არ ვიცი რა ქვია ამას!!!
სიკვდილზე ბევრი არასდროს მიფიქრია, ან რა უნდა იყოს ს სიცოცხლეზე უარესი, ახლა ვფიქრობ რა დავწერო და არაფერი მაგონდება, განა იმიტომ რომ არ ვიცი რაზე უნდა დავწერო, არამედ მიტომ რომ არ მინდა ისე დავწერო როგორც თითქმის ყოველთვის ვწერ, აღარ მინდა სევდაზე ვწერდე მაგრამ რა ვქნა მაინც ასე გამომდის, როგორ უნდა დავწერო რაიმე კარგზე როცა ასეთი რამ დიდი ხანია არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში და აბათ უკვე აღარც მოხდება, ყოველ დილით როცა სარკეში ჩავიხედები ვხედავ ერთ უბრალო მახინჯ, ბრეკეტებიან. გრძელსახიან. უსწორმასწორო ყბიან, თინეიჯერ გოგონას, რომელსაც თითქოს მაინც ააქვს იმედი რომ ვიღაც გამოჩნდება, ვიღაც ვინც დაეხმარება და ჭაობში ჩაძირულს ამოიყვანს, მაგრამ უშედეგოდ, არ მიყვარს როცა ამ სიტყვებს ვამბობ, მაგრამ ეს ცოვრება ნამდვილად ნაცრისფერია, სამყაროს კი უკვე ნაცრისფერსაც ვეღარ უწოდებ, თითქოს ადამიანების პატივიცემა სადღაც გაქრა, უკვალოდ გაუჩინარდა, ჩემს სხეულში კი არც მე ვიცი რა ხდებa და სხვას როორ აუხსნა? ახლა ჩემს წინ დევს ფურცელი და მინდა შევავსო იმით რასაც ვგრძნობ, მაგრამ როგორ? როცა მეც არ ვიცი, საიდან უნდა დავიწყო, ვის აინტერესებს და რატომ ვწერ, ვიცი რომ მოლოდ მე წავიკითხავ და ისევ გული მეტკინება, მაგრამ ჯადაბას მაინც ვწერ ამ უაზრო სტრიქონებს და საკუთარი თავი უფრო მეცოდება, თითქოს ვცდილობ ხალხს და პრობლემას ჩანახატების წერით მოვშორდე. ყოველთვის როცა ვაცნობიერებთ რომ ჩვენს გარშემო რღაც ცუდი ხდება ვცდილობთ დავიმალოთ და გავუჩინარდეთ, ხშირად მეც მდომებია გაუჩნიარება, საერთოდ ისიც მდომებია რომ არ გავჩენილიყავი, რომ მცოდნოდა რანაირი ვიქნებოდი ალბათ არც გავჩნდებოდაი, წვიმა და მტვრის სუნი ყველა ჩვეთაგანს გვიყვარს, მაგრამ მტვერი წვიმის გარეშე გვაწუხებს, ეს იგივეა რაც ადამიანი გრძნოების გარეშე, მე კი მინდაა მტვერს ვგავდე, ეს ცხოვრება ნაგავია, ყველაზე დიდი ხარისხის გადაუმუშავებელი ნაგავი, ადამიანები კი მისი გამსაღებლები ვართ, ჩვენს ადამიანობას ხაზს მხოლოდ ის უსვამს ომ ცხოველებივით ოთხ ფეხზე არ დავდივართ და აზროვნება შეგვიძლია, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ვიცი რას ვაკეთებ, ამას ჩანახატი კი არა არ ვიცი რა ქვია, უბრალოდ ვწერ და ვსო.... მოკლედ რომ ვთქვა ვიტყვი იმას რომ ჩემი სურვილი თუმდაც ერთი წამით იმ სამყაროში გაჩენაა სადაც ცხოვრება ცხოვრებაა და არავინ იმალება.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.