შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლეგენდა


16-07-2017, 21:54
ნანახია 1 635

ამბობდნენ რომ ლიზი ყველაზე ჭკვიანი ადამიანი იყო ჩვენს ქალაქში, მეც მჯეროდა ამის, ისევე როგორც ყველა ჩემნაირ სულელს.
მე შევიყვარე ლიზი, შევიყვარე პიროვნება რომელიც საკუთარი სილამაზის ტყვე იყო, შევიყვარე გოგონა რომელიც საკუთარი მესგან შორს იყო.
ახლა რომ ვფიქრობ ვხვდები, მე თავად ის კი არა მისი ლეგენდა შევიყვარე, მიყვარდა ძლიერ... ძალიან ძლიერ, თავდავიწყებით და ხანდახან ამ სიყვარულში ვიკარგებოდი, ვიცოდი რომ ლიზის ყველაზე ჭკვიან და ლამაზ გოგოს ვერ მივიღებდი და ეს უფრო მიყვარდა, მიყვარდა სიზმრები მასზე, მიყვარდა იმის ცოდნა რომ ჩემი სიყვარული უპასუხო იყო და თქვენ წარმოიდგინეთ მიყვარდა დრო როდესაც ვხედავდი როგორ ეხვეოდა სხვას, როგორ ჩუქნიდა სიცილს... მის შესანიშნავ სიცილს.
როდესაც ლიზიმ ჩემი შემჩნევა დაიწყო ვხვდებოდი რომ სიყვარული ქრებოდა, ნელ-ნელა უკან იხევდა, ისევე როგორც ზღვის ტალღები შტორმის შემდეგ... როდესაც ლიზი სიყვარულში გამომიტყდა აღარ მიყვარდა მე იგი და საბოლოოდ ღამით თავი რომ მომიძღვნა მეზიზღებოდა ის.
მეზიზღებოდა ისევე ძლიერად როგორც ოდეზღაც მიყვარდა...
ლიზი ახლა ჩემი ზიზღის ტყვე იყო...
ლიზის არ ვუყვარდი, მას თავისი ლეგენდა არ უყვარდა, მას არავინ უყვარდა...
ლიზი ჩემთან იყო... ჩემთან მხლოდ ხალხის გამო იყო. ლიზის სურდა მისი ლეგენდის დამსხვრევა მე კი მისი დამსხვრევა და განადგურება მეწადა...
მე ლიზი მიყვარდა, მიყვარდა მგზნებარედ და ძლიერად და იგი მძულდა იმავე სიყვარულით...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent