შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიპოლარული აშლილობა!


19-06-2017, 01:28
ავტორი Elli Na
ნანახია 2 793

ყველაფერი ისე მაქვს ყელში ამოსული, უკვე დეპრესიაში გადამდის, მე დავიღალე, საშინლად დამღალა ერთფეროვნებამ, დავიღალე იმით ვინც ვარ, არ მომწონს ეს ყველაფერი, მაგრამ....უკვე მოწყენილობაც ავადმყოფობაში გადამდის, ვფიქრობ, რომ მე საკმაოდ დეპრესიული ადამიანი ვარ,  ნათლად გამოხატული სიმპტომების მიხედვით, დავადგინე, რომ  ბიპოლარული აშლილობა, იგივე მანიაკალური დეპრესია მაქვს.
 *ახლა მოკლედ გეტყვი რას ნიშნავს ეს ბიპოლარული აშლილობა წარმოადგენს ქრონიკულ და როგორც წესი, მუდმივ მდგომარეობას მანიის და დეპრესიის პერიოდულად განმეორებადი ეპიზოდებით, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს დღეებიდან თვეებამდე. ის ხშირად იწყება მოზარდობის პერიოდში.
რითია გამოწვეული ჩემი მდგომარეობა?
პირველ რიგში, რუტინული, უემოციო , ერთფეროვანი ცხოვრების რიტმით. საკუთარი თავის რეალიზებას რომ ვერ ვახდენ და სხვებზე ვარ დამოკიდებული, ეს არის ყველაზე დამთრგუნველი. ამასთან, მე არ ვცხოვრობ იმ ცხოვრებით, რომელიც მე მჭირდება, რომელიც მე მინდა, რომელშიც მე ვიქნები და რომელიც ჩემშია.
ჰოდა , ვინაიდან უკვე  დავუსვი დიაგნოზი საკუთარ თავს, რაც ნამდვილად არის  ზუსტი შესატყვისი ჩემი კონდიციისა, გადავწყვიტე მემკურნალა კიდევაც, მოკლედ, რომ ვთქვა ფსიქოთერაპევტიც და პაციენტიც, ამჟამად, მე ვარ.
მოკლედ, სანამ იქამდე მივა საქმე, რომ ნამდვილ ფსიქოთერაპევტთან მივალ, ვცდილობ, ჩემით მოვახდინო პრობლების ლიკვიდირება. არსებობს თერაპიის სხვადასხვა სახე, ტრანსული, ჰიპნოტური, ხატვითი, ცეკვის და ა.შ. ეს უკანასკნელი 2 ყველაზე მეტად მხიბლავს, თუკი ვერ ვუშველი ჩემს თავს, ალბათ, რომელიმე მათგანის დახმარებით გამომიყვანს მდგომარეობიდან.
ახლა დიდი სიამოვნებით წავიდოდი ფსიქიატრიულში, თუმცა არამგონია, ჩემი დახმარება შეძლონ,ალბათ, რაღაც იდიოტური წალებით გამჭყეპენ და ჩათვლიან, რომ მე ეს მიშველის, მაგრამ არა ! არა! მე არმჭირდება დროეიბითი შველა!
ბარგი ჩასალაგებელია, მე კიდევ ისევ ამ გახუნებულ სიცოცხლეს ვებღაუჭები, როგორც ჩანს.
ოთახში სუნია სიკვდილის .
ფანჯარა გავაღო?
გავაღე და მისი სიმძაფრე მეტად საგრძნობი გახდა ჩემთვის.
ჰო, მე უკმაყოფილო ვარ ჩემი ცხოვრებით, იმიტომ რომ რეალურად არ ვცოხვრობ, მე ვცხოვრობ ჩემს მიერ გამოგონილ სამყაროში, რომელიც მინდა რომ რეალობად ვაქციო მაგრამ....
ჯანდაბა.
ახლა ვფიქრობ, რომელი გზა იქნება უკეთესი სიკვდილისთვის, CO- თი გაგუდვის იდეა, ნაკლებად მხიბლავს, არც ვენების გადაჭრაა მიმზიდველი დიდად, ეს ყველაფერი ხო ზედმეტად ბანალურია, ჩემი სიკვდილი კი ასე არ წარმომიდგენია.
ნამდვილად არა!
ეს უნდა იყოს გრანდიოზული..
ჰაჰ ვიცი გაგეცინებათ და იფიქრებთ რომ გიჯი ვარ! მართალიც არის, იმდენად გიჟი ვარ, რომ ვიცოდე თქვენი შეხება კლავს,
მაგრად ჩაგეხუტებოდით!
სიკვდილი და ისიც გრანდიოზული? ეს რაღაც ახალია....თან სულელურად ჯღერს არა? მაგრამ რამე ორიგინალურს მოვიფიქრებ და ისე წავალ აქედან!!

ვტირი თუ ვიცინი?!
უხერხულია და უცნაურიც,  თავზე ქალბატონი სიკვდილი მადგას, მე კი ვიცინი, ვტირი და მერე ისევ გაუჩერებლად ვიცინი.
იქნებ, ჩემი აქ ყოფნა ირეალურია და ის უბრალოდ თამაშობს ნერვებზე, რომლებიც დიდი ხანია დალპა, როგორც მთლიანად ჩემი არსება,
იქნებ მე უკვე მოვკვდი და ეს ყველაფერი ქალბატონი სიკვიდილის მიერ მოწყობილი მტანჯველი მახეა...!



№1  offline წევრი Elli Na

eremar
ჰაჰ,არაფერი გჭირს შენ! ესეც ფსიქოლოგის დიაგნოზი.
კარგი ჩანახატია.
ახლა კი თუ გინდა ვიმეგობროთ და მე დაგეხმარები გრანდიოზული სიკვდილის მოფიქრებაში:)))))

მადლობა, მიხარია თუ მოგეწონა

 


№2  offline წევრი Elli Na

eremar
Elli Na
eremar
ჰაჰ,არაფერი გჭირს შენ! ესეც ფსიქოლოგის დიაგნოზი.
კარგი ჩანახატია.
ახლა კი თუ გინდა ვიმეგობროთ და მე დაგეხმარები გრანდიოზული სიკვდილის მოფიქრებაში:)))))

მადლობა, მიხარია თუ მოგეწონა

კი საინტერესო იყო, ცოტათი ყველას გვიფიქრია ხოლმე ასეე :))

დიახ ყველას გვაქვს ხოლმე ეგეთი ფიქრები ცხოვრების რაღაც ეტაპზე ...

 


№3 სტუმარი სტუმარი nin

როგორ დაგიკავშირდეთ?)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent