სასაფლაოზე'დ
დაღამდა. სიჩუმეა. წუთიერი გარინდება. თოვლს. ფიფქი ფრთხილად ეხება ლოდს, სადაც ახალგაზრდა ბიჭის სურათი, ამშვენებს გარემოს. _ ჩუუ ისევ სიჩუმე ისევ ღამეა და თეთრი თოვლი საფლავის ქვაზე, ნაზად აწყია. _ არ მოვა ჩურჩულებს ნიავი _ არ მოვა'ო სიოც ამას ამბობდა. ღამე ეშვება, მეტად ბინდდება შემოვა ქალი, დაჯდება ქვაზე და მწარედ... მწარედ აქვითინდება. ქვითინი თითქოს კუბოს ჩასწვდება და ცრემლი კიდევ ყვავილთა ძირებს. თოვა გრძელდება პატარა ფიფქები, დედის თავსაბურს ფრთხილად ეხება. მხოლოდ ჩრდილი'ღა ჩანს, რომელიც უმალ ქრება. და აი ისევ მხოლოდ ღამეა მხოლოდ სიჩუმე მხოლოდ სულები დაბორიალობენ იმ დროს, როდესაც სულყველას სძინავს. ღრუბლები გაიფანტნენ... მთვარ გამოჩნდა... ბინდი იკარგება... და დილით სასაფლაოზე ისევ დუმს ყველა. მხოლოდ დედის ცრემლით სველი, ია გაყვავილდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.