შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამის წინ


30-06-2017, 01:12
ავტორი Anna_9
ნანახია 1 495

უაზროდ თქმული კარგად ვარ და ყალბი ღიმილი.ფიქრი სუიციდისკენ გამირბის. თავიდან ვერ ვიშორებ მასზე ფიქრს. ალბათ იმიტომ რომ სულ მსგავსი რაღაცეები მესმის.ისევ ვფიქრობ ჩემს სიკვდილზე, ჩუმად რომ მოვა და ჩუმად გამიყვანს სახლიდან. მოვა, ჩემს სულს მარადისობაში გადაისვრის და უსასრულობაში ჩავიკარგები... დაიკარგება ჩემი სახელი, გვარი,ოცნებები,სიყვარული,შეგრძნებები,გემოვნება,ხმა,თვალები,ემოიცები. საერთოდ დავიკარგები. მე წავიშლები...
ვცდილობ ჩანახატი სრულყოფილი გამოვიდეს. ხელები მიკანკალებს. ვიცი რომ ეს ზედმეტი ნერვიულობის ბრალია. ყველა მეუბნება რომ ზედმეტად ემოციური ვარ, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ მათ საუბარს.
ვზივარ გამათბობლის წინ, ცხელი ყავის ჭიქას ხელებს ვხვევ. ისე თითქოს გაციებულ გულს გამითბობს. დრო გადის და ხვდები, რომ 15 წლის ასაკში ზედმეტად ბევრს. ფიქრობ გგონია შენი ფიქრები ატრიალებს დედამიწას. მალე შევიშლები.
გრძნობ როგორ ამოვა ფეხის წვერებიდან და როგორ გადაისვრის შენს სულს მარადისობაში. მარტივად უსაჩუქრე შენი თავი სიკვდილს. შენს თავს გვერდიდან უყურებ. ნანობ, მაგრამ სიამაყე არ გაძლევს უფლებას აღიარო.ხვდები რომ სინანული გვიანია. შემზარავია თხუთმეტი წლის მწოლიარე გოგონას გვამი, შეყინული ღიმილით. საშიში აქ არაფერია. საშიში ის არის თუ რას განიცდიდა იგი სუიციდამდე რამდენიმე წამით ადრე!



№1  offline წევრი stranger9

ყველაზე რთული თემაა სუიციდი და თან მარტივიც. ერთი სიტყვით "სისუსტე", რომელზე ფიქრიც კი უნდა ავუკრძალოთ საკუთარ თავს. ნაწერს რაც შეეხება, კარგია, ნამდვილი. უბრალოდ ამაზე აღარ იფიქრო რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent