ნატვრის ნაჭრებით სავსე ტოტები
"ნატვრის ნაჭრებით სავსე ტოტები" ბოლო, უგემრიელესი მოცვის ნამცხვარიც მივყიდე პატარა, კიკინებიან გოგოს და დაქანცულმა ვარდისფერი გორგოლაჭებიანი ფეხსაცმელიც გავიხადე. ისეთი სახე ჰქონდა გოგონას, რომელსაც თავის ძმამ უთხრა, რომელიც გინდა აიღეო, რომ მჯერა, ღამით ნამცხვრების დიდ ყუთს ნატრობდა. ნატვრა, ნატვრა, ნატვრა! რა კარგი რამ არის ეს ჯადოსნური სიტყვა, არა? ბავშობაში, მეც ვნატრობდი ფუმფულა სათამაშოებს, ლამაზ კაბებს... ხშირად ვუყურებდი ხოლმე მზეს და იცით რას ვფიქრობდი? მგონია რომ მზის ცხრავე სხივს, რაღაც ნატვრა აქვთ, მისკენ მიისწრაფიან, საწადელის ასრულებისთანავე კი სამყაროს, მათი ღიმილით ანათებენ. განა ჩვენც ასე არ ვართ?! ნამცხვრების სასახლიდან, როგორც კი გამოვდივარ ხოლმე, ქუჩის კუთხეში მდგარ ნატვრის ხესთან მივდივარ და ყოელ დღე ჩემს ფერად ნაჭერს ვტოვებ, რომელიც ოცნებების სურნელებითაა სავსე! აი, ახლაც, მისკენ მივისწრაფი! -იყიდეთ, ოცნები უფასოდ! -გაიძახის ტროტუარზე ჩამომჯდარი ქერა თმიანი ბიჭუნა.-იჩქარეთ, იჩქარეთ! -ნეტავ, რა ხდება?-მხრები ავიჩეჩე და კაბის ფრიალით მივუახლოვდი პატარას. -ოცნებეს ყიდი?-შევეკითხე მე. -თანაც უფასოდ!-მიპასუხა თავმომწონედ. -მერე და, შენ არ გინდა?-მოწყენილი ჩამოვჯექი მეც მის გვერდით. -არა, არ მინდა! -ხელი მომეცი!-ფეხზე წამოვაყენე და სირბილით ნატვრის ხისკენ გავიქეცით. -აქ რა გვინდა?-აქეთ-იქით აცეცებდა ბიჭი თვალებს, იმის იმედით, რომ ამოიცნობდა აქ რატომ მოვიყვანე. -ჩანთა გახსენი!-თითით მივანიშნებ, თავის აქსესურიასკენ, რომელიც მხარზე აქვს გადაკიდული. ისიც უყოყმანოდ ხსნის და ჩანთიდან მბრწინავი შუქი ირეკლება. -ამოიღე რაღას უცდი და აი, აქ შეაბი!-ტოტზე ვანიშნებ და ისიც ერთ ნატვრას კიდებს. -შევაბი, მერე? -როდესაც აქედან წახვალ, მაშინ მიიღებ შენ კითხვაზე პასუხს და დაიმახსოვრე რომ ნატვრის ყოველთვის უნდა გჯეროდეს, ოცნებები შენთვის უნდა შეინახო!-ვუთხარი და მეც მას მივბაძე. ბიჭმა გამიღიმა და უკან მოუხედავად გაკურცხლა, შორიდან კი მომაძახა: -ოცნებები სრულდება! თავი დავუქნიე და სახლისკენ გავწიე, სადაც სინათლე მელის, სადაც ჩემს სიხარულს ყველას გავუზიარებ. აბა, ვის არ ჰქონია ნატვრა? თუ არა, ამ პატარა, ხუჭუჭა ბიჭს მიბაძეთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.