ბოლოს მაინც მოხვედი
ბოლოს მაინც მოხვალ... მე თვალებს დავხუჭავ, შენ კი შენს გაყინულ ხელებს სახეზე გადამისვამ და ერთ შეხებაში ყველაფერს გაიხსენებ. იმ დღეს როცა სცენაზე დამინახე და შეგიყვარდი, როცა პირველად ხელი მომკიდე და მითხარი მიყვარხარო,შენს გარდა არავინ მინდაო. თხელი სარაფანით მოსულს რომ მციოდა,შენკი შენი მოსაცმელი მომეცი და ამით მთლიანად შემოვიდა ჩემში შენი სითბო..შენ.. იცი ჩემს ქურთუკს რამდენ ხანს ქონდა შენი სუნამოს სუნი?! ვცდილობდი რომ არ ჩამეცვა,მხოლოდ მაშინ ვიცვამდი როცა ცუდად ვიყავი,შენი სუნელი წამალივით მოქმედებდა ჩემზე..მერე რა რომ წლები გავიდა,მერე რა რომ ერთად არ ვართ,მერე რა რომ გული მატკინე.. ჩემთვის არ შეცვლილხარ,ისევ ის ბიჭი ხარ, სკოლიდან გამოსვლისას რომ მითხარი,როცა ჩააბარებ ცოლად მოგიყვანო.მაშინ გამეცინა და გითხარი რომ მე უნდა მესწავლა.. სწორედ მაშინ მითხარი ის რაც დღემდე ასე ჩამრჩა მეხსიერებაში,ის რაც ყოველ გახსენებაზე შეუხორცებელ ჭრილობას თავიდან მიხსნის „ერთად ვიცხოვროთ და ისე ისწავლეო“ ახლაც მახსოვს ეს რომ მითხარი..ან როგორ შეიძლებოდა დამვიწყებოდა.ისიც მახსოვს რომ გითხარი მეც მიყვარხარ-მეთქი იმ დღის მერე ბევრი დრო გავიდა. მე სწავლას მალე დავამთავრებ მაგრამ ვიცი, ჩვენ ერთად აღარ ვიცხოვრებთ. იმ დღის მერე ბევრი დრო გავიდა და ახლა შენ ალბათ რომელიმე გოგოსთან ერთობი, მე კი შენზე ვწერ იმ იმედით რომ ოდესმე ამას წაიკითხავ.. იმედი მქონდა რომ ისევ დამიბრუნდებოდი.. იმედი ბოლოს კვდებაო და მგონი ბოლოა. მეგონა ჩვენი დროც მოვიდოდა,მაგრამ თურმე ეს დრო გამოგვრჩა. მივეჩვიე მაგრამ ვერ ვეგუები იმას რომ ჩემთან არ იქნები. და აი ახლა ჩემს წინ დგახარ. მიყურებ.. უყურებ გოგოს რომელსაც უყვარდი,იმაზე მეტად ვიდრე წარმოგიდგენია. იქნებ შენამდე ერთი ზარი დამაკლდა,ერთი როგორ ხარ დამაკლდა..არ ვიცი,ალბათ ამას ვეღარასდროს გავიგებ.. შენ იცი რომ დამნაშავე ხარ, მაგრამ არ გინდა ეს აღიარო გეშინია თქვა „მას ყველაზე მეტად ვუყვარდი“ ვერც იმას გავიგებ იცოდი თუარა ეს,მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის მჯეროდა რომ იცოდი,გახსოვდა და ამ ყველაფერს ჩემს გამოსაცდელად აკეთებდი. და აი დაგიმტკიცე. 13 წელი.. 13 წელი მხოლოდ შენ იყავი საწყისი და საბოლოო ჩემს ცხოვრებაში.. დარწმუნებული იყავი კიდეც იქნებოდი... ჩვენ ახლა ყველაზე ახლოს ვართ,ვიდრე ვყოფილვართ.. ჩვენს შორის მანძილი შემცირდა.. შენ ხელს მისვამ ლოყაზე რომელზეც ოქროსფერი ბეჭედი გიკეთია.. შენ გახსოვს მარჯვენა ხელის არათითზე როგორ გაიკეთე ეს ბეჭედი იმ დღეს. მე კი მახსოვს როგორ ჩამოვიდა სისხლი ჩემი მარჯვენა ხელიდან და როგორ გაიარა არათითზე იმ დღეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.