შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მტკივაა, მთელი სხეული მტკივა…


20-05-2017, 21:33
ავტორი s.a-cicinatela-m.m
ნანახია 1 496

ნუთუ არ გეცოდება დედა რომელმაც ცხრა თვე მუცლით გატარა,2 წელი ხელში აყვანილი დაგატარებდა… ასე უზომოდ როგორ შეგეძლო ტკივილი მიგეყენებინა იმ ადამიანზე რომელიც, შენს ტკივილზე ყოველ დღე ტიროდა, როცა ავად იყავი მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს და ნერვიულობისგან სამყაროს არსებობაც კი დავიწყებოდა… განა ასე გატკინა გული რომ სამუდამოდ მარტო დატოვე? განა მას შენს მეტი ვინმე ყავდა? განა შეძლებს კიდევ ისუნთქოს? განა შეძლებს ყოველ დღე ამ ტკივილით გაიღვიძოს? განა შეძლებს მთვარის შუქზე ცრემლის გარეშე უყუროს ცას? განა შეუძლია ისევ გააგრძელოს ცხოვრება? ნუთუ საერთოდ არ დაფიქრდი რომ ნებდებოდი? ნუთუ არ გაინტერესებდა შვილებს ვინ მიხედავდა? ასე დაუფასე ის ოფლით ნაწვალები დღეები არა? გგონია 23 წლით არსებობით გადაიხდიდი დედის ნაშრომს და ნაწვალევს? ნუთუ არ გაინტერესებს როგორი გაიზრდებიან შენი შვილები? ნუთუ არ გინდოდა მათი თითოეული წარმატებით გეამაყა? ნუთუ არ იფიქრე როგორი მწარე მომავალე ელის ორ პატარა სიცოცხლეს რომლებიც ყოველ წუთს გინატრებენ? იმ ტკივილებს თუ არა დედა სხვა ვინ მოუშუშებს? არ გადარდებს რომ ნელ-ნელა შენი სახის ნაკვთები ბუნდოვნად გაახსენდებათ, და მათ მხოლოდ ფოტოებით აღიდგენენ გონებაში? მათ ამ ტკივილს, ამ ტრავმას, შენით დაკარგულ ტანჯვას ვინ შეუმცირებს? მაგრამ… ხომ შეიძლება შენი თვალით შევხედოთ სიტუაციას?! ხომ შეიძლება შენც გტკიოდა და ხვდებოდი რომ შეიძლებოდა ეს ბვერ გადაგეტანაა და ამ დაავადებას დაემარცხებინე, მაგრამ ხომ შეიძლება ისიც რომ მთელი დღეები ამაზე ფიქრობდი, ფიქრობდი დედაზე, როგორ აწყენინებდი რომ რამე მოგსვლოდა… ფიქრობდი ბავშვებზე რომლებსაც ასე უბრალოდ დატოვებდი, ისინი ხომ ერთი უცოდველი ანგელოზები არიან, ვინ იცის როგორ გაგქონდა თითოეული დღე როგორ გტკიოდა შენც, და როგორ ლამობდი სიკვდილს, ან თუნდაც სიცოცხლეს, ყველაზე მეტად კი ალბათ ის ბოლო საათები იყო გაუსაძლისი როცა გრძნობდი რომ… და იმ წუთებში შენს გვერდით დედა არ იყო, არც ბავშვებთან შეგეძლო დამშვიდობება…

და მე ვიღაც უცხო ვმსჯელობ ამ ამბავზე, ეს ჩემთვის ისეთი მტკივნეულია და ისეთი მწარე რომ მთელი სხეული მტკივაა, ასოებს ძლივს ვარჩევ, და მთელი დღეა თვალზე ცრემლი არ შემაშრა, უბრალოდ ვდგები თითოეულის ადგილას და ვხვდები რომ ეს ჯოჯოხეთის ცეცხლზე მტკივნეულია… არ აღარ შემიძლია ამაზე ფიქრი, რა უსამართლობაა… რა უსამართლოა ცხოვრება…



№1  offline მოდერი bla.ell

Dzalin dzlieri emociaa...momewona chanaxati...damajriala...vis exeba ki magram...://magari xar chemo niwieroheart_eyes

 


№2  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

მინდოდა თითოეული სიტყვით გადმომეცა როგორ ცუდად ვარ, და თუ ეს გამომივიდა კმაყოფილი ვარ... ნეტა ეს არ მომხდარიყო ეს ჩანახატი არ დამეწერა და რას არ მივცემდი sob უფლება არ მაქვს ამაზე ვისაუბრო, სამწუხაროდ არ შემიძლია ვინ იყო... sob მაპატიე.

 


№3  offline მოდერი bla.ell

s.a-cicinatela-m.m
მინდოდა თითოეული სიტყვით გადმომეცა როგორ ცუდად ვარ, და თუ ეს გამომივიდა კმაყოფილი ვარ... ნეტა ეს არ მომხდარიყო ეს ჩანახატი არ დამეწერა და რას არ მივცემდი sob უფლება არ მაქვს ამაზე ვისაუბრო, სამწუხაროდ არ შემიძლია ვინ იყო... sob მაპატიე.

კარგი არაუშავს რის მაპატიე...უბრალოდ მართლა ძალიან ცუდია ეს ყველაფერი რაც მოხდა...ვწუხვარ

 


№4  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

bla.ell
s.a-cicinatela-m.m
მინდოდა თითოეული სიტყვით გადმომეცა როგორ ცუდად ვარ, და თუ ეს გამომივიდა კმაყოფილი ვარ... ნეტა ეს არ მომხდარიყო ეს ჩანახატი არ დამეწერა და რას არ მივცემდი sob უფლება არ მაქვს ამაზე ვისაუბრო, სამწუხაროდ არ შემიძლია ვინ იყო... sob მაპატიე.

კარგი არაუშავს რის მაპატიე...უბრალოდ მართლა ძალიან ცუდია ეს ყველაფერი რაც მოხდა...ვწუხვარ

ლეიკემიით გარდაიცვალა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent