შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიზიარებ თქვენს მწუხარებას


24-06-2017, 19:17
ავტორი მარიამო))))
ნანახია 2 364

პალატიდან გამოვალ თეთრხალათიანი ექიმი, თავჩაქინდრული, თითქოს სევდიანიც, ცრემლმორეულიც და ვიტყვი "ვიზიარებ თქვენ მწუხარებას!"
ვერავინ ვერასდროს ვერ იგრძნობს რას განიცდის ექიმი ამ დროს!
ვერავინ ვერ გაიგებს რა ხდება მის გულში ამ დროს!
მე ექიმი ვარ, მე ხელებში ჩამაკვდა ადამიანი. შემეძლო, აუცილებლად შემეძლო გადამერჩინა ის, მაგრამ ბედისწერა ყველაფერს რადიკალურად ცვლის.
მე უგულო ექიმი ვარ. ხელში ჩამაკვდა ადამიანი მაგრამ მაინც გავაგრძელებ სიცოცხლეს. კიდევ ვეცდები სხვა სიცოცხლე გადავარჩინო და დავივწყებ მის სახეს ვინც ჩემს ხელებში დალია სული.
მე მისთვის არც კი ვილოცებ.
მე ალბათ ხვალ მის სახესაც ვერ გავიხსენებ.
ვერც მის ხმას ვერ გავიხსენებ სიკვდილის წინ გადარჩენას, რომ მთხოვდა.
ვერც მის თვალის ფერს გავიხსენებ, სიკვდილის ბოლო წამამდე რომ სწამდა სიცოცხლის, გადარჩენის.
მე ექიმი ვარ, უგულო ექიმი და მე დავივიწყებ ყოველ გარდაცვლილს.
მე მათ სამძიმარზეც კი არ მივალ, არც ყვავილებს მივუტან. უბრალოდ სახლის გზაზე გავუშვებ სადაც დედა დაიტირებს, სადაც შვილი დაიტირებს და მე ამ დროს ცრემლიც არ გადმომივარდება, გულში ჩავიმარხავ, რადგან ექიმი ვარ!
მე მათთვის, მათი სიცოცხლისთვის თავს არ დავზოგავ, ბოლომდე დავიხარჯები მაგრამ თუ მათ გადარჩენას ვერ მოვახერხებ უბრალოდ ვიტყვი, რომ ასე უნდა მომხდარიყო და დავნებდები.
მე ექიმი ვარ, უგულო, უემოციო და ხშირად მიწევს ვთქვა "ვიზიარებ თქვენ მწუხარებას!"



***



პალატიდან გამოვა თეთრხალათიანი ექიმი, თავჩაქინდრული, თითქოს სევდიანიც, ცრემლმორეულიც და მეტყვის "ვიზიარებ თქვენ მწუხარებასო!"
ვერავინ ვერ გაიგებს რა ხდება ამ დროს დედის გულში.
ვერავინ ვერასდროს ვერ გაიგებს, როგორ იშლება ჩემი გული, როცა ვიხსენებ იმ მომენტს თუ რა განვიცადე მაშინ ის რომ ჩემს სხეულში დაბინავდა, როცა პირველად გავიგე მისი ტირილის ხმა, მისი პირველი ღიმილი დავინახე ანგელოზებს რომ უცინოდა, მახსენდება ჩვენი პირველი შეხება, მისი პირველი ნაბიჯები, მისი სიტყვები, მახსენდება მისი ცხოვრება და ახლა რას მეუბნებით?!
"ვიზიარებ თქვენს მწუხარებას" მორჩა? მეტი არაფერი? დამთავრდა, ყველაფერი დამთავრდა!
მე დედა ვარ და შვილი მომიკვდა. უგულო დედა ვარ, ცივი და გაყინული დედა ვარ. ჩემს თვალებში ვეღარ დაინახავთ სითბოს, ლოდინსაც, ვეღარაფერს ვეღარ დაინახავთ გარდა სიცივისა!
მე ახლა ვიგრძენი რა არის სიცივე, ყინვა. ახლა დავაფასე დედობა და ამან თავიდან ბოლომდე დამამსხვრია. მე ახლა შევიგრძენი რა არის იყო დედა, შვილმკვდარი დედა.
მე ახლა ჩემი შვილი სახლში უნდა წავიყვანო, დავიტირო, მოვეფერო..
უნდა ვიყვირო და თმებიც უნდა გავიწეწო.
მე დედა ვარ, შვილმკვდარი დედა და ახლა ისე უნდა ვიყვირო ღმერთმა, რომ გაიგოს ჩემი ხმა და მკითხოს რა გაყვირებსო და მეც მივუგო შენი სამართალი მაყვირებს თქო..
მე დედა ვარ, დედა რომელსაც აღარ აქვს სახელი, რადგან მას უთხრეს ის რაც არ უნდა ეთქვათ..



***


მე ექიმი ვარ,
მე დედა ვარ.
თქვენ ვერ გაიგებთ, რას ვგრძნობთ ჩვენ.
ვერ გაიგებთ რა ხდება ჩვენს გულში.
მე ექიმი ვარ,
მე დედა ვარ.
და ჩვენ "ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას".



№1 სტუმარი l,m not sick

სათაურის არ მომეწონა
დანარჩენი ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო...

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ცოდვაა ამ ჩანახატის გრძელი კომენტარით გაფუჭება, ამიტომ ... ალბათ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent