შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოიდარებს...


8-07-2017, 19:58
ავტორი NI-NI
ნანახია 1 265

არ მდომებია მაღლა ცის კამარაზე ყოფნა და მოკიაფე ვარსკვლავების ყურება... არ მდომებია მთვარეზე მარტოდმარტო ხეტიალი...
მე...მე მხოლოდ მინდოდა მეცოცხლა.მეცოცხლა მეგობრებისთვის,ახლობლებისთვის და საერთოს ყველა ადამიანისთვის.მინდოდა მათთვის სიყვარული მიმენიჭბინა,სანაცვლოდ? სანაცვლოდ კი მხოლოდ ღიმილი მინდოდა,მათი ბედნიერი ღიმილი,რომელიც სითბოთი და სიყვარულით იქნებოდა სავსე, ღიმილს, ხომ სასწაულის მოხდენა შეუძლია, ის ყოვლის შემძლეა. გულწრფელ ღიმილს შეუძლია გატეხილი გული გაამთელოს, ცრემლი გააქროს და მწუხარება ბედნიერებით შეცვალოს.
ზოგჯერ ღიმილი ათას სიტყვაზე უფრო ძლიერია, ის შიგნით აღწევს და ყველაფერს ცვლის, მინდოდა ეს ბედნიერი ღიმილი თითოეული ადამიანის სახეზე დამენახა და ვფიქრობდი, რომ ეს სულაც არ იყო ძნელი, მაგრამ შევცდი. ეს იმაზე ძნელია ვიდრე ოდესმე ვინმეს წარმოუდგენია. ვუყურებ გაბოროტებულ ხალხს, რომელთაც ერთმანეთისთვის ღიმილი ენანებათ, ვუყურებ და ვფიქრობ: ნუთუ მართალია, ნუთუ შეიძლება ადამიანს სხვისი ბედნიერების შურდეს და არა უხაროდეს? რატომ, ახრჩობთ ბოღმა. ეხლა, მხოლოდ ეხლა ეხლა ვხვდები, რომ ეს ყოველთვის ასე იყო, უბრალოდ მე ვერ ვხედავდი, ან საერთოდ არ მინდოდა, რომ დამენახა... და აი ასე ფერად აფსულდში ვცხოვრობდი ამ შავ-თეთრ სამყაროში.
ვხვდები, როგორ უფერულდება ყველაფერი... ქუჩები, რომლებიც ადრე ყველაზე ლამაზ და მხიარულ ადგილად წარმმომედგინა ეხლა გადათხრილია, გასასვლელი ადგილიც კი არ არის დარჩენილი. ის შენობები კი, რომლებიც ადრე ქალაქს ამშვენებდა, შენობები, რომელთა ყურებაც სიამოვნებას მგვრიდა ჩამონგრეულა. ხალხი, მეგობრები ყველა შეიცვალა, ან იქნებ ეხლა გამოაჩინეს ნამდვილი სახე, სულ მარტო დავრჩი.
მაღლა ავიხედე, იმ იმედით, რომ მზეს დავინახავდი, რომლიც გულში შეაღწევდა და დამამშვიდებდა, მაგრამ მანაც მიღალატა, ეხლა მხოლოდ ნაცრისფერი ღრუბელი დარჩენილა,მზე კი არსად ჩანს. სასოწარკვეთილი იქვე ხის მორზე ვჯდები, ჩემში აზრების,განცდების,ფიქრებისა და გრძნობების კორიანტელია, ვგრძნობ,რომ ჩემი ოცნებები,მიზნები და იმედები თავზე მენგრევა, ამით კი ადამიანები საზრდოობენ,ეხლა ჩემიში გრიგალია,ვერ ვხვდები რა ხდება ,რა მოვიმოქმედო,როგორ მოვიქცე?თვალებს ვხუჭავ და მახსენდება ყალბი ადამიანები ჩემს ირგვლივ და მე ვერაფერს ვამჩნევდი.
მძულხართ!!! ყველანი მძულხართ!!! მძულს ეს სამყარო და ეს ხალხი!!! თქვენ მე ოცნებები დამინგრიეთ, იმედები წავართვით, ჩემში ყველაფერი რაც მამხნევებდა ერთი ხელის მოსმით გაანადგურეთ, ნაცარტუტად აქციეთ , მაგრამ არა ეს არ შეგრჩებათ!!! გაზღვევინებთ!!! უეცრად თვალებს ვახელ და ვბრაზდები, თუმცა ეხლა ვბრაზობ არა ხალხზე, არამედ საკუთარ თავზე. ასეთი რამ აზრად, როგორ მომივიდა, როგორ ვიფიქრე, რომ შური მეძია...
სახეზე წვიმის წვეთების დაცემა ვიგრძენი, ავდექი და ხელები გავშალე, წვიმას ნება მივეცი წაეღო ყოველივე ის რაც გავიფიქრე. განა შურისძიება მეც მათნაირს არ გამხდის?მათ დავემსგავსები.არა,არა ამას არ დავუშვებ!!!გამორიცხულია!!!
ეხლა ვგრძნობ,რომ გულიდან მძიმე ლოდი მოვიშორე და დავმშვიდდი კიდეც.კვლავ მაღლა ავიხედე,აი ჩემი მზეც დაბრუნდა და მისმა სხივებმა კვლავაც შეაღწიეს ჩემს გულში.მზესთნ ერთად ცაზე ცისარტყელაც გამოჩნდა და დამიბრუნა ჩემი ნათელი ფერები.მხოლოდ ეხლა მივხვდი,რომ ჯერ არაფერი დამთვრებულა და თუ ხალხი ასეა შეცვლილი მე მათ კვლავ დავიბრუნებ,თუნდაც მარტო მომიწიოს ბრძოლა.თუმცა არა მე მარტო არ ვარ,მზეც ხომ ჩემთან ერთადაა !!!!



№1  offline წევრი joxadze

ზალიან კარგია
--------------------
ნ.ჯოხაძე

 


№2  offline წევრი NI-NI

joxadze
ზალიან კარგია

მადლობა დიდი

 


№3 სტუმარი l,m not sick

ჩემ ცხოვრებაშიც გამოიდარებს...
მე მჯერა რომ გამოიდარებს!

 


№4  offline წევრი NI-NI

l,m not sick
ჩემ ცხოვრებაშიც გამოიდარებს...
მე მჯერა რომ გამოიდარებს!

რა თქმა უნდა გამოიდარებს აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent