ვეღარც მომაბრუნებს შენი სიყვარული მე!
საოცარი გრძნობა მეუფლება და კალამს ხელიდან ვერ ვაგდებ... წერა მინდა. წერა ყველაფერზე... უსასრულობაზე, მარტოობაზე, სიყვარულზე. ამინდი ჩემი ოთახიის მყუდროების შეგრძნებას კი ამძაფრებს. გადაუღებლად წვიმს... წვიმის წვეთები აჩქარებით ერთმანეთს მიჰყვება და სიმშვიდეს არღვევს. ეს ხმა მსიამოვნებს, ჩემი ცხოვრების მელოდიად მაგონებს და ალბათ ამიტომაც ვამბობ ხშირად, რომ წვიმა მგავს ან მე ვგავარ მას. წვიმის წვეთებ ფანჯარაზე ბრილიანტებივით ბზინავს. შორს, ჩემგან და ჩემი ფიქრებისგან ძალიან შორს ცა განათდა და ხმაურმა იმატა. და მჭირდებოდა შენი შეხება საოცრად... შენი სითბო ჭექა ქუხილის ხმას გადაფარავდა და არ შემეშინდებოდა მარტოობის. ბუნება ტირის... ბუნებას ჩვენი განშორება არ უხარია და ტირილს უმატებს. საოცარი შეგრძნება მაქვს შენი სიახლოვის და კილომეტრებში გგრძნობ. შენი არომატი მთელს ოთახში ტრიალებს და ამ სუნელით თავბრუდახვეული გარე სამყაროს ვეღარ აღვიქვამ. უსასრულოდ, რომ მიყვარს სამყარო და უსასრულობაზე მეტად შენ ამასაც გრძნობს ბუნება დღეს. შეგიძლია გამიშვა... სახლის კარს დავკეტავ, ზღუბლზე გადავაბიჯებ, მაგრამ არ მომასვენებს შენი მზერა ქუჩის კუთხიდან. ფარული გამოხედვა, რომელსაც ფიქრობ შენს გარდა ვერავინ შეამჩნევს... ვერავინ და ვერც მე. შორ მანძილზე წარსული შევჩერდები , ფიქრიც არ დამჭირდება ისე გამოვიქცევი. გავექცევი სამყაროს მონაკვეთს სადაც შენ არ ხარ. მონაკვეთს, სადაც ჩვენი სიყვარულის ისტორია არც ერთი ქუჩის კუთხეში წერია, წვიმიანი გზები სიყვარულს არ ინახავს და შორიდან არ მიყურებ შენ. გაშვება გინდა? გამიშვი და იმედიც კი ჩაიკალი,რომ დავბრუნდები. გამიშვი და ცხოვრება მშვიდად გააგრძელე, რადგან სიყვარულმა, რომელიც შენ გაგაჩნია დათმობა გასწავლა... გაშვება გასწავლა. ფიზიკურად ძლიერ, მაგრამ სულიერად დაცემულ ადამიანად გაქცია. სიყვარული, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია პატარა ყუთში ჩავკეტე დ თან წავიღე... იქ, სადაც ძებნას ვერ დაუწყებ შენ... იქ, საიდანაც ვეღარც მომაბრუნებს შენი სიყვარული მეც! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.