შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა უნდოდა ტაროსის გველს ოდინის შუბზე


30-07-2017, 02:09
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 443

- ავე კენტურიონ მარკუსს
- ავე მე ტალიუს, მითხარი, გულდასმით შეასრულე, რაც გიბრძანე?
- დიახ. განა ურჩობას გავბედავდი?! გულდასმით დავზვერე შემოგარენი, ახლომახლო მტერი არსად ჩანს. ან კი ვინ გაუბედავდა შებმას ჩვენი კეისაროსისა და სარდლის მრისხანე არმიას, მტერი თითქოს არც არსებულა ისეთი სიმშვიდეა ირგვლივ. - მეცხრე რომაული ლეგიონის რიგითი ქვეითი მხედრულად გამოეჭიმა კანტურიონს და ელოდა რას უბრძანებდა იგი. მარკუსი ჩაფიქრდა, ეჭვიანად მოათვარიელა გარემო. საშიში კი ერთი შეხედვით მართლაც არაფერი ჩანდა. მაისის თბილი დღე იყო. უცნობ ტყეში საოცარ ჰარმონიას არაფერი არღვევდა რომაული მარშის გარდა. ჩიტები გაბმით ჟღურტულებდნენ. აქა იქ ჯარი გარეული ტახის, დათვის და ირმის კვალს აწყდებოდა.
- აშკარაა, ტყეში ბევრი ნადირი უნდა იყოს. ისევ არაფერი, მაგრამ ერთიც ვნახოთ ეს ტყე უკანასკნელი სამყოფელი აღმოჩნდეს ჩვენთვის. ბარბაროსები ხომ ცნობილნი არიან მზაკვრობით, თანაც ამბობენ, რომ მათ მაგები ეხმარებიან ოო, დიადო ღმერთებო, დაგვიფარეთ ყოველი განსაცდელისაგან.
- ტალიუს, ოცდამეათე ცხენოსანთა კოჰორტის მეთაურს უხმეთ. გუშაგები შეცვალონ. ყურადღება არ მოადუნოთ. მტერი შეიძლება ახლოს იყოს სადმე ჩასაფრებული.
- კენტურიონო, ჯარისკაცები დაიღალნენ. ჯარს დასვენება სჭირდება, თანაც ახლომახლო არავინაა..
- გეშინოდეს იმის, რაც არ ჩანს, ტალიუს! ახლა კი შეასრულე რაც გიბრძანე. ადგილს შევარჩევთ და დავბანაკდებით.
- დიდება იმპერატორს - გულზე მუშტი მიიდო და დაიჩოქა
- დიდება და დღეგრძელობა ჩვენს სახელოვან ავგუსტუსს - მიესალმა კენტურიონიც. ტალიუსი ბრძანების ასასრულებლად წავიდა. მარკუსმა კი ფიქრი განაგრძო. ამ ლაშქრობას რომ დაასრულებს, რომში ტრიუმფით შევა. მის სარდალს დააწინაურებენ და თავადაც წინ წაიწევს. აგერ უკვე ცამეტი წელია ერთგულად ემსახურება კეისაროსს.
ამბობენ, ის და ავგუსტუსი თანამებრძოლები არიანო, იმპერატორი აფასებს მის სიტყვას და წყალობის თვალით უყურებს. იქნებ მასზე დაქორწინებაც..
- კეისაროსი მობრძანდება! მეცხრე ლეგიონო, ღირსეული სალამი ჩვენს მამაც სარდალს! ავე პილატეს!
-ავე, ავე - ლეგიონერების გუგუნმა დაფარა ყველაფერი. კენტურიონმა მოხედვაც ვერ მოასწრო რომ მას პილატე მიუახლოვდა. სამი ნაბიჯით წინ წასწია ცხენი და მარკუსი მიიხმო
-ავე კეისაროსს! - ძალაუნებურად გასწორდა. ყოველთვის ღელავდა მასთან საუბრისას. ოფლმა დაუცვარა შუბლი.
მკაცრი, ჯარისკაცული, თუმცა სრულიად მშვიდი მზერა ორიოდ წუთს ამოწმებდა, შემდეგ სახეს ღიმილი მოეფინა, პილატემ გაუღიმა კენტურიონს და
- მტერი ხომ არსად სჩანს, მარკუს?!
- არა, ბატონო. მზვერავი ახლახანს დაბრუნდა, არავინაა. ახლა ცხენოსანთა რაზმს გავგზავნი. თან დასაბანაკებელ ადგილს დავაძებნინებ, არ მომწომს ეს ტყე და სრული სიჩუმე.
- სიჩუმე ცუდი როდია, როცა მზაკვრობის საფარველი არაა. ყურადღება არ მოადუნოთ. მტერი ახლოსაა. ვგრძნობ
ცხენი მიაბრუნა და კარვისკენ გაემართა, მოხდენილი სალმის შემდეგ. სალამი დააბრუნა და ჯარის გუგუნმა ისევ გააყრუა იქაურობა. ახლაღა შეამჩნია, ცხენოსანთა ოცდამეათე კოჰორტის უფროსი, ორი ნაბიჯით უკან რომ მოსდევდა ცხენით. ხელი დაუქნია და თავისთან მიიხმო. მალე, ოცი ცხენოსანი წინ გაიჭრა და სიმწვანეში ჩაინთქა...

***
აი ეს ადგილია, კენტურიონო- და მსტოვრებმა ტყეში მდებარე მცირე ჭალა დაანახვა. თითქმის მართკუთხა ფორმის, მწვანე ჭალა არაფრით იქცევდა ყურადღებას, რომ უცაბედად, მახვილ თვალს რაღაც არ შეენიშნა. ხელი მოიჩრდილა და ჯარს შეჩერების ნიშანი მისცა.
ჭალაკთან ადამიანის ფიგურა ჩანდა. კენტურიონი შეშფოთდა. კარვიდან პილატე გამოსულიყო და მისკენ მოდიოდა ტაატით. იქ ვიღაც იყო. მსტოვრები შეშფოთებით იყურებოდნენ აქეთ იქით. ვერაფერ საეჭვოს ვერ ხედავდა მათი თვალი. კეისაროსი მოვიდა და
- რა ხდება? რატომ გავჩერდით?!
- აგერ იქ, ვგონებ ვიღაც იმალება. ვშიშობ, მტერი არ იყოს
- თუ მტერია, ცუდად დამალულა. თუმცა.. მეცხრე ლეგიონო, საბრძოლო მზადყოფნა. ცხენოსნებო, მომყევით! წინ, იმპერატორისა და რომისათვის! - ხმალამოღებულნი მიიჭრნენ "საშიშ" ადგილას და ნანახზე გაეცინათ. ვაკობზე უცნაურად მორთული უცხო მეომრის ქანდაკება იყო აღმართული. მეომარს ფრთიანი უცხო მუზარადი ამკობდა, ასეთივე აბჯარი ემოსა, ცალ თვალზე კი რაღაც ჰქონდა ახვეული. ხელში რომაული შუბი, პილუმი ეპყრა. ძეგლზე წარწერა იყო ლათინურად.
"ოდინი. სამყაროს მბრძანებელი, მეხის მამა. ყოველთა მეუფე..."
"მომკლავენ ისინი, ვისზე ზრუნვაშიც დავთმე ჩემი სიცოცხლე..."
ლუკულუსი
წარწერა ოდინის შუბზე. პილატე ჩაფიქრდა. უკან მიტრიალდა და დაბანაკების ბრძანება გასცა. მარკუსი შუბს წაეტანა. ტარზე წითელი შავკოპლიანი რაღაც დახვეულიყო.
- წყეული ქვეწარმავლები - ლითონმა ელვისებურად ასხიპა ამაზრზენი სიცივე და ოდინის შუბის საბედისწერო ოდისეაც დაიწყო. არავინ იყო. გაბრუნდნენ. ეგ იყო მხოლოდ, სახვევიდან ცრემლისმაგვარი ჩამოიღვენთა ქვის სახეზე. ცალი თვალი მუდარით გაჰყურებდა მიმავალ მეცხრე ლეგიონს. ოდინი წუხდა...
***
და სახლობდა ედემში ტაროს, გველი გულთმისანი, წითელი იყო მისი სხეული, ძოწისფერი სისხლივით წითელი.
მარტო იჯდა ევა ედემის ბაღში სიკეთისა და ბოროტების ხის წინ. მიეახლა მრავლის მცოდნე იგი და "აცდუნა ენითა ტკბილითა" და შეჭამა ევამ აკრძალული ხის ნაყოფი, შემდეგ კი ადამსაც აჭამა....
... და დასწყევლა ღმერთმა ქვეწარმავალი და უბრძანა ხოხვა დედამიწაზე და წაჰკიდა ადამიანთა მოდგმა. შავი ლაქები დააჩნდა ტაროსის სხეულს და გამოდევნილ იქნა იგი სამოთხიდან დამცრობილი და დამდაბლებული. მიწაში დაიდო ბინა და ამოდიოდა მხოლოდ ღამით, რათა ეშინოდა ადამიანითა მოდგმის...
***
იერუშალაიმი.
ქრისტეს დაბადებიდან ოცდამეცამეტე წელი
გოლგოთა.
- მისი გადარჩენა შეუძლებელია, მარკუს -გონებაში იმეორებდა პროკურატორის სიტყვებს - როგორ შეიძლება გადაარჩინო ის, ვისაც სიკვდილი სურს?! ვერც ერთი სიტყვა, ვერც ერთი სიტყვა ვერ ვათქმევინე თავის დასაცავად. გული მიწუხს. ვიცი, მე ვწირავ უდანაშაულო ადამიანს და ღმერთები არიან მოწმე, ყველაფერს გავაკეთებდი, ოღონდ სიკვდილით დასჯა ასცდენოდა, მაგრამ ის განწირულია. ვეღარაფერი უშველის?! სიმართლეა თუ არა რომ ის მესიაა?! სამი წელია ამ სიცხისგან აყროლებულ პროვინციაში ვლპები. სამი წელია ათი ათასი კაცით ასიათასებს ვაკავებ. რომაული ლეგიონები გზაში არიან. ჩვენი იმპერატორი შურს იძიებს ყველა იმ უდანაშაულო ადამიანის სახელით, ვინც მათმა ფანატიზმმა შეიწირა. ახლა კი უნდა მოვითმინოთ. ჩვენ უძალონი ვართ. მისი კი არა ამჟამად საკუთარი თავის დაცვაც კი არ შეგვიძლია. მე ვიხსენი ათი ათასი რომაელი სიცოცხლე. ოო ღმერთებო, ოღონდ კი სამარადისო წყევლად არ მექცეოდეს ჩემი სილაჩრე. მე რომ ათი წლით ახალგაზრდა ვყოფილიყავი... ახლა ვერაფერს შევცვლი. ის მოკვდება. ჩვენი ხელით. ჩვენ გამო. ისეთივე მეამბოხე, როგორიც მე და შენ. ესაა სიმართლე. აღასრულე მისი უკანასკნელი ნება. დარწმუნდი რომ აუცილებლად მოკვდება. აკი მას სიკვდილი სურს.. არ ვიცი რატომ მგონია რომ ასეა საჭირო, მაგრამ.. ვეთანხმები. იმ შუბით, მაშინ რომ ვიპოვეთ ტყეში. ვენერა იყოს შენი მფარველი. ყველას გვფარავდეს ვენერა!
პარასკევი. ჯერ არ გაწითლებულა. ლეგიონერებს გზა გაუთავისუფლებიათ. მოჰყავთ. კენტურიონი ხელით ანიშნებს და ჯვარს აცვეს სამი. ორი ავაზაკი თოკით და იეშუა ზურსმნით. ასეთი იყო მღვდელმთავართა ნება. ლოცულობდა. ძმარი.. ბუზები.. მზე.. ტირილი.. ხორხოცი.. ბრბო..
უეცრად გრგვინვა გაისმა ციდან.
ამინდი აირია.
არა ისე, როგორც სჩვეოდა იერუშალაიმს, არა, მოვიდა ქარი და გამეფდა ქაოსი. მიწა იძრა. წყვდიადი აღიმართა ცის ტატნობზე.
გარბოდნენ.
დარწმუნდი მარკუს..
აღასრულე..
მას ხომ..
სიმართლე...
შუბი აძგერა ფერდში. წმინდა სისხლი შემოეხვია შუბს...
აღსრულდა.. იყოს ნება შენი..
ცხენი მიატრიალა და ქალაქისკენ გაჰქუსლა..
ქვიშანარევ წყვდიადში ინთქმებოდა გოლგოთა..
ტიროდა სავარძელში ჩამხობილი ქანდაკი რომის პროკურატორისა...
უკანასკნელი ცრემლი მოსწყდა ოდინის თვალებს..

"მომკლავენ ისინი, ვისზე ზრუნვაშიც დავთმე ჩემი სიცოცხლე..."
ლუკულუსი



№1  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

"ამ ბრძოლას ოდინს ვუძღვნი"... ძალიან ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა! მითუმეტეს, დროსა და სივრცეში არეულ რომანს ვწერ მეც. მიყვარს ოდინი, მიყვარს ადამისა და ევას ედემიდან გამოძევება, მიყვარს ყველაფერი ანტიკური, ლეგენდად დამარხული და რელობას გატოლებული. კომენტარებს იშვიათად ვწერ, უფრო სწორედ, თითქმის არ ვწერ, მაგრამ გულმა ვერ გაუძლო. ყოჩაღ <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ენ ჯეინი
"ამ ბრძოლას ოდინს ვუძღვნი"... ძალიან ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა! მითუმეტეს, დროსა და სივრცეში არეულ რომანს ვწერ მეც. მიყვარს ოდინი, მიყვარს ადამისა და ევას ედემიდან გამოძევება, მიყვარს ყველაფერი ანტიკური, ლეგენდად დამარხული და რელობას გატოლებული. კომენტარებს იშვიათად ვწერ, უფრო სწორედ, თითქმის არ ვწერ, მაგრამ გულმა ვერ გაუძლო. ყოჩაღ <3


ძალიან დიდი მადლობა, ნამდვილად დიდი პატივია ჩემთვის შენი კომენტარის ხილვა blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent