ვერც ამას მოვერიე...
მე არ ვარ იდეალური. ისევე როგორ შენ ან ის ქალი, ქუჩის ბოლოს გაზეთებს, რომ ყიდის... მე არავინ ვარ. ისევე როგორც შენ და საერთოდ აქ არსებული ყველა სულიერი.... და მაინც... სარკის წინ მომზირალი, საკუთარი ანარეკლის შემყურე, თავს ზიზღით გვერდით ვწევ და უკვე მეათასჯერ ვსვამ კითხვას, "ვინ ვარ მე?!" ის ცხადია, რომ არავინ ვარ და არაფერი გამაჩნია. ის ხომ ცხადია, რომ ყველასთვის ერთი ჩვეულებრივი სულიერი ვარ. ის ხომ ცხადია, რომ ყველაზე მეტად მარტო დარჩენის მეშინია და ამას ვერაფრით მოვერიე. ის ხომ ცხადია, რომ როდესაც ქუჩაში გავდივარ ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც სახეზე აწერიათ პრობლემები და რამდენად წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს ისიც, თუ რა ჰქვიათ მათ პრობლემებს და მეც ჩემდაუნებურად ვერთვები ამ უკვე დაპროგრამებულ ხალხთა რიგებში, ვერც ამას მოვერიე. ის ხომ ცხადია, რომ მთელი არსებით მძულს ის რაც დღეს ჩემ თავს ხდება და მეც, უიმედო მაგრამ მიზანდასახული ვცდილობ ჩემი და ჩემს გვერდით მყოფთა ცხოვრების უკეთესობისაკენ შემოტრიალებას, მაგრამ ეს ამაზრზენი ყოველდღიურობა თავს არაფრით მანებებს.. ვერც ამას მოვერიე. ამბობენ:"რაც არ გვკლავს ის გვაძლიერებს"-ო, მე ყველაფერი მკლავს, რადგან არაფერი მაძლიერებს.. ვერც ამას მოვერიე. უბრალოდ რამე, რომ არ დამედო.. რაღაც, რომ არ დამეწერა.. ცოტახნით მაინც, რომ არ მოვშორებოდი სასტიკ რეალობას.. უბრალოდ, ვერ გავუძლებდი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.