შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დავიწყებული


11-07-2017, 23:37
ნანახია 1 377

-სახელი? ჩემი სახელი?... თითქოს ამწუთას მახსოვდა... 2 წუთი, 2წუთიც დამაცადეთ და ახლავე გავიხსენებ... არა, საერთოდ სახელის დავიწყება სად გაგონილა?! ალბათ უბრალოდ თავიდან ამომივარდა... არა, ნუ მიყურებთ ასეთი გაკვირვებული, ახლავე გავიხსენებ, კი, კი, აუცილებლად გავიხსენებ... სახელს როგორ დავივიწყებდი ეს ხომ ჩემია? მხოლოდ ეს ერთადერთი რამ გამაჩნია საკუთარი..., სახელს, მე ხომ მას გონების სკივრში ვინახავდი, ისე მქონდა ჩაკეტილი არმეგონა ოდესმე თუ გაიხსნებოდა და თავიდან ასე ამომივარდებოდა... რათქვით? არა! არა! არ მყავს არავინ ვისაც დაურეკავთ, ან შეიძლება ეგეც დამავიწყდა... ვერ გეტყვით. მაგრამ, არღირს ნუ ინერვიულებთ, დარწმუნებული ვარ ახლავე გავიხსენებ ჩემს ვინაობას, ალბათ შვილებიც მყავს, მეუღლეც, მოსიყვარულე ნათესავებიც... მოიცა! რამდენი წლის ვარ?.. ნუთუ ესეც გონების შავბნელ მხარეს გააიკარგა?... არა, გამიგეთ მე იქით ვერ წავალ, ტყვილია რომ არ მინდა, უბრალოდ მეშინია... რათქვით? რისიუნდა მეშინოდეს? გოგონა, რამდენი წლის ხართ? 20. ოჰ ეს შესანიშნავი ასაკია, მეც ალბათ ვიყავი ამ ასაკისა ოდესღაც, მეც ალბათ ვეტრფოდი სიყვარულს... მეც ლტოლვითა და გრძნობებით, ახალგაზრდობით გაჟღენთილი სამოსი მეცვა... არა გოგონა, ნუ დამიბღვერთ, შეურაწყოფას კი არ გაყენებთ?! არა, უბრალოდ მინდა აგიხსნათ, აი ეს საკინძე გულს რომ გიმშვენებთ საიდანაა?... ოჰ, ახალგაზრდა სატრფომ მოგართვათ?... მშვენიერია, სწორედ თქვენსავით ლაღი, ლოყეფშეფაკლული ვიქნებოდი მეც მაგ ასაკში... უბრალოდ ახლა არ მახსენდება, მაგრამ დამშვიდდით ოდესღაც ხომ მაინც გამახსენდება?... მოგონებები ასე უბრალოდ არ ქრებიან ქვესკნელის პირას, გესმის? შეიძლება უკიდებანო სიმარტოვისგან წამერთვა ისინი, მაგრამ დამიჯერე... მე აუცილებლად გავიხსენებ... მომიტევეთ, ახლა კი ქვესკნელს მივაღწევ ჩემს გონებაში! რაიყო, თვალები შიშით აგევსოთ, ჩემზე აღელდით? არა, აქ კიარა, გონებაში უნდა შევეჭიდო უძირო კლდეს, რომ იქნებ ერთ მოგონებას მაინც გამოვკრა ხელი... იქნებ მხოლოდ პატარა მონაკვეთი მაინც გავიგო... არა გოგონა ნუ შემომეხვევით, თქვენს სათუთ თითებს დაკოჟრილ, დანაუჭებულ სახეზე ნუ ჩამომისმეთ... არმინდა რომ თქვნც, თქვენი მოგონებაც შორს გამიფრინდეს.... არა, არა, ნუ სტირით! თქვენს ზღვისფერ თვალსებს ნუ იწითლებთ ჩემი გულისვის... შორს კი არა... აქვე მივდივარ, ჩემი გონების უსასრულობის მწვერვალებს შორის...



№1  offline მოდერი bla.ell

დამბურძგლა დედას გეფიცები...
მაგარი იყო ძალიან მაგარი...ბრავო შეუდარებელია და ძალიან მომწონს...heart_eyes განსაკუთრებით ბოლოსკენ მომეწონა უზომოდ "რაიყო, თვალები შიშით აგევსოთ, ჩემზე აღელდით?" აი აქიდან რო დაიწყო ჩემი აღელვება ბოლომდე ჟრუანტელი მივლიდა❤❤

 


bla.ell
დამბურძგლა დედას გეფიცები...
მაგარი იყო ძალიან მაგარი...ბრავო შეუდარებელია და ძალიან მომწონს...heart_eyes განსაკუთრებით ბოლოსკენ მომეწონა უზომოდ "რაიყო, თვალები შიშით აგევსოთ, ჩემზე აღელდით?" აი აქიდან რო დაიწყო ჩემი აღელვება ბოლომდე ჟრუანტელი მივლიდა❤❤



მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent