შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარდისფერი სათვალე


21-07-2017, 23:21
ავტორი VIKTA
ნანახია 2 275

ვიბადებით და პირველივე წამს როგორც კი ახალ სამყაროს შევეგებებით ვარდისფერ სათვალეებს გვარგებენ,რომ მანამ მაინც დავინახოთ ცხოვრება ლამაზ ფერებში, სანამ ვისწავლით სათვალეების მოხსნას...
იზრდები, ვითარდები და თითქოს გარშემო ეს მტკივნეული ნაცრისფერი ტონალობაც შენთან ერთად იზრდება,ნელ-ნელა გეხვევა გარშემო და ლამაზ ფერებს გიჩრდილავს, შენც ხვდები,რომ ყველაფერი ლამაზი არ არის, იაზრებ რომ არ ცხოვრობ იქ სადაც სასწაულები ხდება...
თუმცა არც ეს კმარა, ნაცრისფერი ბურუსი შემდგომ კვამლს წარმოქმნის, ახლა ის გეხვევა გარშემო და ნელ-ნელა,მტკივნეულად შენს ყველა უჯრედს ედება,სხეულის ყველა წერტილში აღწევს
და შენ სუნთქვა გიჭირს
და შენ გტკივა
იმიტომ რომ იცი,აღარაფერი იქნება კარგად
იმიტომ რომ რაც უფრო იზრდები, ხვდები რომ სიყვარული არ არის მარადიული
იმიტომ რომ ხვდები, რომ ამ დაწყევლილ სამყაროში ბედნიერება ცოტას თუ ხვდა წილად
ხვდები,რომ არ გაქვს უფლება ბავშვი იყო,ხვდები რომ შენი მოვალეობაა ყველაფერს დიდის თვალით უყურო,თორემ სხვანაირად ვერ გადარჩები, რადგან ცხოვრება არგექცევა ისე როგორც ბავშვს... შენ აღარ გეშინია საწოლის ქვეშ არსებული მონსტრების და კარადის გვერზე მდგარი მოჩვენებების
რადგან უკვე იცი რას ნიშნავს ნამდვილი შიში
შიში მომავლის...რომელიც იმდენად ბნელია, რომ შენს ისედაც დასუსტებულ სხეულს კიდევ უფრო აპატარავებს
რატომ მე? - ამ კითხვას მილიონჯერ სვამ, მაგრამ პასუხი არ ისმის
რატომ მტკივა ასე ძალიან? -არც ამ კითხვაზეა პასუხი
რა იქნება? რა მელის? როგორ გადავრჩე? - და ასე განუწყვეტლივ უმეორებ საკუთარ თავს ამ შეკითხვებს
იქნებ ვინმემ გაიგონოს შენი ჩუმი ჩურჩული და გაგცეს პასუხი
იქნებ ვინმემ დაგინახოს როგორ გტკივა და შეგიფაროს
იქნებ ვინმემ იგრძნოს შენი ტკივილი და ისევ მოგაწოდოს ვარფისფერი სათვალეები,რომ ცოტა ხნით კიდევ დაინახო ცისფერი ცა
რომ ისევ გაგიხარდეს წითელი მწველი მზის ამოსვლა
კიდევ რომ გაგიხარდეს ახალი დღე,ისევ რომ მოინდომო სუნთქვა
თუნდაც სულ ცოტა ხნით
სულ ც ო ტ ა
სულ 2 წუთით მაინც გათხოვოს ვინმემ ვარდისფერი სათვალე
რომ ისევ მოიკრიბო ძალა მის გარეშე ნაცრისფერ, უსამართლო სამყაროში გასაძლებად...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent