შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონება


11-05-2017, 22:47
ნანახია 1 501

რაც დედაჩემი წავიდა მას შემდეგ, ჩემს ,,ნამდვილ სახლში" ნორმალურად არ შევსულვარ. სულ რაღაც 6 წელია.
ახლა ვზივარ ჩემს ოთახში და ყველაფერს ვიმახსოვრებ რომ, არასდროს დამავიწყდეს.
ჩემი ბავშვობის ნივთები, თოჯინები, აკვარიუმი, დათუნიები და დღიურები გაუნძრევლად დევს ერთ ადგილზე.
ჩემი ლოგინი სადაც დაძინებას ვაპირებდი, ისევ ჩემს მოლოდინშია.
ლოგინზე ჩემი ბაჭია, მიწვენილი და მივიწყებული...
წლები გადის და ნივთები ისევ ერთ ადგილზეა. მამაჩემი თუ წაავლებს ხელს და ,,რაღაცას" შეცვლის, იშვიათი სტუმრობის შემდეგ შევამჩნევ რომ, რაღაც შეცვლილია და ეს მე კი არა, მამაჩემმა შეცვალა.
დედაჩემის წავლის შემდეგ, უბრალოდ სურვილი აღარ მაქვს ჩემს სახლში შემოვიდე და ოთახები ღიმილით შემოვირბინო, როგორც ადრე ვაკეთებდი.
თამაშისგან და ემოციებისგან დაღლილს, სახლში დასვრილი ფეხებით შემოვიდოდი და მერე დედა მბანდა და თან სიტყვებით მტუქსავდა.
მიყვარდა მდელოზე ფეხშიშველა სიარული.
მდელოზე ბევრს ,,ვკოტრიალობდი" მაბედნიერებდა, მიუხედავად იმისა რომ, ბალახზე კოტრიალის გამო მთელი ტანი მექავებოდა და მწვავდა.
მამაჩემი ჩვენს სახლში სულ მარტო ცხოვრობს. მე ბებოსთან ვარ.
ჩემი სახლის ეზოში შევდივარ მაგრამ, სახლში შესვლაზე გული არ მიმდის.
ვფიქრობ, ახლაც ვფიქრობ, რა საშინელებაა მარტოობა.
და მამაჩემი ჩვენს სახლში მარტო ცხოვრობს.
დრო მიდის, ყველაფერი იცვლება მაგრამ, ჩემი თოჯინები გაუნძრევლად მელოდებიან. არც ბერდებიან, არც კვდებიან.. იღიმებიან და მელოდებიან, მე კიდევ რა უნამუსოდ ვიქცევი..
დრო ისე გადის, მათთვის ვერ ( არ ) ვიცლი, როდესაც ყოველ დღე მათთან ერთად ვიძინებდი და ვთამაშოვდი.
წრეში-ბურთს ვთამაშობდით, დედა შემოგვეჭრებოდა ხოლმე ბავშვებს და გვეთამაშებოდა.
როცა სახლში ვბრუნდებოდი ფანჯრიდან მიყურებდა, ,,მოხვედი"? და გულში მიკრავდა.
დღის დასასრულში, მხოლოდ მისი თმების თამაშის დროს ჩამეძინებოდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent