შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-გაიდეალურებული კომპოზიცია


7-09-2017, 18:35
ავტორი stranger9
ნანახია 1 467

ერთი
ორი
სამი
-განათებული ცა
ოთხი
ხუთი
ექვსი
-ქუხილის ხმა
შვიდი
რვა
ცხრა
-კომბინაცია
კომფორტის გრძნობა ერთიანად ისადგურებს სხეულში და ვხვდები რა მაკლდა. სხვებისთვის შიშის, ჩემთვის კი საოცარი სიმშვიდის მომტანი ხმა - ქუხილი. ხმა, რომელსაც ვერაფერს ვადარებ, ვერც მაღალფარდოვან სიტყვებს ვპოულობ მის აღსაწერად და სრულიად ზედმეტად მიმაჩნია ამის მცდელობა. რამდენიმე წამიანი ინტერვალით ცაზე გამოჩენილი დაკლაკნილი ელვა ყველაზე სიმეტრიულ ქმნილებად მეჩვენება და მეღიმება. სრულ კომპოზიციას რაღაც აკლია და აი ისიც.
წვიმის წვეთები ერთმანეთის მიყოლებით მოემართებიან ზაფხულის მზით გადახურებული დედამიწის გასაგრილებლად. პიკასოს საუკეთესო ნამუშევარზეც კი არ გავცვლიდი ამ სურათს. სურათს, რომელიც თავის ნაწილად მაქცევს, მითრევს და კომფორტის ნოტებს დაუნანებლად მაფრქვევს. ვერცერთი მელოდია ვერ შეედრება ამ საოცარ ხმებს. არც ერთი ზედმეტი ნოტი, არც ერთი კონტრასტული ბგერა. ყველაფერი იდეალურია.
აივანზე ამინდის ნაწილად ქცეული ვზივარ და ჩემი დაულაგებელი გონებიდან მომავალი სიტყვებიც ერთმანეთის გვერდიგვერდ იდებენ ბინას. სიმეტრიულად.
სიგიჟეა.
იდილიას ვპოულობ იქ, საიდანაც სხვები უბრალოდ გარბიან. ვტკბები სხვებისთვის თვალების დახუჭვის მიზეზით და ვსაზრდოობ სხვებისთვის გამაყრუებელი ხმით.
სხვები...
სისულელეა და ისინიც სულელები არიან.
ვერაფერს ხედავენ სიბნელის მიღმა. და ალბათ, არც ცდილობენ დანახვას.
მე?
მე ახლა უფრო მეტს ვხედავ. თითქმის ყველაფერს.
ათი
თერთმეტი
თორმეტი
-გაიდეალურებული კომპოზიცია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent