შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მინდა გავქრე


31-07-2017, 18:01
ავტორი joxadze
ნანახია 2 222

როგორ მინდა გავქრე, უბრალოდ პირდაპირი გაგებით ერთხელ და სამუდამოდ გავქრე, ისე თითქოს არც ოდესმე მიარსებია, თითქოსდა წამითაც კი არ ვყოფილვარ ამ საზიზღარი ადამიანების ბრბოში, მიჭირს ადამიანები ვუწოდო , რაღაც არაბუნებრივი ცხოველები არიან, მხოლოდ საკუთარ თავზე რომ ფიქრობენ, იმდენად გულის ამრევია ყოველივე, იმდენად მომაბეზრებელი, რომ მინდა გავქრე, არმსურს მათნაირობა, მე უბრალოდ მინდა მოვშორდე სივრცეს სადაც "ძალით ადამიანები" ცხოვრობენ. თავისუფლება მინდა, დავიღალე, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯს ვიღაც "ფეისბუქს ის ჭორიკნები" მიკონტროლებენ , ოღონდაც რაიმე ნაკლი მიპოვონ და შემდეგ ყოველივე საჯაროდ წარადგინონ. რისთვის? მხოლოდ იმიტომ რომ დატკბნენ იმის ყურებით თუ როგორ ლანძღავენ ვიღაცას... და ეს ამაზრზენი საზოგადოება, ეს გულის ამრევი ადამიანები მხოლოდ იმისთვის არსებობენ, რომ ყველაფერი მოგვაბეზრონ, საკუთარ ცხოვრებაზე რომ ვერ მიუხედიათ და სხვისაში ოღონდაც ჩაახედე ყველაფერს ამოქექავენ თავისი დიდრონი ცხვირებით... იქნებ აჯობოს ადამიანს რომელსაც რაღაც ტკივა, გაუგო და არა დაუმატო ზემოდან. იქნებ ასე უკეთესიაა, სიყვარული ესაა და არა ფოტოებზე "ძალით კომენტარები"... ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გეტყვით - "მეზიზღებით ყველა", თქვენთვის დამითმია ეს დამპალი სამყაროც, დღეიდან მე ჩემი მყუდრო ოთახი მაქვს, მცირე მაგრამ თბილი, სადაც მხოლოდ მე ვარ, არმიწევს შევინიღბო იმისთვის, რომ ვიღაცას ვუყვარდე. მე შემიძლია მთელი დღე ვიჯდე ჩემს პატარა სამაყროში, ვსაუბრობდე ჩემს ტკივილზეც და სიხარულზეც, შეიძლება არავინ დამამშვიდებს, მაგრამ არც არავინ მომიშორებს თავიდან, ხომ გაგიგიათ კედელსაც ყურები აქვსო? ჰოდა მათ მოვუყვები, "ადამიანებისგან" განსხვავებით ისინი მომისმენენ მაინც...



№1 სტუმარი სტუმარი უსახელო

როგორ მინდა მეც გავქრე ამ დამპალი უიმედო სამყაროსა სადაც ახლობლებიც კი გტეხავენ სულიერად როგორ დავიღალე ვუსმინო მათ ვისაც ჩემი მოსმენა არც კი უნდა მაგრამ მთელი ძალით გიყვირიან რომ რამე უთხრა თუმცა რისი თქმაც გინდა შენ იმის თქმა არ შეგიძლია რადგან ვერავინ გაიგებს მაშინაც კი თუ მთელი ძალით დაიწყებ ღრიალს რომ დაიღალე ,დაიღალე არა ცხოვრებით არამედ მათი საუბრით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent