შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული უბერავს


4-06-2017, 23:13
ავტორი Evy
ნანახია 1 351

მერე რა რომ შორს ხარ. გეფიცები ვუყურებ შენს ფოტოს და გგრძნობ, ვგრძნობ როგორ გეხები სახეზე და შენი ოდნავ წამოზრდილი წვერი თითებს მიჩხვლეტს. თითქოს სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებ და ისევ მეუბნები რომ მართლა ყველაზე მეტად გიყვარვარ და ყველას გირჩევნივარ. სიყვარული რა უცნაური რამეა არა? უბერავს,როგორც ერთხელ მე და შენ ვთქვით. იცი, არაფერში გადანაშაულებ და შენზე გაბრაზებული არ ვარ,ერთადერთი ვისაც ვადანაშაულებ იმაში რომ ჩემთან აღარ ხარ ეს მე ვარ,მაგრამ გული მტკივა. ვერ წარმოიდგენ რა დამემართა როცა ჩემზე თქვი აღარ მიყვარსო. როგორ შეიძლება ასე მარტივად და ასე მოკლე დროში გადაიყვარო ადამიანი?! ღმერთო ჩემო,მოკლე დროში და მარტივად კი არა, გადაიყვარო? ეს საერთოდ რა სიტყვაა. ვინმე თუ გიყვარს,გიყვარს და მორჩა.იმის იქით გზა აღარ არის და მე ვერ ვხვდები საერთოდ გიყვარდი? ამას ისე არ გეუბნები როგორც სხვებსო,სულ ამას მიმეორებდი და უბრალოდ ვერ ვიჯერებ რომ სიმართლე იყო,რადგან მაშინ ვერ "გადამიყვარებდი." მეგონა "მაგარი" ვიყავი და ჩვენს დაშორებას მარტივად გადავიტანდი,მაგრამ მაინც გავტყდი. მიკვირდა როგორ შეეძლოთ ვინმეს ისე შეყვარება რომ მის გამო ეტირათ და მსგავსი რაღაცები ეთქვათ,მაგრამ ახლა მე ვტირი ყოველ ღამე მიუხედავად იმისა რომ ვცდილობ ცრემლები შევაჩერო არაფერი გამომდის. იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლება და სულ მეყვარები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent