შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული უბერავს


7-06-2017, 23:56
ავტორი Evy
ნანახია 1 411

მთელი ორგანიზმი დაგშლიათ? სული გტკიებიათ? გიგრძვნიათ ოდესმე მონატრებით,სიყვარულით და უიმედობით გამოწვეული ტკივილი ერთად? ყველაზე საშინელი გრძნობა რაც კი შეიძლება სულიერმა არსებამ იგრძნოს.
სულ იმას ვამტკიცებდი სიყვარული უბრალოდ შეჩვევაამეთქი.ადამიანს ეჩვევი და იმიტომ გენატრება მასთან გატარებული წუთები,საათები,დღეები...მაგრამ ვცდებოდი. და თუ არ ვცდები სხვას რა ჯანდაბის გამო ვერ შევეჩვიე,რატომ ვერ გშორდები და სიკვდილივით რატომ მეზიზღება უშენოდ გატარებული ყოველი წამი. რატომ მეზიზღება და რატომ მეშინია?
და თუ გიყვარდი რატომ მიმატოვე? მე ხომ შენთვის შევიცვალე,მიუხედავად ყველაფრისა გენდობოდი და ყველანაირი მიყვარდი. არა, მიყვარხარ ! ვერ ვიტან სიტყვას "მიყვარდი." უბრალოდ მიყვარხარ ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად. რომ დაბრუნდე უპირობოდ მიგიღებ და ისევ მეყვარები,უფრო ძლიერადაც კი,ყოველი დღის დასაწყისსა და დასასრულში,ყოველ წამს უფრო და უფრო ძლიერად მეყვარები გპირდები,თუმცა ვიცი არასდროს დაბრუნდები. შენს სხვასთან ყოფნას ვერ ავიტან.ახლაც ნახევარმკვდარი სულ ნაწილებად დავიშლები და ამას ვერ შევაჩერებ.ვერ გავუძლებ სხვას უთხრა ის სიტყვები რასაც მე მეუბნებოდი და სხვამ იგრძნოს შენი სითბო და სიყვარული. დიახ,ეგოისტი ვარ,ეს ყველაფერი ჩემია და ჩემი უნდა იყოს სიცოცხლის ბოლომდე.მე უნდა მიყურებდე სიყვარულის სავსე თვალებით,მე უნდა მეუბნებოდე როგორ გიყვარვარ და ყველაფერში მე რაც შენ გეხება. უბრალოდ ეს იქნება სწორი,სხვანაირად არ შეიძლება,უსამართლობაა..



№1  offline წევრი Daniela

არცერთი ჩანახატი არ ყოფილა ჯერ ჩემთან ასე ძალიან ახლოს. აი იცი როგორია?? სიტყვებით, რომ ვერ აგიღწერ. სასწაულად მომეწონა, რადგან ეს მხოლოდ ჩანახატი არ ყოფილა.

 


№2  offline წევრი Evy

Daniela
არცერთი ჩანახატი არ ყოფილა ჯერ ჩემთან ასე ძალიან ახლოს. აი იცი როგორია?? სიტყვებით, რომ ვერ აგიღწერ. სასწაულად მომეწონა, რადგან ეს მხოლოდ ჩანახატი არ ყოფილა.

როგორ გამახარა ახლა შენი კომენტარის წაკითხვამ ვერ წარმოიდგენ,სულ მომეხსნა წინასაგამოცდო ნერვიულობა :დ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent