შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემეული 3


7-09-2017, 10:55
ავტორი Blue_jeans
ნანახია 1 256

ცრემლები-მარილიანი,გამჭირვალე სითხე,რომელსაც გარეთ გამოაქვს სულში დაბუდებული სიმძიმე და დარდი...შემდეგ კი გაცილებით ნაკლებად რთულად აღვიქვამთ არასასიამოვნო მომენტებს,რომლებიც ჩვენს ირგვლის გამუდმებით ტრიალებს.

ერთფეროვნება-სულ,მუდამ ერთ ფერში ცხოვრება,უცვლელი მომენტებითა და ერთდაიგივე თითქოს მოსაბეზრებელი დღეებით.ამ ერთმანეთის მსგავსი დღეების შემჩნევის შემდეგ ვიწყებთ წუწუნს,ვსაუბრობთ მის სისაშინლეზე და უარყოფითობაზე.ვინდომებთ ფერად სამყაროში გადანაცვლებას.თუ კარგად დაფიქრდებით მიხვდებით გარკვეული დროის შემდეგ რომ ისიც ისეთივე მოსაბეზრებელია.ადამიანი ხომ ყოველთვის უკმაყოფილებას გამოთქვამს ამ ცხოვრებისადმი,ყოველთვის იმაზე მეტს ითხოვს რაც იმ წუთას აბადია.აუცილებლად მოგვენატრება ის ერთფეროვნება და ის საქმიანობა რაც ერთფეროვნებაში შედიოდა...ჩვენ ადამიანები თითოეულ დღეს თავად ვადგენთ და ამის შმდეგაც უკმაყოფილონი ვართ იმ ერთფეროვნებითა თუ მრავალფეროვნებით.მეც შემიძლია ახლა წერის ნაცვლად ავდგე,გარეთ გავიდე,წვიმის ფონზე მოვიარო ნაცნობი ქუჩები.სიცივის მიუხედავად მაინც თხლად ვიქნები შემოსილი რადგან წვიმის წვეთების თითოეული შეხება და გრილი ჰაერის სხეულში მიმოსვლა მეგრძნო...მე კი ვზივარ მუსიკითა და სითბოთი გაჟღენთილ ოთახში და ყრუდ ჩამესმის წვიმის წვეთების ხმა.ხელს ვუწყობ ერთფეროვნების განვრცობას,თუმცა ეს არ მიქრობს კომფორტის შეგრძნებას.დიახ მიყვარს,ჩემს ირგვლის შქმნილი ერთფეროვნება,დიახ მიყვარს!ჩემს მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი,რადგან ყოველი გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ვგრძნობ თუ როგორი იღბლიანი და ბედნიერი ადამიანი ვარ,რომ მხვდა წილად ცხოვრების თითოეული წუთით ტკბობისა.

სიყვარული-ეს ის გრძნობაა,როდესაც აანალიზებ თუ როგორი მნიშვნელოვანი და სიამოვნების მატარებელი ყოფილა თითოეული დღე,რომელიც აქამდე უხილავ მხარეს მიეკუთვნებოდა.სიყვარული ამინდი არ არის წამდაუწუმ განახლდეს,შეიცვალოს ან სხვადასხვა ელფერი მიიღოს.ის მარადიული წამი უნდა იყოს ყოველი ჩვენთაგანისთვის.მას უფლება უნდა მივცეთ მეტად გაღვივდეს და ფესვები ძლიერად გაიდგას.არ უნდა მივცეთ საშვუალება რომ მისი სინაკლებე ვიგრძნოთ სულიერებაში და სულის გაფერმკრთალებას შევუწყოთ ხელი.ამ გრძნობის ჩვენში ბინადრობის დროს,შინაგან სამყაროში გაზაფხულია და ყოველი სითბოთი ჩამდგარი თვალებით მზერა,ხელს უწყობს ამაღლებაში სულიერ მხარეს.
ეს ის მომენტია როდესაც მთლიანად ერთი ადამიანის სულიერებით ხარ შეპყრობილი,მთლიანად მას ეკუთვნი...მთელი დღეების სიარულში გატარების დროსაც ხვდები,რომ ყველაში მას ხედავ,ყველაფერს მას უკავშირებ...ფიქრებში არეული აზრები მხოლოდ მასთან კავშირშია და უბრალოდ გონებას ვერ ეწინააღმდეგები...ცდილობ გონებაში აღადგინო წარსული,რომელიც მასთან გატარებული წუთებისგან შედგება.
...გეღიმება,ხვდები,რომ ბედნიერება ფესვებს იდგამს შენს სხეულში თან ისე ძლიერად,რომ მისი გაფერმკრთალება შუძლებელი გახდება.
თვალებს ხუჭავ,სხვა სამყაროში ეშვები,სამყაროში სადაც ყველაზე დიდი გრძნობის წინაშე სულ მარტოდ მარტო რჩები...ფიქრები გიხმობენ თავიანთკენ და იძირები მათ უსასრულობაში.მის სუნთქვას გრძნობ და ხვდები თუ როგორ გიახლოვდება ფრთხილი ნაბიჯებით.სუნთქვა გიხშირდება,გულისცემა ორმაგდება,ტანში სასიამოვნოდ გივლის ჟრუანტელი და თვალებ დახუჭული,ნეტარებაში მყოფი ელოდები როდის მოგიახლოვდება,ნაზად ჩამოგისვამს თმებზე თითებს,მკლავებს ძლიერად მოგხვევს და გულზე მიგიკრავს.წამით აჩერებ სუნთქვას და მის გულისცემას უყურადებ...თავს წამოწევ,თქვენი თვალები ერთმანეთს პოულობენ და გრძნობ თუ როგორი ძლიერი გრძნობით არიან ისინი აღსავსენი,თუ როგორი სითბოთი და სიყვარულით არიან გაჟღენთილნი.ისევ პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდები და შენი ფიქრები რიტმულად მიუყვებიან მისი გულის ფეთქვას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent