არჩეული სიცოცხლე
არ ვიცი როგორ იწყება მსგავსი ტექსტის (ჩანახატის) წერა, თუმცა მე ბანალურად დავიწყებ. ერთ დღეს გაიღვიძებ და აღმოაჩენ როგორ დაინგრა შენს თვალწინ ყველაფერი... ერთ დღეს გავიგე როგორ დამოტოვეს და.. და... მე ვიდექი სახით სარკისკენ და ვიღაც ყველა კითხვაზე მპასუხობს. ეს ალბათ ჩემი მეორე მეა რომელსაც არათუ ვუსმენდი, არცკი ვუყურებდი, თვალებზე ბინდი გავაიკარი და დავემალე. დავადუმე. ბანალურ დილას არაბანალურად შევხვდი. სოციალურ ქსელში ,,დამანგრეველი'' სიმართლე გაჩნდა. მე ადრე დამიხატეს მსგავსი სიტუაცია და ვთქვი მოვკვდებითქო. მაშინ არ მჯეროდა ეს თუ მოხდებოდა. მაისი იყო, ოცნების მაისი, როგორც წლების წინ ვუწოდე და ზუსტად ოცნება წამართვა მაისმა! გადაწყვეტილი იყო სიკვდილი მაგრამ... წესით სიკვდილი არავის გააოგნებდა, თუმცა სიცოცხლე?! თუმცა ალბათ იყო სიკვდილი და მერე თავიდან დაბადება. მახსოვს როგორ ამოქმედდა თვითგადარჩენის ინსტიქტი და არსაიდან იყო ცრემლი, რომელიც ერთგვარი შვება იქნებოდა... ცრემლი არ მოსულა, არც თვითმკვლელობა. მაისისებურად უცნაური იყო... წლების ნაშენები წამებში დაინგრა! კადრები აირია. და იყო გახსენება: გაგამწარებ! მერე გითხარი გამამწარე, თუმცა არასოდეს დაგიჩოქებ! ავირიე და აირია კადრები. საკითხი მაშინვე დადგა: ან გადარჩი, ან ახლავე მოკვდი! და მე ავირჩიე გადარჩენა! რაც არ უნდა იყოს სიამაყე არ დაკარგო ქალბატონოთქო! დეპრესიამ რამდენიმე საათს გასტანა... 2 დღეში სარკემ ყველაფერი სიზუსტიდ აირეკლა. წლების ისტორია წამებში გაფაქტა. მოღალატე, მატყუარა, ბოროტო! ეს იყო უკანასკნელი კივილი სარკის წინ! როგორ ისმოდა ეს გაგამწარებ! გამამწარე, ოდესღაც ძვირფასო! ვუკიოდი საკუთარ თავს, რომელიც საკუთარმა სიყვარულმა დაღუპა. გამყიდე. ერთი კომენტარი კადრად დამრჩა და ყოველ ღამე მახსენდება.... ჰო მოღალატე კაცები, რომ არასდროს სწორდებიან იმ კომენტარმა კიდევ უფრო დამარწმუნა! ვფიქრობდი როგორ მეძია შური. გეგმა არსაიდან ჩანდა. არ დამჭირდა გეგმა. მე ჩემი თავი გავინადგურე შენ - შენი. გამარჯობა. ზუსტად 10 დღეში 21 წლის ვხდები და ჩემს მომავალ სიცოცხლეს გეფიცები, სიცოცხლის ფასადაც, რომ დამიჯდეს არ მოვიხედავ, შუბლზე იარაღ მიდებულიც რომ დაგინახო, მომაკვდავიც რომ დაგინახო არ მოვიხედავ! შენ ბოღმამ გაგანდგურა მე შენდამი სიყვარულმა. მომავალ ცხოვრებას გეფიცები წამებით სული რომ ამოგხადონ არ მოვიხედავ, რადგან შენ არამარტო მე არამედ ბევრი სხვა სასიკვილოდ გაიმეტე! მკვლელები ისჯებიან. ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ ეკლიან გზაზე, სადაც ყოველ წამს ფეხს წამოკრავ შენი ცოდვებისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.