შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

10 ფაზა.


15-08-2017, 14:27
ავტორი Steppenwolf
ნანახია 1 352

"სიკვდილის პროცესში ადამიანი 10 ეტაპს განიცდის.
ეს ეტაპი ეხება ყველა იმ, საშინელ სენს, რომელიც სწრაფად და მტკინვეულად კლავს.
სიკვდილი შესაძლოა საერთოდ არ იყოს ფიზიკური!
1. შენ იგებ ამის შესახებ და იცინი. იქცევი ისე, თითქოს საკუთარი თავი ფეხებზე გკიდია და მოგწონს კიდევაც ეს მდგომარეობა.
2. უკვე შენი განერვიულებული ახლობლების ნერვებზე თამაშობ და ამბობ, რომ ამით არაფერი რჩება, შესაძლოა იქ, სადღაც უკეთესიც კია.
3. მომენტალურად ფიქრდები და აანალიზებ მომხდარს. პატარა შოკსაც კი განიცდი.გიჩნდება სურვილი აკეთო ისეთი რაღაცეები რასაც აქამდე არ სჩადიოდი.
4. მეოთხე ფაზაში უკვე იწყებ სიგარის მოწევას, გართობას, ზრუნვას, პატიების თხოვნას...
5. შენი ახლობლების მდგონარეობაში შედიხარ და ოჯახის წევრებს აჯერებ, რომ ამ ბრძოლას მოიგებ, თუმცა გულის სიღრმეში იცი, რომ ომს აგებ.
6. მეექვსი ფაზაში თითქოს ეჩვევი მდგომარეობას ხან იცინი, ხან ტირი, მერე ისევ იცინი, მერე ისევ ტირი...
7. სერიოზულად ფიქრდები და ხვდები, რომ სასაცილო საერთოდ არაფერია.
8. მერვე ფაზაში შოკში ვარდები. სიკვდილის შიში გიპყრობს და სულ გაღიზიანებული ხარ.
9. ბოლო ფაზები ყველაზე საინტერესოა. ყველა შესაძლოა ვარიანტს უშვებ ტვინში და არა'შესაძლოსაც კი. გიჩნდება კითხვები, რომლითაც არასდროს დაინტერესებულხარ... ღმერთი?სამოთხე?ჯოჯოეთი? საბოლოოდ სიკვდილი კი არა სიკვდილის შემდგომი პერიოდი გაშინებს...
10. და ბოლო მეათე ეტაპი, როდესაც ვეღარაფერს განიცდი... სიკვდილი!!!
და მაინც რა არის სიკვდილი?
ამბობენ, რომ სიკვდილის დროს სული ტოვებს სხეულს და მიდისო.
საად?
არ ვიცი'თ.
იქნებ არსადაც არ.
ზოგჯერ ეს მტკინვეულია, ზოგჯერ არა...
ზოგჯერ კი და ზოგჯერ არა!
მე მაინც მგონია თვითონ პროცესი არ არის მტკინვეული, მტკინვეული იმ ხალხის თვალებში ყურებაა, ვისაც უყვარხარ და სჭირდები.
გაფარია, ოთახში თბილა, გათბობაც ჩართულია, მაგრამ შენ გცივა...
გაკანკალებს და გბურძგლავს.
ოთახში სინათლე ანთია, ფარდების გადაწეულია და სინათლეც შემოდის, თუმცა შენ თვლი, რომ ბნელა.
ხედავ დედას, გიღიმის და ლოყაზე თბილი ბაგეებით გეხება.
გეღიმება...
მისი სიახლოვე გახარებს, თუმცა წამიერად... მერე გახსენდება, რომ დედა 2 წლის წინ დაგეღუპა.
იხსენებ ყველას ვინც გიყვარს ან თუნდაც გძულს.
ბედნიერი წუთები, ის წლები ან თუნდაც ტკივილი წამით იყრის თავს ერთად.
კიდევ ერთი საბანი ზევიდან, მაგრამ შენ უფრო გცივა.
უკვე ფარანს განათებენ თვალებში, მაგრამ ბნელა...
ხელები გილურჯდება, ფეხებს ვერ გრძნობ.
ხმები, რომელიც გეძახიან
(ექიმს დაუძახეთ, დაბრუნდი გთხოვ, რაღაც სჭირს, მგონი ითიშება)
სულ უფრო და უფრო შორს გესმის და მათ ადგილას წუილი რჩება.
ბოლოს... სულ ბოლოს გსურს, რომ რაღაც თქვა, მაგრამ ენა?!
ენას რა მოსდის?!
გაშეშდა...
კანკალი გიტანს და დედა...
დედა.
შემოდგომაა, ყვითელი ფოთლებით აღსავსე მიწა.
ბოლო ფოთოლი სწყდება ხეს და თვალებიც საბოლოოდ გეხუჭება.
მერე ოთახში იწყებ სიარულს...
აწყნარებ ყველას და გიკვირს თუ რატომ ტირიან.
რა სჭირთ?! რა სტკივათ?!
მერე დაკრძალვას უყურებ, მიწას აყრიან შენს, საკუთარ სხეულს ისე, თითქოს ხორცის პატარა ნაჭერი ხარ.
ხედავ ადამიანებს, რომლებსაც სძულდი და გჭორავდი, ხედავ ნათესავებს, რომელიც ათი წელია არც კი გინახავს.
_ ამ ხალხს აქ რა უნდა?
ოო ყველაზე საინტერესო ხომ ქელეხის პროცესია.
ოჯახი, რომელიც ცრემლად იღვრებოდა ახლა ისე ერთობა.
შენი მეუღლე, როგორ მხიარულად კისკისებს, თითქოს წამის წინ შენ არ დაგასამარა.
გარეთ ქარია, ფანტელებსაც შეამჩნევ წამით, მაგრამ არ გცივა, ვეღარც ტკივილს გრძნობ და შემოდგომის ბოლო თვეებს, აკლდებათ სითბო.
დედა გეძახის, ალბათ დროა...
არც კი იცი სად მიდიხარ, ან იქ რა ხდება.
_ გილოცავთ, თქვენ გოგონას მშობლები ხართ.
გესმის შორიდან, აღარც იხედები უკან.
მხოლოდ იღიმი, რომ ბალანსი დაიცვა.
ამბობენ სიკვდილის დროს სხეულს, სული ეყოფა.
მხოლოდ ამას მიხვდი, დანარჩენს ჯერ ვერა.
და მაინც რა არის სიკვდილი?
მგონი სიკვდილს განიცდის ის, ვისაც, ვიღაც უკვდება.
სიკვდილია აქ უიმისოდ განაგრძო ცხოვრება.
სიკვდილია, როდესაც ყველაზე მეტად გინდა იყო ცოცხალი.
და მაინც ჩემი აზრით სიცოცხლე ბევრად ძლიერია სიკვდილზე, რადგან მას შეუძლია მრავალი ტანჯვის მოყენება."




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent