შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კანონი (ანუ სამართლიანი უსამართლობა).


29-07-2017, 14:20
ავტორი MindBlow
ნანახია 1 218

ცხოველი; ფრინველი; ბუნება; კანონზომიერება; კანონი - ადამიანი... - კანონმორჩილი ადამიანი. - ეს ცნებები უკვე, ვინ მოთვლის, რამდენი საუკუნეა, ერთად ცხოვრიბენ, არსებობენ... მათ შორის საუკუნოვან ჭიდილს არაერთხელ ადამიანი უფსკრულის პირამდე მიუყვანია. ბევრჯერ გადავჩეხილვართ ამ უფსკრულში, მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა სულ გვიპოვნია. უკან დასაბრუნებელი-თქო..! იქნებ წინ წასვლა ჯობდა... მაგრამ - არა, წინ არასოდეს არაფერი ყოფილა, მხოლოდ ქაოსი და სიცარიელე. ერთხელაც ამ რეალობებთან ჭიდილი ბოლოს მოუღებს ადამიანს, მაგრამ - როდის?! - ვინ იცის..?!
კანონს ღმერთი ქმინდა, სანამ ადამიანი თვითონვე მოახერხებდა იმის გაანალიზებას, რომ თვითონ "უკეთესი" კანონმდებელი იქნებოდა თავის თავისთვის: თვითონ არის ღმერთი იმ "უსასრულობისა", სადაც ცხოვრობს - დედამიწის ღმერთი.
კანონმა რა გზა განვლო მის "უზენაესობამდე", ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს... დღეს ის ყველაზე დრომორჭმული, სანდო და გამოცდილი მექანიზმია, ადამიანთა სამართავად, ისევ ადამიანების მიერ. - "ადამიანი მართავს ადამიანს და არა ღმერთი." - აი, ჩვენი კანონის უზენაესობის ჭეშმარიტი სახეც, ფუნქციაც და მიზანიც.
მაგრამ მაინც არსებობს "კარგი" და "ცუდი". "კარგ" ქვეყნებში ადამიანს უსამართლობისგან სამართალი - იგივე კანონებისა და დამკვიდრებული შეხედულებების/წესების ერთობლიობა - იცავს.
ხოლო რაც შეეხება "ცუდ" ქვეყანას, იქ პიროვნებას საკუთარი თავის დაცვა თავადვე უწევს, ოღონდ არა უსმართლობისგან, არამედ - კანონისგან.
ამ "ჭეშმარიტებათა" ჭიდილში, კაცობრიობა კიდევ ბერ საუკუნეს მოთვლის, მანამ, სანამ მთელი ეს მეთოდიკა არ განადგურდება და სისტემა არ დაინგრევა, და მისი ნარჩენებისგან რაიმე ახალს, უფრო ახლოს მდგომს არ მივიღებთ ჭეშმარიტებასთან. მაგრამ იქნებ პირიქითაც მოხდეს - რეგრესი განვიცადოთ და მგლური კანონებით ცხოვრებას დავუბრუნდეთ... ან სულავ პარაზიტულ წეს-წყობილებას... არავინ იცის...
უმეცარ ადამიანს არ უყვარს კანონი და მისი უპირობოდ დარღვევა ურჩევნია - ეს ცხოველური ინსტიქტია, რომელიც ადამიანს საბოლოოდ ცხოველადვე აქცევს. ნორმალურ ადამიანს არ მოსწონს მხოლოდ კონკრეტული წესები და კანონები და მხოლოდ მათ არღვევს.
მხოლოდ გონიერი იწყებს ბრძოლას იმ კანონის გაუქმებისთვის, რომელიც არ მოსწონს და უსამართლოდ თვლის, ნაცვლად იმის, რომ დაარღვიოს იგი. მხოლოდ გონიერი ადამიანი - ჰომოსაპიენსი - იბრძოლებს ცვლილებებისთვის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent