ჩემეული
ვზივარ ირგვლივ სიმწვანე სიჩუმე... ყურთასმენას მხოლოდ ფოთლების ნაზი შრიალი სწვდება და ალაგ-ალაგ ფრინველთა საამური გალობა ისმის. ვფიქრობ. უფრო ვუღრმავდები ფიქრებს. ვეშვები მრავალფეროვნებით გაჟღენთილ გალაქტიკაში და ჩემი მუდმივი ფიქრები ცდილობენ ამ სიფერადის გაფერმკრთალებას. თითქოს დუელი იმართება სიფერადესა და სინაცრისფრეს შორის. ცდილობ თავს ძალა დაატანო და გამარჯვებული მალევე გამოავლინო თუმცა პატარა ბრძოლისებური სიტუაცია არ გაძლევს მარტივი არჩევნის გაკეთების უფლებას... რაღაც დროის შემდეგ ის რომელიც მეტი დოზითაა შენს ქვეცნობიერში იმარჯვებს და ღიმილნარევი სახით უბრუნდები დედამიწისეულ ხედვას სამყაროსადმი. ზუსტად მაშინ ხდება ყოველივე ეს,როდესაც საკუთარ თავთან სრულიად მარტო ვრჩებით და ბევრი რამის გაანალიზება გვიწევს. კარგიც კი არის მსგავსი მომენტები,თითქოს საკუთარ თავს მეტად შევიცმობთ მეტად ვგებულბთ ცხოვრებისეულ სირთულეებსა თუ დადებითობებს. ხშირად უნდა მოვიწყოთ პატარა სივრცე,სადაც ბევრს ვიფიქრებთ,სხვა კუთხით მივუდგებით საკითხებს და მოვძებნით მარტივ გზებს პრობლემების თავიდან ასაცილებლად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.