შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

The perks of being a reader


11-06-2017, 04:04
ავტორი ila
ნანახია 1 407

იყო მკითხველი- ეს თავისთავად სასწაულია, მკითველი- ეს სწორედ ისაა ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, მეტიც, ზედმეტი კი არა აუცილებელიც ხარ, რადგან წიგნის ავოტორმა ასე ინება.
მკითველად ყოფნის შესაძლებლობა ერთგვარი სასწაულია რისი მეშვეობით შეგიძლია ყოველთვის დაბრუნდე ბავშვობაში და პიტერ პენთან , ცქრიალასთან და ვენდისთან ერთად კაპიტან კაუჭასთან შესაბრძოლებლად გაფრინდე შენი საძინებლის ფანჯრიდან. შეგიძლია ახვიდე საკუთარი სახლის სახურავზე და „კარლსონის“ საცოხვრებელი დაათვალიერო . შეგიძლია პეპისთან, ტომთან და ანიკასთან ერთად წვიმაში ყვავილების მორწყვა და ამაზე შენიშნვას არავინ მოგცემს. შეგიძლია ჰარი პოტერთან, რონთან და ჰერმიონთან ერთად ჯადოქრობის სკოლაში ისწავლო, ცოცხების და დრაკონების მეშვეობით ცაში აიჭრა და მათთან ერთად გადაეშვა მაგიურ სამყაროში და საოცარი თავგადასავლების მორევში. შეგიძლია ტანსაცმლის კარადა შეაღო და შენი ოთახიდან პირდაპირ ნარნიას დათოვლილ ტყეში აღმოჩნდე. ბელასთან ერთად ვამპირის თავდავიწყებით შეყვარებაც შეგიძლია და ბევრი ისეთი რამ რისი განხორციელებაც რეალურ ცხოვრებაში შენს ძალებს უბრალოდ აღემატება, თუმცა მკითველის როლის ბედნიერება სწორედ იმიტომ გვენიჭება რომ შევძლოთ ჩვენს არარეალურ ოცნებებს და სურვილებს ოდნავ მინაც გადავწვდეთ და მთლიანად არ ჩავეშვათ იმ ბნელ სამყაროში რომელსაც დიდების სამყარო ჰქვია. სამყაროში სადაც სადაც პიტერ პენი გაზრდილი, საქმეებში ჩაფლული ბიზნესმენია და აღარც კი ახსოვს რომ ოდესღაც სულ ბავშვად დარჩენას ნატორბდა. ვენდი გათხოვილი ქალია და აღაც მას ახსოვს პიტერის არსებობა. სამყაროში, სადაც დარწმუნებულები ვართ რომ ჩვენი სახლის სახურავზე კარლსონი არ ცხოვრობს და არც არასდროს უცხოვრია, ჩვენი სახლი კი უბრალოდ ძველი, დაბზარული და ნაცრისფერი კორპუსია, ზუსტად ისეთი პიტერ პენი მოსაწყენ ლოდებს რომ ეძახდა. სამყაროში სადაც წვიმაში ყვავილების მოსარწყავად არასდროს გავალთ რადგან ამას უაზრობად ჩავთვლით, თან გაციების შეგვეშინდება და მეორე დღეს ხანგრძლივი სამუშაოსათვის მოვუფრთხილდებით თავს. ჰარი, რონი და ჰერმიონი გაზრდილნი, ჰოგვორტსიდან წამოსულები იქნებიან და აღარ დავინტერესდებით არც მათი ცხოვრებით და არც ჯადოქორბით. არც კარადას გამოვაღებთ თოვლიან ტყეში მოხვედრის იმედით და ვამპირის შეყვარება შესაძლებლად აღარასდროს მოგვეჩვენება. სამყაროში სადაც მხოლოდ ყოველდღიური პრობლემებით ვიქნებით დაკავებულნი და არ დაგვრჩება დრო აუხდენელ ოცნებებზე ფიქრისა.



№1  offline წევრი Hot Chocolate

ყველაფერი ზუსტადაც გადმოეცი. წიგნი ეს ის სამყაროა რომელიც მკაცრი და ნაცრისფერი სამყაროსგან გაქცევაში გვეხმარება და თუ შენ თვითონ ქმნი სამყაროს გგონია რომ შენც იქ იცხოვრე. სამყარო სასტიკია ამიტომაც არსებობს წიგნები რომლებიც პარალერული სამყაროსა ითამაშა და გვეხმარება არ გავაფრინოთ.

 


№2  offline წევრი ila

Hot Chocolate
ყველაფერი ზუსტადაც გადმოეცი. წიგნი ეს ის სამყაროა რომელიც მკაცრი და ნაცრისფერი სამყაროსგან გაქცევაში გვეხმარება და თუ შენ თვითონ ქმნი სამყაროს გგონია რომ შენც იქ იცხოვრე. სამყარო სასტიკია ამიტომაც არსებობს წიგნები რომლებიც პარალერული სამყაროსა ითამაშა და გვეხმარება არ გავაფრინოთ.

მიხარია რომ მოგეწონათ, დიდი მადლობა <3

 


№3  offline წევრი skida

წიგნი მართლაც საოცარია ფანტაზიის სამყაროა სამყარო სადაც შეგიძლია გახდე ის ვინც გინდა და ამისთვის არავინ დაგადანაშაულებს და თუ ადამიანს ჰყავს მეგობარი სახელად წიგნი ჩათვალეთ რომ მისი ცხოვრება სრულყოფილია

 


№4  offline წევრი Daniela

აი ეს არის მიზეზი თუ რატომაც მიყვარს ასე ძალიან წიგნები heart_eyes ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ჩანახატი კი უბრალოდ შეუდარებელი იყო ყოჩაღ! kissing_heart heart_eyes

 


№5  offline წევრი ila

Daniela
აი ეს არის მიზეზი თუ რატომაც მიყვარს ასე ძალიან წიგნები heart_eyes ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ჩანახატი კი უბრალოდ შეუდარებელი იყო ყოჩაღ! kissing_heart heart_eyes

ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენი შეფასება ჩემთვის და მიხარია რომ მოგეწონათ, დიდი მადლობა ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent