შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Never give up!


23-09-2017, 18:40
ავტორი Daniela
ნანახია 2 027

რასაც მოინდომებ ყველაფერს მიაღწევ! მთავარია გულით მოინდომო. ყველას უნდა დაუმტკიცო,რომ შეგიძლია. არ უნდა დანებდე უბრძოლველად! მიზნის მისაღწევად ყველაფეი უნდა გააკეთო,საკუთარ მომავალზე და ოცნებებზე თავადვე უნდა იზრუნო. აუხდენელი,რომ არაფერი დაგრჩეს! თუ სისუსტეს გამოიჩენ და ემოციებს აჰყვები მერე საკუთარ თავს ვერასოდეს აპატიებ. ფუჭად არ უნდა იცხოვრო,ვერ შეგაშინებს სიკვდილი მაშინ, როცა გეცოდინება,რომ ტყუილად არ გიცხოვრია. როცა იცი,რომ მიუღწეველი და აუხდენელი არაფერი დაგრჩენია და ბედნიერი კვდები. ხვდები მაინც რამხელა შვებააა ამის განცდა?
ხოდა იბრძოლე იმისთვის,რომ მიხვდე! გახსოვდეს ის რომ, ყველა განსაცდელი რაც ცხოვრებაში გვეძლევა მხოლოდ იმიტომ,რომ უფრო ძლიერები გავხდეთ. არასოდეს არავისგან არაფერი არ უნდა გეწყინოს, არავის არ უნდა აგრძნობინო,რომ გული გატკინეს! ეცადე მათ თვალში მუდამ გამარჯვებული ადამიანის პოზიცია გეკავოს. თუ საჭირო გახდება პატიებაც უნდა შეძლო, გაღიმებაც და მადლობის თქმაც, რადგან გახსოვდეს, რომ ცოცხალი ხარ და შეგიძლია შეცვალო შენი ცხოვრება! მაგრამ თუ ამას ვერ შეძლებ წარმოგიდგენია მაინც როგორი მომავალი გექნება? ან შენს ოცნებებს რა ბედი ეწევა?
ამიტომაც არ უნდა დაეცე, არაფრის დიდებით! თუნდაც იმ ადამიანების გამო უნდა იბრძოლო, რომლებსაც უყვარხარ და საკუთარ თავზე მეტად ეიმედები!
რადგან ისინი მოგცემენ ბრძოლის ძალას. არავის და არაფრის გამო არ დაკარგო იმედი, რადგან ყველაფერი მალე გაივლის! გახსოვდეს,განსაცდელმა სახე კი არ უნდა დაგაკარგვინოს,არამედ უფრო უკეთესი უნდა გაგხადოს! როცა შანსი გეძლევა მაშინ უნდა გამოიყენო, დრო არ უნდა დაკარგო.
ნუ ეცდები გწამდეს ბედისწერის,რადგან თვითონვე უნდა იქცე შენივე ბედის მწერლად!
საკუთარი თავი უნდა დაააჯერო,რომ მიაღწევ!
და ბოლოს თუ მაინც ვერაფრის შეცვლას ვერ შეძლებ, ის მაინც გეცოდინება,რომ სცადე!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent