ემოცია, რომელიც ფეთქავს!
ხანდახან დგება მომენტი, როდესაც უბრალოდ გინდა ოთახის კარი ხმაურიანად გაოიჯახუნო და უკან აღარ მიიხედო. ტირილი გინდა... გინდა გასკდე და ცრემლების მოზღვავებას საშველი არ მისცე. სახე სათუთად გისველდება, შენ კი არ გაინტერესებს, თუ რას იფიქრებს სხვა შენზე. ემოციების მოზღვავებას გრძნობ... ყველაფრის, რასაც აქამდე მალავდი. ყველაფერი ერთად გაწვება და უბრალოდ ამდენი ხნის შემდეგ ქანცგამოცლილი, ვეღარ ახერხებ ვერაფრის დამალვას და ცრემლებს გასაქანს აძლევ. რა ცუდია, როდესაც არავის ესმის შენი ან არავინ ცდილობს გაგიგოს... შენ კი მხოლოდ ერთი გახსენდება. იმ მომენტშიც კი ის ერთი გახსენდება და მხოლოდ ერთს ითხოვ. იმას,რომ გვერდში გყავდეს იმ ყველაზე მძიმე მომენტში. საუბარს არ ითხოვ მისგან, უბრალოდ გინდა, რომ ხელები მაგრად მოგხვიოს და ამით უკვე მშვიდდები. იმ მომენტში არავის აზრი გაინტერესებს, არაფრის მოყოლის სურვილი არ გაქვს და სარკეში ჩახედვისას შენს თავსაც ვეღარ ცნობ. ხედავ ადამიანს, რომელოც სავსებით არ გგავს შენ და მხოლოდ ერთ კითხვას სვამ: - ნუთუ აქამდე დაეშვი? ბრძოლა შეწყვიტე, შენი ძლიერი მხარე განზე გაწიე და სადღაც მოისროლე. სარკეში სულ სხვა პიროვნებას ხედავ. ადამიანს, რომელსაც სილამაზე არ გააჩნია. არაფერი გააჩნია იმისთვის,რომ ცალსახად გამოირჩეოდეს სხვისგან, ყველასგან. აწითლდი... ერთიანად ცრემლებში ცურავ და ამ ცრემლებში თავადვე იხრჩობი. სუნთქვა გიჭირს და მხოლოდ ერთი წინადადება გიტრიალებს თავში: ეს მე არ ვარ! ეს მე არ მგავს! და ვყვირი. ვყვირი ბოლო ხმაზე, რომ გაიგოს ყველამ და ამ ტანჯვისგან ძალა გამოცლილი სიკვდილისკენ მიმავალ გზადო ვხედავ მხოლოდ შველას. მაგრამ მჯერა... მჯერა, რომ არ გამიშვებს... დამაკავებს იმ სიტყვებით, რომლის მოსმენაც სულ მინდოდა, ან ერთადერთი სიტყვით, რომელიც მომცემს შესაძლებლობას უკან დავიხიო. მაგრამ არ მაქვს გადარჩენის მიზეზი, რადგან შენც კი არ ჩანხარ, შენც მიმატოვე... ჩემი წარმოსახვიდან გაქრობაც გადაწყვიტე და ზიხარ თბილ სახლში, იღიმი, ბედნიერებისგან თავბრუდახვეული, მე კი ვზივარ ჩაბნელებულ ოთახში, სადაც არავინ მყავს და არავის ვუშვებ შენს გარდა, თუმცა კი ვიცი, რომ არ მოხვალ. საკუთარ უბედურებაში სიკვდილის საშუალებას მაძლევ, მე კი ისიც არ შემიძლია, რომ სიკვდილის წინ შეგეხო, ან შორიდან მოგკრა თვალი. ცარიელ ოთახში ჩემს გარდა არავინ არის... არავინ, ვინც მანუგეშებს, ცრემლებს მომწმენდს და მეტყვის, რომ ხვალ უკეთესი დღე გათენდება. არავინ, ვინც მეტყვის,რომ ღიმილის მიზეზი მაქვს. არავინ, ვინც მეტყვის, რომ მე ვიღაცას ვჭირდები. თვალებს ვხუჭავ და ვხვდები, როგორც ვიხრჩობი. სიზმარი მგონია და დაუყონებლივ თვალების გახელას ვცდილობ. ვცდილობ, მაგრამ ამაოდ. არც ეს ყოფილა სიზმარი და აღარც მე ვყოფილვარ რეალური. უკვე გვიანია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.