შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

only 5 days...


22-07-2017, 04:11
ავტორი chex
ნანახია 1 431

და ახლა როცა მე ყველა გვერდით მყავს, შეიძლება ითქვას რომ კიდევ გავგიჟდი. წინ მხოლოდ ალკოჰოლი მიდგას ან სულაც სიგარეტი რომელიც ისევ ნაკლად მიმაჩნია. არ მინდა მქონდეს დამოკიდებულება რაიმეს მიმართ ცხოვრებაში, მაგრამ ალბათ, ისევ ისეთი იდიოტი ვარ და ჩემი გამოსწორება შეუძლებელზე შეუძლებელია. შემიძლია მივეჩვიო ყოველივეს მარტივად. მაგალითად ახალ სამსახურს, ალკოჰოლს, სიგარეტს, ახალ მეგობრებს. ამჯერად მე ბიჭს მივეჩვიე. სასაცილოა არაა?! სულ რაღაც 5დღე. სხვა არც არაფერი ყოფილა მის გარდა ამ ხუთი დღის განმავლობაში ჩემს მეხსიერებაში, გარდა იმ ფიქრის თუ როდის მოვიდოდა საღამო რომ მიმეწერა და ისევ გვეფიქრა ადგილზე, სადაც სიჩუმის დამრღვევი ბოლო მაინც ჩემი უტაქტო სიცილი იქნებოდა.ყოველი კოცნის თუ ჩახუტების შემდეგ მისი მზერა მაფიქრებდა და შორს მივყავდი. მზერა რომელიც მეუბნებოდა საყვარელო მე მინდა შენთან მაგრამ არ შემიძლია. კი მაგრამ რატომ რატომ?! ეს კითხვა თვალწინ მედგა ყოველი მისი გამოხედვის ჩაღრმავებისას. არ მინდა დავიჯერო რომ სულ რაღაც ხუთი დღე იყო საჭირო ამ დონემდე მივსულიყავი და ახლა გამთენიისას მეწკმუტუნა ან სულაც საპირფარეშოში გასვლა მომემიზეზებინა სიგარეტის მოსაწევად. უკვე სიგიჟის პირას ვარ ვხვდები. სახლში შემოსვლისას უკან ვიყურებოდი იქნებ სადმე იდგესთქო.
მე მინდა ახლა უბრალოდ გავხედო და ვუთხრა რომ ის მართალი იყო. მან შეძლო და თავგზა ამირია სულ რამდენიმე დღეში. ვფიქრობ ვატრიალებ მეხსიერებაში თითოეულ წამს და არვიცი... უბრალოდ ცრემლებს ვერ ვიკავებ. მე მას დავპირდი რომ არც მეწყინებოდა და არც მეტკინებოდა მისი წასვლა. ამაყად გამოვბრუნდი ბოლოს. თუმცა ვის ვატყუებ?! მხოლოდ საკუთარ თავს ალბათ. ახლაც მგონია რომ ხელებზე მისი სუნი მაქვს აყოლილი. როცა თმაზე ვეთამაშებოდი მისი განსაკუთრებულობის შეგრძნებისას მისი სურნელი მყვებოდა... არვიცი რამ ამრია. არც ის ვიცოდი დამეწერა თუ არა რამე და იქნებ თქვენ მაინც გამცეთ პასუხი მკითხველო რა ჯანდაბა მემართება?! დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც სიყვარულზე, აუხსნელ გრძნობებზე არ დამიწერია. საერთოდ რაც აღარ დამიწერია. ისე გავიდა დრო ჩემი ბოლო ნაშრომების შექმნისგან რომ ვერც მოვედი აზრზე. ძალიან საწყალი ვჩანვარ ვითხოვ შველას ... და ვისგან ეს თავადაც არვიცი...
მალე 18 წელი შემისრულდება და ვხვდები არაფერი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ღირებული. მას იცით რატომ მოვეწონე?! რადგან ამერია გონება და ყველა ჩემი წარსულის ნაკვალევი მოვუყევი. მოვუყევი როგორ მეტანჯებოდა სული. ის არ დარჩენილა გაოგნებული ჩემი უბედურებით. უბრალოდ შემომხედა და მითხრა ბევრი გამოგივლია პატარავ. მაგრამ იყო რაღაც რისი ახსნაც ვერ შევძელი. როცა პირველი კოცნის შიშისგან თავგზა არეულმა ვერ მოვუყევი ჩემი ისტორია.
უაზროდ ვიწექი და ვეთამაშებოდი ჭერში ეშმაკებს. ვფიქრობდი რა დამელია რომ უკეთესად ვყოფილიყავი და უეცრად შეტყობინება:
-აუცილებლად უნდა გნახო.
-არგნახავ არ მინდა.
და რამდენიმე წუთში მომდის მესიჯი კვლავ...
-ხაჭო რომელი წამოგიღო...
ამის გაგონებაზე ხმამაღლა გადავიხათხათე. ვიფიქრე ეს დარტყმული ხომ არ არისთქო რადგან ბიჭის ნახვა ეს იგივე იყო რაც საკუთარ გრძნობებთან გამკლავების წყურვილი. მაშინ როცა არ გინდა რომ რაიმე წარსულს ჩააბარო, მაგრამ სხვა გზას ცხოოვრება იცი რომ არ დაგიტოვებს...პირველი ნახვის რიდი სულ სხვა თემა იყო. მეორე ნახვისას კი ერთად შევიგრძენით ქალაქის მაღლიდან ყურების ხიბლი. ერთად შევიგრძენით მოტიტვლებული ცის ქვეშ წოლა და ყურება. ეს ხომ გასაოცარი იყო. მაშინ მივხვდი ზუსტად თუ როგორ უცემდა გული ჩემი ერთი შეხებისასაც კი. ღიმილი... ბოლო ხმაზე მაშინაც ვიხითხითე როცა თმიდან ფოთლებს მაცლიდა. ხელს არ მიშვებდა არცერთი ნახვის დროს. ხელჩაკიდებულები დავდიოდით ქალაქის ქუჩებში. სულ რამდენიმე დღე მერე კი ნელნელა მას მოვბეზრდი. ვერ მივხვდი რას ითხოვდა ჩემგან. ის ალბათ არ იყო ბიჭი რომლისთვისაც ყოველი დღის დაწყება ჩემთან იქნებოდა დაკავშირებული, ალბათ არ იყო ის ბიჭი რომელსაც შეეძლო მოესმინა ყოველ საღამოს ჩემი ბოლოხმაზე უაზრო ხითხითი...
დღეს გაღვიძებისთანავე ვერ გავაცნობიერე სად ვიწექი ან საერთოდ ვინ ვიყავი. მეტროს ხმამ კი საბოლოოდ გამომაღვიძა როცა შევამჩნიე რომ ბაქანზე ვიდექი მზის სათვალით. გვერდით გავიხედე და დავინახე წყვილი. ხელი ისე მაგრად ჩაეკიდათ ერთმანეთისთვის... და მაინც სულ ხუთი დღე იყო საჭირო იმისთვის რომ მეც შემეგრძნო თუნდაც რამდენიმე დღიანი ურთიერთობა და მივეყვანე იმ აზრამდე რომ მე ის მჭირდება...



№1 სტუმარი Sana

მომეწონა, ძალიან ემოციური იყო და თან რაღაც ჩემეულიც.

 


№2  offline წევრი chex

Sana
მომეწონა, ძალიან ემოციური იყო და თან რაღაც ჩემეულიც.

სამწუხაროდ მხოლოდ ის არის რომ ამჯერად ნამდვილ ისტორიაზე დაფუძნებული იყო. ნამდვილ ცრემლებზე ვსაუბრობდი და ნამდვილ ტკივილზე

 


№3 სტუმარი Sana

chex
Sana
მომეწონა, ძალიან ემოციური იყო და თან რაღაც ჩემეულიც.

სამწუხაროდ მხოლოდ ის არის რომ ამჯერად ნამდვილ ისტორიაზე დაფუძნებული იყო. ნამდვილ ცრემლებზე ვსაუბრობდი და ნამდვილ ტკივილზე

მივხვდი და სწორედ მაგიტომ ვთქვი არის რაღაც ჩემეულიცთქო რეალურს ყოველთვის ეტყობა სინამდვილე და უფრო მეტად აღწევს გულამდე. ამბობენ ცრემლებს ღიმილიც თან სდევსო და იმედია, შენს შემთხვევაშიც ასე იქნება.

 


№4  offline წევრი chex

იმედია ასე იქნება და სწორედ სადაცაა 18 ის შევსრულდები სულ ერთი დღეც. და როგორც ჩვენმა საერთო მასწავლებელმა დღეს მითხრა: ოდესმე ისევ შეხვდებით და გაიღიმებთ ამ ყოველივეზეო. იმედია სწორედ ასე იქნება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent