ძალადობა
ვწუხვარ იმის გამო რომ შენე იძალადეს. მამაკაცი რომელიც გიყვარს, შენზე ძალადობს. ალბათ ზიხარ ახლა, თვალ ჩალურჯებული და ტირი არა იმის გამო რომ გტკივა, იმის გამო რომ შვილი ტირის. ნერვიულობს. განიცდის. დღეს შენს ადგილზე, შენი შვილი დაიძინებს, იმის გამო რომ, ეშინია .. ეშინია რომ, ისევ შემოგივარდება ოთახში მოძალადე ქმარი და დაგიწყებს დაუნდობლად ცემას, სანამ გული არ წაგივა და არ დაეცემი. გათენდება, დაიწყება ახალი დღე, თითქოს არაფერი მომხდარა. ჩაგეხუტება, მოგეფება, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, თითქოს... არ შეულახავს შენი უფლებები.. მიუხედავად იმისა რომ გიყვარს, გრძნობ ზიზღს რომელიც უსაზღვროა. გრძნობ, სილურჯეები როგორ გადადის ხორციდან სულზე. შვილის ნამტირალები თვალები, მუდამ იქნება შენს გონებაში. საყვარელი მამაკაცის სახე, არასდროს დაგავიწყება. სამუდამოდ ჩაიბეჭდა შენს გონებაში. არ მოგასვენებს. იმდენჯერვე მოგიღებს ბოლოს, რამდენჯერაც გაგახსენდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.