შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი ამოსუნთქვა


22-06-2017, 15:25
ავტორი ნანუ
ნანახია 1 556

ბოლოჯერ ვახელ თვალებს- უკვე რამდენი ხანია ამ იმედით ვიღვიძებ, მაგრამ ჩემი მოლოდინი არადა არ მართლდება. სიკვდილის უკმარისობას ვგრძნობ. აღარ მინდა აქ ყოფნა, ვიცი დედას ძალიან ეწყინება ჩემი წასვლა ,მაგრამ მაინც აღარ მინდა. მარტოსულად ვგრძნობ თავს. დიდი ხანია მეგობარი აღარ მყოლია, მხოლოდ მე და დედა. რისთვის ვცოცხლობ არვიცი. მომბეზრდა ყოველდღე მისი ცრემლების დანახვა. ვხედავ ,როგორ ვტანჯავ ადამიანს ,რმელმაც სიცოცხლე მაჩუქა და გული მიკვდება. აღარ მინდა ასეთი რეალობა,აღარ მინდა ასეთი სუნთქვა, აღარც ასეთი ცა მინდა.გარეთ მზეა სახლში კი უკვე დიდი ხანია ზამთარს დაუკავებია სამეფო ტახტი. რამდენი ხანია მზის სხივებს აღარ შევხვედრივარ პირისპირ . მხოლოდ ექიმთან მივდივარ. ერთ გაბღენძილ უსიამოვნო კაცთან ,რომელიც თავს გვაჩვენებს თითქოსდა სპეციალისტია არადა რამდენი ხანია ვმკურნალობ და უკეთესობისკენ ერთი პატარა ნაბიჯიც არ გადამიდგამს. უკეთესის შესაძლებლობა არ გვაქვს. ამიტომაც გადავწყვიტე ხელი ჩავიქნიო. ამ უბადრუკ სამყაროში აღარაფერი მესაქმება. ჩემი დრო წავიდა, ქარს წაყვა შემოდგომის ყვითელი ფოთლებივით. მე წავალ. დედა ცოტას კიდევ იტირებს, მაგრამ დროსთან ერთად შედარებით დაწყნარდება და თავის თავზე იზრუნებს. ადამიანს იპოვნის,რომელთან ერთადაც ცხოვრებას გააგრძელებს. ცხოვრებაში პირველად 17 წლის განმავლობაში იმედის თვალით შევყურებ სიკვდილს. და აი ისიც... მაღალი,ამაყი,ნაცრისფერი, გამჭოლი მზერით. ხელს ჩემსკენ იწვდის და მეც მივყვები. ყრუდ მესმის დედის გამაყრუებელი კივილი და მოთქმა. სიკვდილს ვთხოვ და ისიც ზუსტად ორი წუთით ჩერდება. მაპატიე დე-ეს არის ჩემი უკანასკნელი სიტყვები. წავედი, სამუდამოდ წავედი. დედა კარგად იქნება აი ნახავთ თუ არა. ჩემს გარეშე უკეთესად იქნება. უფლისკენ მივდივარ. იგი პატარა სახლისკენ იშვერს ხელს და მეც იქით მივემართები, კარებს ვაღებ და - დედა აქ რა გინდა !
-მაპატიე შვილო-მეუბნება დედა ჩამკვდარი ხმით-შენს გარეშე დედამიწაზე არაფერი მესაქმება.
არა დედა!- წამოვიყვირე და გამწარებით ჩავაშტერდი იატაკს, მაგრამ მის ნაცვლად ჩემი და დედას მკვდარი სხეულები დავინახე. დედა ყელგამოჭრილი ესვენა ჩემს გვამზე. ეს რა ჩაიდინა! მას ხომ ყველაფერი წინ ჰქონდა.
-მაპატიე შვილო!- კიდევ ერთხელ მითხრა დედამ და უკანასკნელად გადამეხვია, შემდეგ კი გაუჩინარდა . მივხვდი სადაც წავიდა არ მინდოდა ამისს დაჯერება მაგრამ მწარე სინამდვილე ეს იყო. უბედურებას ბედნიერება მოჰყვებაო იძახიან, ჩემს შემთხვევაში ეს ასე არაა. ჩემთვის ყველაფერი მორჩა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent