დამთავრდა
დავდივარ მარტო უსასრულოდ ისე რომ მგონია ეხლა სადმე უნდა შემხვდე და მითხრა მიყვარხარ და დამიბრუნდი გთხოვ. მაგრამ უაზროდ და სულელურად მგონია ეს ყველაფერი მეც ხომ ვიცი რო ეს არ მოხდება არასდროს. ყველგან შენ ხარ, ყველგან შენი სახეს ვუყურებ, იმ ღიმილს ვხედავ რომელიც ჭკუიდან მშლის და საერთოდ სხვა სამყაროში გადავყავარ. მინდა რომ ერთხელ მოვიდე და გითხრა როგორ მიყვარხარ და როგორ მენატრები, მაგრამ უძლური ვარ ვერაფერს ვაკეთებ გარდა იმისა რომ მხოლოდ მენატრები და ვუყურებ ჩვენს ფოტოებს. არა არაფერი მინდა შენგან იმის გარდა რომ გავიგო რატომ წახვედი? რატომ დამტოვე იმ ყველაფრის მერე რაც იყო? იმ სიტყვების მერე როგორ წახვედი? ან საერთოდ რატომ იფიქრე ჩემი მიტოვება? დავიჯერო მე არ ვიყავი საკმარისად კარგი? მე ვარ დამნაშავე? არა ჩემი ბრალი არაფერი არ არის. უბრალოდ იმდენად ამაყი აღმოჩნდი იმასაც კი ვერ ხვდები მე შენ როგორ მიყვარხარ და როგორ მჭირდები თუნდაც ახლა ამ მომენტში. ბოლოს რომ დამემშვიდობე ძალიან ბევრჯერ მაკოცე და დღემდე მახსოვს ამ კოცნის გემოც კი იმდენად ტკბილი და კარგი იყო. სად გაქრა ეს ყველაფერი? ეხლაც კი კითხვებით მაქვს თავი გამოტენილი და ვერცერთ კითხვას ვერ გავეცი დღემდე პასუხი. ბოლო შენი თბილი სიტყვა იყო "მიყვარხარ" არც ეს სიტყვა წაშლილა ჩემი გონებიდან, რაც შენ გეხება ვერაფერს ვშლი გონებიდან, იმიტომ რომ მეატრები. მენატერება შენი სასწაულად თბილი ჩახუტება მენატრება შენთან ერთად გატარებული ყველა დღე და ზოგადად შენ მენატრები. ვცდილობ ამოვიგდო თავიდან ეს ფიქრები დაგივიწყო შენ მაგრამ მგონი ტყუილად ვცდილობ, არა არ შემიძლია შენი დავიწყება იმიტომ რომ მიყვარხარ საშინლად მიყვარხარ. გეძებ მართლა ყველგან გეძებ და ვცდლობ გიპოვო, სულ ტყუილად ვცდილობ მართლა იმიტომ რომ მე უკვე შენ ვეღარ გიპოვი. ჩვენ უკვე დავკარგეთ ერთმანეთი და უკვე ჩემთვის და შენთვის სიტყვა "ჩვენ" აღარ არსებობს. იმდენად კარგი იყო შენთან ერტად გატარებული ყოველი დღე რომ ძნელია წაშალო ესე მარტივად თითქოს არაფერიც არ ყოფილა. ვიცი შეიძლება გავიდეს დღეები,კვირეები,თვეეები,წლები მაგრამ შენ შეიძლება ისევ ჩემს გონებაში და გულში იყო, შეიძლება საერთოდაც არ იყოს ესე, მაგრამ ყოველთვის ყველგან გამახსენდება და გავიხსენებ შენს არსებობას და შენთან ყოფნის პერიოდს. გპირდები რომ ჩემს შვილებს მოვუყვები იმას თუ რამხელა ძალა ჰქონდა ჩემს სიყვარულს შენს მიმართ.................. გპირდები მემახსოვრები ყოველთვის და გპირდები არ დავივიწყებ შენს სახელს და გვარს, მაგრამ დროა ამ ყველაფერს ამ გრძნობას წერტილი დავუსვა რადგან დროა ცხოვრება გავაგრძელო შენ გარეშე. დავსვი. ყველაფერს გავაქრობ რაც შენს თავს გამახსენებს,რადგან დავიღალე იმედ გაცრუებით დავღალე მონატრებით. მონატრებამ დამღალა ამ გრძნობამ დამღალა. გულის გამუდმებით ცემამ დამღალა. ყოველ დღე როდესაც გარეთ გავდივარ გული სასწაულად მიცემს, იცი რატომ? მგონია რომ სადმე შეიძლება შემხვდე და ამაზე ფიქრით ვიკლავ თავს. იმდენად მაწვალე ამდენი ხნის განმავლობაში რომ ვერც მე ვხვდები როგორ შეიძლება რომ მიყვარდე. მიყვარხარ მენატრები მჭრდები მაგრამ უკვე საკმარისია..... მე უკვე წერტილი დავსვი იქ სადაც წესით ახლა არ უნდა ვსვამდე.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.