შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი ჩემდამი სიყვარული მიყვარს !


15-06-2017, 14:43
ავტორი D M
ნანახია 2 299

გიგრძვნიათ ოდესმე მუცელში პეპლები საყვარელი ადამიანის დანახვაზე? მე ახლა ვგრძნობ და ეს იმდენად მაგარი გრძნობაა, შეუძლებელია ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა.
ლევანი ჩემს ცხოვრებაში უეცრად შემოჭრილი სიყვარულია, იმდენად მოულოდნელად გამოჩნდა და ისე დაიკავა ჩემს გულში ადგილი ვერასოდეს ვიფიქრებდი მსგავსი რამ თუ მოხდებოდა.
შემიყვარდა გადაუყვარებლად, მის დანახვაზე საოცრებას ვგრძნობ, ამ გრძნობის ბოლომდე გადმოცემა შეუძლებელია. ის ჩემი სულის ნაწილია, თავი სიზმარში მგონია, მგონია რომ თვალს გავახელ და ეს სიზმარი დასრულდება.
პირველი სიყარული დაუვიწყარიაო ბევრისგან მსმენია, მაგრამ ახლა ვხვდები რომ ეს ასე არ არის. ლევანიმ დამავიწყა ის სიყვარული, რომელიც ერთ დროს დაუვიწყარი მეგონა, მეგონა რომ მისნაირად ვერავინ მეყვარებოდა, მაგრამ შევცდი. ჩემს შემთხვევაში მეორე სიყვარული უფრო ძლიერი აღმოჩნდა, თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ ლევანის სიყვარულმა სულ დამავიწყა პირველი სიყვარული, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს აქამდე არაფერი არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში...
მისი შეხების და ჩახუტების შემდეგ მივხვდი რომ აქამდე ასეთი რამ არ მიგრძვნია, ეს ყველაზე მაგარი რამ არის რაც კი ოდესმე ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. ყოველი მისი შეხება და კოცნა გულს მიჩქარებს, ეს გრძნობა დაახლოვებით ისეთია აიი კარუსელზე რომ ზიხარ, დაშვებისას ან ზემოთ ასვლისას გული რომ გიჩქარდება, ამ დროს ბევრი გრძნობა გეუფლება, შიშის, ადრენალინის, მაგას აქვს ზუსტად „მუღამი“... მეც ასე ვარ, შიშის გრძნობა მაქვს, მისი დაკარგვის მეშინია, ეს ალბათ ნორმალურიც არის, ვეღარ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება მისი და მისი სიყვარულის გარეშე. ძვლებამდე ატანს მისი ერთი შეხება, რომ ვგრძნობ როგორ მიხუტებს როგორ ზრუნავს ჩემზე და როგორ ვუყვარვარ. თვალებში რომ მიყურებს ვხვდები როგორი გულწრფელია, ვხვდები როგორ ვუყვარვარ, მისი ჩემდამი სიყვარული მიყვარს.
ბავშვობაში ოცნება მქონდა ასეთი ადამიანი ყოფილიყო ჩემს გვერდით და უფალმა ოცნება ამისრულა, ყველა გოგომ უნდა ინატროს ისეთი ადამიანი გვერდით, როგორიც მე მყავს. ბედნიერებაა იცით რა არის? როდესაც საყვარელი ადამიანის მიმართ სიამაყეს და სიყვარულს ერთნაირად გრძნობ, გვერდით რომ მოგყვება და გეამაყება, ყველას სიამაყით აცნობ რომ შენია, რომ ის იქნება შენი მომავალი მეუღლე და შვილების მამა.
ჩვენ ერთი ტაძარი გვაქვს სადაც ორივე ერთად მივდივართ ხოლმე, სულ პირველად როდესაც ვნახე მაშინაც იმ ტაძარში ვიყავით. მასთან ერთად რომ დავანთე პირველად სანთელი, უფალს ვთხოვე სამუდამოდ ჩემთან ყოფილიყო. ვფიქრობ ეს თხოვნა ამისრულდა, ამაზე მეტს არაფერს აღარ ვთხოვ უფალს, ჩემთვის ლევანი ყველაზე ძვირფასია. ხან ვფიქრობ, რა დავიმსახურე რომ ასეთი კარგი ადამიანი მყავს გვერდით თქო, მან ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაქცია, ის ჩემი ნათელი წერტილია, ჩემი ოცნების ადამიანია, რომელსაც არასოდეს გავუშვებ ჩემი ცხოვრებიდან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent