შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Chaos.


16-08-2017, 21:16
ავტორი mani156
ნანახია 1 513

სიმარტოვის გრძნობა მაქვს. ამდენი ადამიანია ჩემს გარშემო და ერთიც არ არის ისეთი ვინც გამიგებს,ჭკუას არ დამარიგებს და მიწაზე არ დამანარცხებს... ჯერ არ მახსოვს ისეთი დღე, მე რომ ბედნიერი ვიყო და ვინმემ არ გამიფუჭოს ხასიათი... მწამლავენ... ყველანაირად ცდილობენ ჩემს განადგურებას.. ცუდად, რომ ვარ ამით ბედნიერდებიან, ამ ყველაფერს კი იმას მიაწერენ, რომ ჩემზე ზრუნავენ...
გარემო სავსეა ისეთი ადამიანებით, რომლებიც გეუბნებიან, რომ უყვარხარ, შენი ბედნიერება უნდათ და ამ დროს არაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ოდნავ მაინც გაგაბედნიერონ.. გიყურებენ როგორ იძირები ფსკერზე, წუხან, მაგრამ შენს გადასარჩენად არაფერს აკეთებენ... არადა შეუძლიათ ამოგიყვანონ, გაგაცოცხლონ, თვალები აგიხილონ... ამ ყველაფერს კი უმოქმედობა ურჩევნიათ..
საბოლოოდ კი, ვითომ განიცდიან შენს მდგომარეობას, სწყინთ განადგურებულს რომ გხედავენ... სინამდვილეში შენი უბედურებით სულდგმულობენ, ბედნიერდებიან, თითქოს ელოდებიან ფეხი როდის დაგიცდება და ჩამოვარდები, რომ შემდეგ ბედნიერი სახით შეგახსენონ თითქოს ამის შესახებ გაფრთხილებდნენ.
ვერავის ენდობი, როცა გიჭირს ყველა გტოვებს, არავის ახსოვხარ, არავის სცალია შენთვის... შორიდან უყურებენ "გ ა რ დ ა ც ვ ა ლ ე ბ ა ს"... ვერასდროს გაიგებენ რა გრძნობაა, როცა სული კვდება, სხეული კი კვლავ ცოცხალია...



№1 სტუმარი Guest Mariamo

Hah ra banaluria. Da shenc debilivit itan mat siyalbes ?! Ggonia arsebobs vinme vinc odesme shenze idsrdebs ? Martla ggonia rom odesme vinmes upirobod eyvarebi da shentvis bolomde kargs gaimetebs ? Chven adamianebi yvela ertnairebivart nuggonia rom msxverpli xar tavs nuravis acodeb aq eg ar chris

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent