ ხეები ეტრფიან გაზაფხულის თბილ სიოსა და ახლად გამოსხმულ ნაყოფს ჰაერში ნაზად აფრიალებენ... მზის სხივები კი უმიზნოდ თელავენ ერთი "მიტოვებული" ქალაქის თითქმისდა განადგურებულ ქუჩას...
არც ეს წვიმაა იდეალური, რომლის წვეთები კი არ მეხება, არამედ გამირბის. მე მის წვეთებს მივყვები და თითოეულს ვითვლი. ის გარბის, ქალაქის თითოეულ ქუჩას აწიოკებს, მე კი დარჩენილი ფანტაზიით ვეწინააღმდეგები და ვცდილობ ხიდის იმ მხარეს მივაღწიო საიდანაც ჯერ კიდევ ნაზად ჩამესმის ჩახშული ხმა ნაზი მელოდიისა.
მოკლედ, ვფიქრობ და ვხვდები რომ დანგრევის პირას მყოფ ქალაქში იდეალური არაფერია.
მალე მზე ამოვა, ხალხი დაპროგრამებული რობოტებივით დაიწყებს ფუნქციონირებას. მე კი ჩემს მთვარეს დაველოდები. იქნებ მზერით მაინც შემოვაბრუნო ქალაქისკენ, სადაც ჯერ კიდევ ტკბება ხალხი არსებობით.
თვით იდეალურობაც სადღაც გადახვეწილა, იქნებ სხვა ქალაქში ანდაც პლანეტაზე?!
დაა... არსებობს კი, იდეალურობა?!



№1  offline წევრი L LI

ყველაფერი რომ იდეალური იყოს უინტერესობა დაგვტანჯავდა. ალბათ საჭიროა იდეალურობისგან შორს ვიყოთ ადამიანებიც და სამყაროც, ასე უფრო გვაბედნიერებენ წვრილმანები, შენს შემთხვევაში იაგუნდისფერი თვალები...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent