გუშინდელზე მეტად ხვალინდელზე ნაკლებად
ჩვენი ისტორია 2012 წლის 17 სექტემბერს დაიწყო, მაგრამ მანამდე იყო პერიოდი,რომელიც ამ ისტორიის საძირკველია...სულ რაღაც 1 წელია იმ ყველაფრის საძირკველი, იმ 1 წელში გავითავისე ის,რომ ის "ის" იყო... მეგობრობა,და-ძმობა და შემდეგ უკვე მეორენახევრობა...ხო მე ის ვიპოვე, ან მან მიპოვა მე, მისი დაკარგული ნეკნი ჩემი სტატუსი " შემიყვარე, თუ გაბედავ " , მალევე განახლებული მისი სტატუსი " გავბედავ" .... ჩვენ გავბედეთ ... 2012 წლის 17 სექტემბერს მისი ნათქვამი მიყვარხარ და ჩემი სიხარულით აფორიაქებული გული...როდესაც სიყვარულს წინ მეგობრობა უდევს საფუძვლად, იქ გაუგებრობის ადგილი უკვე აღარაა... ასე ხელიხელ ჩაკიდებულები მოვდივართ დღემდე, ბევრი სირთულის მიუხედავად ჩვენ ერთად ვართ ყველა ოცნება, ფიქრი, რეალობა თუ სიზმარი მას უკავშირდება , მასზე ფიქრში თენდება და ღამდება... ისაა ყველა და ყველაფერი,ცხოვრების ძალა, ის კედელი რომელსაც ყოველგვარი ეჭვის გარეშე შემიძლია მივეყრდნო... "ბედნიერების რეცეპტი" , რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრება ეძებს , მე უკვე ნაპოვნი მაქვს, ეს ის ადამიანია, რომელთანაც მინდა გავატარო მთელი ცხოვრება...ადამიანი, რომელსაც უსიტყვოდ ესმის ჩემი , გებულობს ყველაფერს, ზედმეტი სიტყვების გარეშე, უყვარხარ ისეთი როგორიც ხარ და არ ცდილობს შენს შეცვლას, ერთგულია, თავისებურად რომანტიკული, ღიმილის ავტორი ... ასე განუწყვეტლივ შემიძლია ვაქო და ვადიდო, განა იმიტომ, რომ მას ნაკლი არ აქვს, არამედ იმიტომ , რომ მიყვარს თავისი ნაკლოვანებებით, რომლებსაც მისი ღირსება ფარავს 2017 წელი , ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის წელია , 15 აპრილი ჩვენი სიყვარულის ზეიმი, დღე, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება და მჯერა, რომ კიდევ ბევრი ესეთი ბედნიერი დღე გვექნება... გუშინდელზე მეტად ხვალინდელზე ნაკლებად პ.ს პირვლად დავწერე, თუმცა ეს ის რეალობაა რომელშიც მე ვცხოვრობ....ძალიანაც ნუ გამკიცხავთ :)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.