შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელახლა (სრულად) ხელახლა


26-05-2017, 22:51
ავტორი მებედნიერი
ნანახია 3 632

ჩემს ცხოვრებაში ისევ გამოჩნდა. ისევ ამრია. ისევ გამახსენა ყველაფერი. დამაფიქრა რა მინდა და რას ვაკეთებ. მისმა მესიჯმა მოიცვა მთელი ჩემი სხეული. ჟრუანტელმა დამიარა. ყველა უჯრედი მოიცვა. ისე შემცივდა ყინვაც ვერ გამოიწვევდა ასეთ ძლიერ კანკალს. ნერვიულად დავიწყე თითების უნებლიე მოძრაობა და ცივმა ოფლმა დამინამა ხელის გულები. აზრებს თავს ვერ ვუყრიდი და ვგრძნობდი მინდოდა მალე დამებრუნებინა პასუხი, იმის შიშით,რომ მომდევნო მესიჯი საბოლოო აღმოჩნდებოდა დიდხანს დავცქეროდი ეკრანზე გაუხსნელ მესიჯს და ვწელავდი ამ სიამოვნებაში არეულ მწარე წუთებს. ვიცოდი არ უნდა გამხარებოდა. ვიცოდი არ უნდა მიმეწერა. მაგრამ მე ხომ უბრალოდ მიყვარს. მაქსიმალურად ფრთხილად ვარჩევდი სიტყვებს და მოუთმენლობისგან ვცმუკავდი სანამ დავინახავდი პასუხის წერას დაიწყებდა. უბრალოდ ბედნიერი ვიყავი ამ მცირე დეტალითაც კი. ვიცი აღარ ვეკუთვნით ერთმანეთს მაგრამ ჩვენ ხომ სულ ვიქნებით დაკავშირებულები. დღეს კი ასე ქუჩაში მეგობართან ერთად მიმავალმა შორიდან შევნიშნე . საპირისპირო მხრიდან მოდოდა. ვიგრძენი თუ არა რამე? რომ იცოდეთ, როგორ ვნატრობდი, რომ არაფერი მეგრძნო. მაგრამ ერთიანად დამიარა ტანში ელვისმაგვრარმა შეგრძნებამ. მივხვდი რომ ეს შეგრძნებები იყო ყველაზე გულწრფელი, ყველაზე წმინდა ჩემთვის, ვიცოდი გვიახლოვდებოდა და მეგონა ტირილს დავიწყებდი. გული უბრალოდ ისე ამიჩქარდა შემაშინა ჩემივე რექციამ. არ მინდოდა რამე შეემჩნიათ. ისე დავიბენი, ისე მეტკინა უმისობა მგონი უკვე ვეღარაფერს აღვიქვამდი. გადამკოცნა, მომიკითხა და გვერდით მომავალი მეგობარი ბიჭი გამაცნო. იმ ბიჭს სახელიც კი არ მახსოვს არა თუ სახე. ხელი რომ გამომიწოდა მერე მივხვდი რომ ზრდილობა მოითხოვდა გამოვფხიზლებულიყავი და ჯიბიდან საცოდავად ამოვიღე ხელები. აღარ გამიხედავს მისკენ. ტკივილს ვგრძნობდი გაუსაძლის ტკივილს. დამშვიდობებისას ერთი წამით შევხვედე მომეჩვენა , რომ ბედნიერი სახით მიყურებდა. ალბათ მინდოდა ასე ყოფილიყო. მაშინებს საკუთარი თავი. გამოვცდით თუ არა მეგობარი მომიბრუნდა და მკითხა -რაო აბა რა იგრძენი რომ გაკოცა? -რა უნდა მეგრძნო? არაფერი.- აღარ ჩამძიებია მაგრამ მანაც შენიშნა ჩემი უეცარი მოწყენის მიზეზი და ამღვრეული თვალები არ შეიმჩნია. ნეტავ არასდროს შემხვედროდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent