შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა ფრთებით


4-10-2017, 20:08
ავტორი Katherinaa
ნანახია 2 010

დანამდვილებით არ ვიცი რამდენი წლის მოვისხი მხრებზე საკუთარი ხელით შეკერილი რკინის ფარდა
შეიძლება მაშინ როცა პირველად წავიდნენ დაუმშვიდობებლად ან როცა მეორედ ვიდექი მუხლებზე თავახდილ კუბოსთან და ყელში კივილად მეჩხირებოდა უთქმელი სიტყვები
ბოლოს ხვდები არავინ არ უნდა შემოუშვა შენს ცხოვრებაში, ასე გაშვებაც აღარ მოგიწევს და მეორე დღესვე იწყებ კერვას
***
გამოფენის შესასვლელში დიდი ასოებით წაეწერათ: „ღრუბლებში აგებული სასახლისთვის სამშენებლო წესები არ არსებობს“-ჩესტერტონი.
პირდაპირ დავასვი დაღი ამაზე დიდი უაზრობა კარგა ხანია არ წამიკითხავს-მეთქი და ყელში ამოსულ კოელიოსთან გავაგზავნე ჩესტერტონიც. მგონი იმ მცირერიცხოვან გასართობებს შორის რაც შემომრჩა ცნობილი ხალხის გამონათქვამების აგდება ერთ-ერთი ფავორიტია, გონების დაკარგვამდე დათრობის, ერთი ღამის ურთიერთობების და დღეში კოლოფნახევარი სიგარეტის მოწევის შემდეგ.
გამოფენის შუაგულში შევაბიჯე და ბოლოსკენ გავყევი ნახატების მწკრივს
აქაც ერთფეროვნება იყო
არა ფერების ნაკლებობას არ უჩიოდნენ
უბრალოდ ერთს ამბობდა ყველა(ფერი)
მოკლედ, „ვერ მოიტანა“.
უკვე წასასვლელად მომზადებულმა შევამჩნიე ის ერთი,აი ბანალურ ფილმებში რომ არის ხოლმე ათასჯერ გადაღეჭილი სცენარი, ნელი კადრით რომ დაინახავ რაღაც ახალს. მეორე კუთხეში ეკიდა, არაფერი განსაკუთრებული, კლდის პირას ზურგით მდგარ კაბიანს ფართოდ გაეშალა ფრთები და დაბურული სივრცისკენ მიიწევდა. მგონი მთელ შემოქმედებაში სათაური მაინც ყველაზე ორიგინალური იყო, არც „დაცემული ანგელოზი“ და არც „ბოლოს წინა ჩასუნთქვა“ ან მსგავსი ფილოსოფიები. მარტივად ეწერა შავით თეთრზე-„გოგონა ფრთებით“.
-მოგეწონათ?-ბოხი ბარიტონი ჩამესმა გვერდიდან
-ნახატი არა, მხოლოდ ფრთები
-მეტისმეტად რეალურია?
-რეალური? ადამიანებს ფრთები არ აქვთ-წარბაწეულმა მოვაბრუნე თავი. მაშინ პირველად ვნახე ასეთი შავი თვალები, ალბათ გახუნებულ სივრცეში მეტისმეტად ფერადი იყო.
-აქვთ. მეც, შენც, ყველას აქვს ფრთები.
-რავიცი, მე რაღაც ვერ ვგრძნობ
-დაამსხვრიე გალია და იგრძნობ
სათითაოდ ყველა ნერვი მოიარა მისმა ბოლო სიტყვებმა და ცხოვრებაში პირველად ჩემს რკინის მოსასხამს თავხედურად უკაწრავდნენ ნაკერებს
თან ვინ?
რიგითი შეშლილი მხატვარი
იმ დღეს უსიტყვოდ გავმართეთ ბრძოლა უსიტყვო თვალებით
მეორე საღამოს კი სიტყვებით ყელამდე სავსენი ვიჯექით კაფეში მე და ის, შეშლილი მხატვარი.
***
-ფრთები სულს გავს, ვერ ხედავ მაგრამ გრძნობ
-დაბადებიდან?
-დაბადებიდან
-მაშინ რატომ ვერ ვგრძნობ ამ წარმოსახვით ფრთებს?-ჯერ კიდევ სკეპტიციზმი დამიდიოდა ძარღვებში სისხლად.
-საკუთარ თავს დაუსვი კითხვა. და გიპასუხებს-უკან არ იხევდა შეშლილი მხატვარი.
მაშინ პირველად დავასკვენი
რომ თუ სადღაც მაინც არსებობდა ჩემი ფრთები
თითოეულმა დაკარგულმა ადამიანმა
ბღუჯა-ბღუჯად გააცალა ყველა ბუმბული.
აი იმ დაკარგვას ვგულისხმობ ნებით რომ არ უშვებ და ალბათ არც მათ უნდათ წასვლა, მაგრამ... მაგრამ უბედური შემთხვევა, ავადმყოფობა, სიბერე, ნარკოტიკი, სასმელი.... და ასე გეცლება ყველა რიგ-რიგობით სანამ შენი დროც არ მოვა ან არ მოიყვან. იმ დაკარგვას ვგულისხმობ, მოგუგუნე შავ მაცივართან რომ დგახარ მუხლებზე და წარმოდგენაც არ გაქვს როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება შიგნით მწოლიარე არსების გარეშე. იმ დაკარგვას ვგულისხმობ, როცა უყვირი და არ ესმის, ეხუტები და ვეღარ გრძნობს, ეხვეწები და არ კი არა, ვერ გიბრუნდება...
ჰოდა ჯიუტად არ იბამდა ახალ ბუმბულს ჩემი არ არსებული ფრთები, ხელმეორედ დაგლეჯას ვერ რისკავდა ალბათ.
იმ ღამით მარტო არ დამიძინია, არც მას.
***
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ერთი ღამის ურთიერთობა ორი ღამისად გექცევა
და პირველი შემთხვევა, როცა ორი ღამის ურთიერთობას მესამე მოყვება...
მესამეს მეოთხე, მეხუთე, მეექვსე... და ასე მოკლდება აქამდე მეტისმეტად გრძელი ღამეები.
***
-ამოხვალ?
-არ მცალია
-მეტისმეტად მრავალფეროვანმა ცხოვრებამ მოგაცდინა?
-ამოვალ!
***
შენი მრავალწლიანი ქაოსური და არაპროგნოზირებადი ცხოვრების შემდეგ
ყველაზე მეტად მაშინ გეშინია როცა ხვდები რომ რაღაც წესრიგი გაგიჩნდა ამ უწესრიგობაში
ჩვენი წესები მარტივი იყო:
არავითარი გრძნობები
არავითარი დაპირებები
და ასე გაგრძელდება მანამ,სანამ ერთმანეთი არ მოგბეზრდებათ
როცა მივხვდებით რომ დასრულების დროა, იშლებით მშვიდად და აუღელვებლად.
მაინც უცნაური გამოდის თქვენი ურთიერთობა
ერთად არ ხართ, მაგრამ ერთად გძინავთ,
ერთმანეთი არ გიყვართ, მაგრამ ერთმანეთს ეჩვევით,
ერთმანეთის წინაშე ვალდებულებები არ გაკისრიათ, მაგრამ ყოველ საღამოს შენ მაინც ეფერები თმებზე, ის კი ყოველ დილით გიმზადებს ყავას ორი კოვზი შაქრით.
***
ტრაგედია ის კი არაა იმედის ბოლო წვეთის ამოშრობისთანავე გალაკტიონივით რომ ვხტებით ჩვენი ოთახის ფანჯრიდან, ტრაგედია ისაა გადმოხტომისას ფრთები რომ აღარ გვაქვს
***
14 თებერვალი ღამდებოდა, ვალენტინობა.
კარებთან იყო ატუზული და ხელებს ზურგს უკან მალავდა
ახლა ვარდები რომ მომართვა და სერენადა მიმღერო ვერ გადამირჩები-მეთქი დავემუქრე.
არც იოცნებო-ო, ხარხარით მომაჩეჩა თაიგულივით გამოშვერილი მარილიანი ჩხირები და
ლუდის ბოთლებით დაიძრა გაქექილი დივნისკენ, ბავშვივით ცქმუტავდა რამე გარყვნილებას მაინც ვუყუროთო.
გასპარ ნოეს „სიყვარული“ ციმციმებდა ჩვენს ეკრანზე
ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვტიროდი იდიოტივით ფილმის დასრულებისას
ისევ სიცილით მომაწოდა ხელსახოცი, თუ ასეთი მგრძნობიარე უნდა გახდე პორნოგრაფიას აღარ ვუყუროთ ხოლმეო
არ შემიმჩნევია რომ შევამჩნიე როგორ გაყიდა გატეხილმა ტემბრმა
***
ივლისის ცხელი ღამე იყო და ორივენი აივნიდან ვუყურებდით ვარსკვლავებს
მე ვარსკვავებს, ის-მე.
მიდიოდა
შორს და თან მიჰქონდა „გოგონა ფრთებით“
ის მომენტია დასაწყისშივე რომ იცი დასასრული
მაგრამ იმ წამს მაინც სიკვდილზე მეტად გეზიზღება ყველა, მისი დამფინანსებლით დაწყებული იმ გალერეის დარაჯის ჩათვლით რომლის კედელზეც ეკიდება „გოგონა ფრთებით“
***
-როგორ ფიქრობ, დავბრუნდები?
-არა
-არ მკითხავ დავბრუნდები თუ არა?
-არა
-გინდა რომ დავბრუნდე?
***
ფილმების ბოლოში წაწერილ The End და To Be Continued-ზე უფრო
ვიდეოთამაშების ბოლოს ამოვარდნილ Game Over-ს ჰგავდა ჩვენი დამშვიდობება.
ბოლოჯერ ვუსურვე წარმატება და
ბოლოჯერ გამიღიმა
ასეთ მომენტებში დაუწერელი კანონია
რომ ის მიდის და უკან აღარ უნდა მიიხედო
შენ კი რჩები და უკან აღარ უნდა მოიხედოს
სწორედ ესაა ის უკანასკნელი სცენა,რომლის დადგმის შემდეგ Game Over ქრება ეკრანიდან და ორივენი ახალ თამაშს იწყებთ ძველი წესებით, ოღონდ ერთად აღარასოდეს.
***
-ხომ იცი არანაირი ხელის დაქნევები
-და არანაირი ზარი ახლობელთან
-ეგ თავისთავად, ფიცი?
-მე, რკინის ლედი, ვფიცავ რომ ახლა გასასვლელისკენ წავალ და ცალი თვალითაც კი აღარასოდეს შემოგხედავ
-მე, პერსპექტივებით სავსე მხატვარი, ვფიცავ რომ სარეგისტრაციო მაგიდისკენ წავალ და თვითმფრინავში ასვლამდე მილიმეტრითაც არ მოვაბრუნებ კისერს.
-.....
-ანუ დავმთავრდით?
-დავმთავრდით.
***
უკვე გასასვლელისკენ გადადგმულ მეთორმეტე ნაბიჯს ვითვლიდი ადგილს რომ მივეყინე.
წელიწადის თვეებს გავდა ჩემი ნაბიჯები
იმედის მომცემი იანვრიდან დაცარიელებული დეკემბრისკენ მივაბიჯებდი თან საკუთარი ნებით.
აქედან გასული ყელთან კარგად მოვიხვევდი მოშვებულ ფარდას
უნებართვოდ მორღვეული ნაკერებიც გამაგრდებოდა რამდენიმე თვეში.
არ ვიცი გასპარ ნოემ იმოქმედა თუ ბრონტემ ამოყო თავი შორეული წარსულიდან, მაგრამ პირველ ცოდვას გავდა იმ დროს მისკენ შებრუნების სურვილი, იცი თუ ჩაიდენ შენივე პრინციპებით აგურ-აგურ აშენებული ციხესიმაგრე ბასრ ნამსხვრევებად ჩამოგექცევა თავზე, მაგრამ თუ არ ჩაიდენ - შენ დაიმსხვრევი, ნელ-ნელა და ნაწილ-ნაწილ...
დარწმუნებული არ ვიყავი ზურგით მდგარს მოვკრავდი თვალს თუ უკვე წასულის ჩრდილიც აღარ დამხვდებოდა მობრუნებისას, თვითონ რომ არ გამოიხედავდა ეგ კი ზუსტად ვიცოდი, მივხვდი მაშინ კლდის პირისკენ ვაპირებდი შებრუნებას, მე კი ფრთები ისევ არ მქონდა.
ბოლოჯერ ჩავისუნთქე კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმამდე
იმ ჰაერს გავდა შუა საუკუნეებში გილიოტინისკენ მიმავალი ხარბად რომ ისუნთქავ,
მყრალია, დახუთული, უჟანგბადო და მძაფრი უმომავლობის სუნი ასდის,
მაგრამ მაინც სუნთქავ, რადგან ახლა შენ ეს შეგიძლია, წამების შემდეგ კი ამასაც ვეღარ შეძლებ...
ფეხის დადგმამდე მთელი ტანით მივბრუნდი სარეგისტრაციო დახლისკენ,
ქაოსურად ირეოდა გახუნებული ფერებით მოძრავი ხალხი
გახუნებული წითელი ჩანთები, ჭაობისფერგადაკრული მწვანე მაისურები, მონაცრისფროში გადასული ჯინსები...
მხოლოდ ორ ხასხასა სფეროს შერჩენოდა მუქი შავი
ყველაზე ფერადი შავი...
იქ იდგა
როგორც ყოველთვის ბეჭებში ოდნავ მოხრილი,
შუა და საჩვენებელ თითებს შორის გარჭობილი სიგარეტით ჯიხურზე გაკრულ „მოწევა აკრძალულია“ აბრასთან.
ღრმა ნაპასი დაარტყა და აშკარად ზუსტად ისე ეკი*და მისკენ მომზირალი მოჩურჩულე ხალხი როგორც მე ის კაცი წეღან მხარი რომ გამკრა, ან ის ქალი გასასვლელში ნუ გაჩერდებით-ო რომ მომაძახა.
ვიდექი და ვუყურებდი მას ვისკენაც წესით აღარ უნდა გამეხედა
იდგა და მიყურებდა მე ვისკენაც წესით აღარ უნდა გამოეხედა
„ღრუბლებში აგებული სასახლისთვის სამშენებლო წესები არ არსებობს“
ჩამეცინა, იმ წამს ჩესტერტონმა ჩემივე ბრძოლა მომიგო.
ვიდექით ორნი ხალხით სავსე ცარიელ დარბაზში
და ჩემი იანვარი ნაბიჯ-ნაბიჯ მიახლოვდებოდა ფრთაგაშლილ დეკემბერს



№1 სტუმარი Guest გიკი გოგო

"ტრაგედია ის კი არ არის იმედის ბოლო წვეთის ამოშრობისთანავე გალაკტიონივით რომ ვხტებით ჩვენი ოთახის ფანჯრიდან. ტრაგედია ის არის ფრთები რომ აღარ გვაქვს."
"და ჩემი იანვარი ნაბიჯნაბიჯ მიახლოვდებოდა ფრთაგაშლილ დეკემბერს"
ერთერთი ფავორიტია!

 


№2  offline წევრი Katherinaa

Guest გიკი გოგო
"ტრაგედია ის კი არ არის იმედის ბოლო წვეთის ამოშრობისთანავე გალაკტიონივით რომ ვხტებით ჩვენი ოთახის ფანჯრიდან. ტრაგედია ის არის ფრთები რომ აღარ გვაქვს."
"და ჩემი იანვარი ნაბიჯნაბიჯ მიახლოვდებოდა ფრთაგაშლილ დეკემბერს"
ერთერთი ფავორიტია!

მიხარია და ვაფასებ

 


№3 სტუმარი Giffin

ცოტა გაუმართავია ტექსტი, ცოტა წერტილ-მძიმე, ცოტა სიგრძე... ცოტა-ცოტა, მაგრამ მაინც ძალიან მომეწონა. კარგად წერ და უფრო ხშირად გვესტუმრე ნაშრომებით!

 


№4  offline წევრი Katherinaa

Giffin
ცოტა გაუმართავია ტექსტი, ცოტა წერტილ-მძიმე, ცოტა სიგრძე... ცოტა-ცოტა, მაგრამ მაინც ძალიან მომეწონა. კარგად წერ და უფრო ხშირად გვესტუმრე ნაშრომებით!

კომპიურეტით ატვირთვისას აბზაცებად მქონდა დაყოფილი, უკვე დადებული როცა ვნახე მობილურის ვერსიით გეგონება ტექსტებია გადაბმული. ჩემი ბრალია, ვერ გავითვალისწინე.
მიხარია რომ მოგეწონათ და მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის

 


№5 სტუმარი MM

ჩემი ფავორიტია

Tsarmatebebi

Kargixar<3warmatebeb♥

Da kidev ertxel warmatebebi

 


№6 სტუმარი კორლეონე

ძალიან მომწონს.
იყო რამდენიმე ფრაზა, საოცრად რომ იმოქმედა.
აშკარად ძალიან კარგად გამოგდის წერა.
წარმატებები.

 


№7  offline წევრი Katherinaa

MM
ჩემი ფავორიტია

Tsarmatebebi

Kargixar<3warmatebeb♥

Da kidev ertxel warmatebebi

ძალიან დიდი მადლობა

კორლეონე
ძალიან მომწონს.
იყო რამდენიმე ფრაზა, საოცრად რომ იმოქმედა.
აშკარად ძალიან კარგად გამოგდის წერა.
წარმატებები.

ძალიან დიდი სტიმული ხართ
დიდი მადლობა

 


№8  offline მოდერი Eleniko13

გასპარ ნოეს სიყვარულზე
მეც ვიტირე.
ხდება ხოლმე.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№9  offline წევრი Katherinaa

Eleniko13
გასპარ ნოეს სიყვარულზე
მეც ვიტირე.
ხდება ხოლმე.

ძნელია აბაზანის სცენამ ისე ჩაიაროს
დეთს ით

 


№10  offline წევრი ფორთოხალი

რაღაც ადგილები მებანალურა, მაგრამ ჯამში მაინც კაია.
წარმატება :)

 


№11 სტუმარი Guest .....

უნდა გაიმარჯვო !!
წარმატებები

 


№12 სტუმარი Guest teresa

შიგადაშიგ ვგრძნობდი ინდივიდუალიზმის დაკარგვას, მაგრამ შენგან მაინც იმდენი თავისუფლება მოდიოდა, რომ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია.
წერტილ-მძიმეების არაშესაბამისი რაოდენობისა და აბზაცების არევის გამო კითხვისას ბევრი პრობლემები იქმნება, მაგრამ ეს გამოსწორებადია.
წარმატებები!

 


№13  offline წევრი Katherinaa

ფორთოხალი
რაღაც ადგილები მებანალურა, მაგრამ ჯამში მაინც კაია.
წარმატება :)

ფორთოხალო, გამიხარდი.
Guest .....
უნდა გაიმარჯვო !!
წარმატებები

თქვენამდე რომ ასე მოვიდა უკვე გამარჯვებაა
დიდი მადლობა
Guest teresa
შიგადაშიგ ვგრძნობდი ინდივიდუალიზმის დაკარგვას, მაგრამ შენგან მაინც იმდენი თავისუფლება მოდიოდა, რომ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია.
წერტილ-მძიმეების არაშესაბამისი რაოდენობისა და აბზაცების არევის გამო კითხვისას ბევრი პრობლემები იქმნება, მაგრამ ეს გამოსწორებადია.
წარმატებები!

სამწუხაროდ მხოლოდ დადების შემდეგ შევძელი მობილური ვერსიით ნახვა და წინასწარ ვერ გავითვალისწინე სხვა ფორმატში ასე არეულად რომ გამოჩნდებოდა.
დიდი მადლობა

 


№14  offline წევრი Mtirala

მომეწონა... ძალიან ❤
ჩემამდე მოვიდა, ყოჩაღ!
წარმატებები ^_^
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№15  offline წევრი Katherinaa

Mtirala
მომეწონა... ძალიან ❤
ჩემამდე მოვიდა, ყოჩაღ!
წარმატებები ^_^

მიხარია
და დიდი მადლობა

 


№16 სტუმარი ჟოლო

სასვენი ნიშნები რომ თავის ადგილას იყოს, უფრო ეშხით წაიკითხება ნაწერი. აუცილებლად მიაქციე ამას ყურადღება.
კარგი იყო...

 


№17  offline წევრი Katherinaa

ჟოლო
სასვენი ნიშნები რომ თავის ადგილას იყოს, უფრო ეშხით წაიკითხება ნაწერი. აუცილებლად მიაქციე ამას ყურადღება.
კარგი იყო...

კომპიუტერულ ვერსიაში აბზაცებად მაქვს დაყოფილი, მობილურით კითხვისას გადაბმულს დაემსგავსა წინადადებები,სამწუხაროდ წინასწარ ვერ გავთვალე.
მიხარია რომ მოგეწონა და მადლობა აზრის გაზიარებისთვის

 


№18 სტუმარი შავი ორქიდეა

წინა კონკურსიდან მახსოვხარ, გაზრდილხარ.
საინტერესო იყო, რამდენიმე ფრაზამ დაერთოდ გამომთიშა სამყაროს. ცოტა ზედმეტიც მოგივიდა, უკეტესის ცდაში, თუმცა დასაწუნი არაფერი გაქვს. ფავორიტების სიაში ხარ.

 


№19  offline წევრი Katherinaa

შავი ორქიდეა
წინა კონკურსიდან მახსოვხარ, გაზრდილხარ.
საინტერესო იყო, რამდენიმე ფრაზამ დაერთოდ გამომთიშა სამყაროს. ცოტა ზედმეტიც მოგივიდა, უკეტესის ცდაში, თუმცა დასაწუნი არაფერი გაქვს. ფავორიტების სიაში ხარ.

მიხარია რომ გახსოვთ.
დიდი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent