შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი საიქიოდან - ერკემიდასი


8-10-2017, 21:57
ავტორი ერკე
ნანახია 1 964

„რა ლამაზია სამყარო, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ ვაფასებთ, როდესაც ვტოვებთ წუთისოფელს და თან მიგვაქვს დარდი. დარდი არა სამყაროზე, არამედ საყვარელ ადამიანებზე, რომელსაც ოდნავადაც ვერ შეუმსუბუქებთ თქვენი დაკარგვით მიყენებულ ჭრილობას.
საიქიოში არც ისეთი სიწყნარეა, როგორც ერთი შეხედვით დედამიწიდან უნდა ჩანდეს. აქ ყოველდღე ქუხს, ყოველთვის ქარი ქრის, მაგრამ უვნებელი ქარი, თუმცა იმაზე ძლიერ ქრის ვიდრე დედამიწაზე იცოდა ხოლმე. გამყვა მონაბერი დარდი მათზე, ვინც ჯერ კიდევ დარჩა ჩემს გარეშე და ჯერ კიდევ შეუძლია სუნთქვა, თუმცა თქვენ ბედნიერები ხართ, რომ შეგიძლიათ. ბედნიერები ხართ, რომ კიდევ გაქვთ შანსი იცხოვროთ იმ წუთისოფელში, სადაც ერთი დიდი გამოცდის გავლა გიწევთ, რომელიც მე ვერ ჩავაბარე.
სიმართლე გითხრათ ყოველთვის მაინტერესებდა, ვინმე თუ მოვიდოდა დაკრძალვაზე, ვინმეს თუ გადმოუვარდებოდა სულ მცირე ცრემლი მაინც, მაგრამ ეს ახლა წარსულს ჩაბარდა და მე მივხვდი, რომ არ უნდა ეცადო მომავლის გაგებას, არ უნდა იფიქრო იმაზე თუ რა იქნება და უნდა იცხოვრო იმით, რაც გაქვთ. ყველაზე მეტად ეს მიჭირდა, ვიცი საერთოდ ყველაფერი მიჭირდა და ადამიანსაც არ ვგავდი, ვწერდი რომანებს, ლექსებს ცხოვრებაზე, თუმცა საერთოდ არ ვიცნობდი მას, არ ვიცოდი ცხოვრების იმ ურთულეს ეტაპებზე, რაც კი შემდეგ შეიძლებოდა დამდგომოდა და დამიდგა კიდეც. ყველაზე საშინელი რამ ცხოვრებაში რაც გამიკეთებია, ეს ტყუილი იყო. ტყუილი, რომელსაც ყოველთვის მხოლოდ ცუდი შედეგი მოჰქონდა. ტყუილი ადამიანებისადმი, რომელსაც ტკივილს ვაყენებდი ან ვანუგეშებდი რაიმეთი, თუმცა საბოლოოდ იმედს ვუცრუებდი ყველას. იმედს ვუცრუებდი ყოველ სულიერს, რომელიც კი ჩემს ირგვლივ დაიარებოდა.
ასე იყო, მე მოსიარულე იმედგაცრუება შემარქვეს, რომელიც მხოლოდ იმისთვის არსებობდა, რომ ვინმესთვის რამე დაეცინცლა, ვინმესთვის ეტკინა და გული გაეპო. სინამდვილეში კი ჩემი გულიც შუაზე იპობოდა ყოველ წამს, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი იმავეს კეთებას. რამ მომიყვანა აქ? ამაზე მარტივ შეკითხვაზე პასუხის გაცემის შანსი არასდროს მქონდა.
ჩემ განვლილ ცხოვრებას გადავყურებ, ვიხსენებ ყოველ წვრილმანს და ყველა დეტალში რაღაც შეცდომას, რაღაც სურეალისტურს და სისულელეს ვპოულობ. თავის დროზე, ჩემი მშობლებისთვის, ჩემი მეგობრებისთვის ან საყვარელი ქალისთვის, რომ დამეჯერებინა, რომლებიც ყველანი უჩვეულო სიტუაციაში დავკარგე, ჩემი ცხოვრება ოდნავ უკეთესი მაინც იქნებოდა, ვიდრე იყო, თუმცა ამას მხოლოდ მაშინ ვხვდებით, როცა მთელ ცხოვრებას უკვე განვლილს გადავხედავთ და შეფასებებს ვიწყებთ. ახალგაზრდობაში თავში ჭკუა არ გვაქვს. ყველა ვცდილობთ, რომ რაღაც დასამახსოვრებელი გავაკეთოთ, მაგრამ არ გამოგვდის. ეს ყველაფერი ამაო მცდელობებისა და უანგარო, უფლისგან დავიწყებული ქმედებების შედეგია. მეც დამავიწყდა მისი არსებობა, მეც დავივიწყე ღმერთი, რომელიც ძალას მაძლევდა ერთ დროს, რომ გავმხდარიყავი ის, ვინც უნდა გავმხდარიყავი, უზარმაზარი სახელის მქონე, უამრავი ლექსის, რომანისა თუ მოთხრობების ავტორი, და არ გავმხდარიყავი უბადრუკი, მლიქვნელი და სიცოცხლით მივიწყებული ადამიანი, რომელიც ხურდას ხურდაზე აწებებდა, რომ ოდნავი სიტკბოება მიეღო ვინმესგან და არა სიბრალული ან ზიზღი, თუმცა მე გავცემდი ტკბილს რამეს, რომ უკან დამბრუნებოდა?
ვინც იფიქრა, რომ გარეთ ვიჯექი და მოწყალებას ვითხოვდი ძალიან შემცდარხართ. თუმცა ჩემს სულს სჭირდებოდა გადარჩენა, რომლის მშველელიც კარგა შორს წასულიყო ჩემგან და აღარ ჩანდა.
ჩემი ანგელოზი... ვინც ისეთს მხედავდა, როგორიც არ ვიყავი, მაგრამ შემეძლო გავმხდარიყავი. რაც ის წავიდა, რაც ის წამართვეს კი, საერთოდ დავივიწყე ყველა და ყველაფერი და ბედს ჩემი თრევა ცოტათი გავუიოლე. ვხედავ ჩემი საფლავის გვერდით, ახალ დაკრძალული კაცის საფლავთან, ჩაცუცქულ ახალგაზრდა ქალს, რომელიც დასტირის ცხარე ცრემლებით მიწაში მყოფს და ასველებს ნიადაგს. ვისმენ, როგორ ემშვიდობება, მესმის მისი გულის საშინელი ბაგა-ბუგი და არ წასვლის სურვილი, რომელიც მზადაა ყველაფერი ჩაადენინოს ამ ახალგაზრდა და ულამაზეს ქალბატონს. ის ამბობს, ზუსტად ვციტირებ: „ეს რატომ ჩაიდინე? რატომ მომეპყარი ასე და ყველაზე რთულ დროს რატომ დამტოვე? რა ვქნა უშენოდ? როგორ მოვიქცე? ზეციდან მაინც მომეცი რამე ნიშანი იოსებ, - აქ ზეცაში იხედება და მიწას მუჭში იგროვებს. - იოსეებ! - ღრიალებს ქალი და საფლავის ქვას აყრის მიწას, რომელიც მუჭში შეეგროვებინა წამის წინ. - გახსოვს, გვირილების ბაღში, რომ ვსეირნობდით ხელიხელჩაკიდებულები. გახსოვს, როგორ მითხარი მიყვარხარ და არასოდეს მიგატოვებო? გახსოვს? არა, არ გახსოვს. ბოლო დღეებში ყველაზე მეტად მტკიოდა შენგან, რომ მეც კი აღარ გახსოვდი. - ბოლოს ქვითინში სიტყვები იფანტება და ქარში ქრება, აწითლებული ფეხზე დგება და უკანმოუხედავად გარბის.
სცენას ვუყურებ და მეც მიწაში, რომ არ ვლპებოდე, უთუოდ ცრემლები წამომივიდოდა და გული ამიჩუყდებოდა. ერთი შეხედვით რა მარტივია არა? რა მარტივია ცხოვრების აზრის გაგება... შეგრძნება, თუ რა სჭირდება მას, მაგრამ ყველანი რთულად ვუყურებთ და ბოლო ამოსუნთქვამდე ვერ ვხვდებით, რა იყო სწორი. იმ უცხო გოგონას, რომელიც თავის სატრფოს დასტიროდა, ერთადერთი რამ უნდოდა, უკან დაებრუნებინა ის და მასთან ბედნიერი ყოფილიყო. მის ხმაში საშინელი ტკივილი იგრძნობოდა. გულის ცემის ხმაც კი მესმოდა გეფიცებით! მაგრამ აი რა, სანამ რამეს ვინანებდეთ, მანამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენს ძალებს არ აღემატება. ყველაფერი უნდა ვცადოთ და ბოლოს გადმოხედილ ცხოვრებით ვიამაყოთ და არ დავიხიოთ უკან რაიმეს მცდელობისას. მათ რომ ეს გაეთვალისწინებინათ, ხომ შესაძლებელიც იქნებოდა მამაკაცს თავი არ მოეკლა და არ გაქცეულიყო ამ ცხოვრებისგან. რატომ ან როგორ შეძლო ეს? რატომ მოხდა, ისე რომ ამ ცხოვრებას თავად გაეცალა? ცხოვრება წარსულის და აწმყოს მოვლენების შეჯამება და გადაჯაჭვულობაა. ყველა მოვლენას თავისი შედეგი მოაქვს. ყველა ფიქრს თავისი საბაბი და მიზეზი აქვს და ადამიანის ქმედებებს, უამრავი შესაძლებლობა გამართლების! თუმც გამართლება, ეს სწორი არ არის.
მე შემეძლო მეცხოვრა ტკბილად, ბედნიერად ჩემს სიყვარულთან, ჩემებთან, რომლებიც ყოველდღე მელოდნენ სახლში როდის დავბრუნდებოდი, მე კი საბაბს ვეძებდი ასე არ მოვქცეულიყავი, ან ფხიზელი არ დავბრუნებულიყავი. ღამეებიც მითენია გარეთ, იმის გამო რომ სახლში ყოფნა ლურსმნებშერჭობილს მამყოფებდა, თითქოს ქრისტე ვიყავი ჯვარცმული. ჩემს კისერზე იყო, ძარცვა, მკვლელობა, ჩემი ოჯახისა და მეგობრებისთვის სიმართლის დამალვა, ქრისტეს უარყოფა და მხოლოდ საკუთარი ეგოს აღიარება, რომელმაც დიდი არაფერი მომცა, მაგრამ ახლა საიქიოში ვარ, ორ ცეცხლს შუა, ქარებს შუა და ვუცქერ ჰორიზონტს, ორ გამყოფ გზას, რომლებიც ორ განსხვავებულ გზას მაჩვენებენ. ორივეგან ვხედავ გამოწვდილ ხელს, რომელთა პატრონები ყურადღებიანები, უბოროტონი და სიკეთის განსახიერებანი მესახებიან, მაგრამ რაიმე ახსნა ხომ უნდა ჰქონდეს ამას? ცხოვრებაში არ არსებობს ორი ერთნაირი გზა, რომლის ბოლოსაც ერთ სანუკვარ ადგილას მიდიხარ, რასაც სამოთხე ჰქვია. ეს რომი არ არის. მე კი ვიცი რაც ჩავიდინე და ვიცი, ამ ხელთა დახმარებას არ ვიმსახურებ. ჩემს უკან დიდი რიგია სულების, რომლებიც ასევე თავიანთ სასჯელს ან ჯილდოს ელიან, მე კი სასჯელის მოლოდინში ვდგავარ და ველოდები მოსამართლეს, როდის დაჰკრავს ჩაქუჩს და გამამწესებენ ცეცხლის ალში.
მინდა კარგად მისმინოთ! არ აქვს მნიშვნელობა, ახლა როგორ ცხოვრობთ, არ აქვს მნიშვნელობა როგორ გიცხოვრიათ. ჩაჰკიდეთ ხელი თქვენს გვერდით მყოფს, ვინც თქვენთან ყოფნის ფიცი დადო და ცაში აიტაცეთ. ახლა ვხვდები რაც უნდა გამეკეთებინა ერთადერთი ის იყო, რომ შემყვარებოდა ხალხი, რომელსაც ვუყვარდი. შემყვარებოდა მთელი გულით და მათი დახმარებით მებედნიერა. აი, ჩემი მეზობელი შალიკო, რომელსაც თავისი სახლის სახურავის დასამაგრებლად ზევით ასულს, კიბე უეცრად წაექცა და თვითონაც მეორე სართულის ხელა სიმაღლიდან დაბლა დაეშვა. იმ წამს გავიარე და ამ ფაქტს შევესწარი, ის დახმარებას ითხოვდა და მთხოვდა, რომ სასწრაფოში დამერეკა, მაგრამ გამახსენდა მისი ზიზღიანი, სიბრალულით სავსე მზერა, რომელიც ჩემს ჩაცმულობაზე ჰქონდა მომართული ხოლმე, ან ჩემზე აგრესიული ფიქრებით იყო დატვირთული და თავი სიამაყით ავწიე, გავეცალე. ახლა ვნანობ, რადგან ის მაშინ გარდაიცვალა, რამდენიმე საათში, მე კი შემეძლო დავხმარებოდი და გადამერჩინა. ვნანობ, რადგან სხვა გზა ავირჩიე, უფსკრულის გზა, რომელსაც უფრო ღრმად ჩავყავდი ესკალატორით სიბნელეში, სადაც სინესტისა და ობის სუნი ტრიალებდა.
ბევრი რამის შეცვლა მინდება, როცა ვიხსენებ რას ვჩადიოდი, მაგრამ შეცვლა წარსულის შეუძლებელია. ან ის, ზიზღით რომ ვუთხარი ჩემს საყვარელ ქალს, გაეთრიე მეთქი და სახეში გავარტყი ხელი. ის გაგიჟებული გავარდა ჩემი სახლიდან, თითქმის ზუსტად ისე, როგორც ის გოგონა იოსების საფლავზე მოტირალი. მე თავი ყველაზე მეტი მეგონა, რაშიც ვცდებოდი. რადგან გავყურებ ეგვიპტეში მონების რაოდენობასთან გატოლებულ ხალხის რიგს, სადაც ყველას თანაბარი უფლება აქვს და არავინ არავისგან არ განსხვავდება. სადაც ერთი პატარა ჩამიჩუმიც კი არ ისმის, არადა აქამდე თავი უნდა ამტკიებოდა. იქ სადაც, ყველას აქვს შანსი მონანიების, ყველას აქვს შანსი ერთი წერილის დაწერის, რომელსაც უანდერძებს თავის წარსულ ცხოვრებას, მათ, ვინც ჩემს საფლავს გახსნის და იპოვის. ყველა ამ შანსს არ იყენებს, არავინ თითქმის, მე კი ვცდილობ სხვებმა იგივე შეცდომა არ დაუშვან, რაც დავუშვი მე.
მარიამ, სანამ შენამდე მოვა ეს წერილი, შესაძლოა წლები გავიდეს, ან ვერასდროს ნახონ ეს წერილი, ვერავინ, მაგრამ დაუღალავად ვწერ, რომ მიყვარხარ. შეცდომებით სავსე ცხოვრება მქონდა და ერთმა საბედისწერო შეცდომამ ჩემს არსებობასაც წერტილი დაუსვა. ალბათ გაგახარებდა ეს ფაქტი, რომ მე დავიღუპე, მაგრამ დავიღუპე და ბოლო ფიქრი რაც თავში სიკვდილის წინ დამიტრიალდა შენზე იყო. მეც გამახსენდა, როგორ ვსეირნობდით აგვისტოს ცხელი მზის ქვეშ ერთად ბათუმის ზღვასთან ახლოს და მობანავე წყვილებს შევყურებდით. ჩვენ მათ ვაკვირდებოდით, გახსოვს? მათ ვადევნებდით თვალს, გეხუტებოდი და გეუბნებოდი, რომ სიგიჟემდე მიყვარხარ. მაგრამ შემდეგ პირდაპირი მნიშვნელობით ავიშვი და გადავვარდი უკიდეგანო, სქელ და ტლანქ წყალში, წებოვანი მასა ზედ მეკრობოდა და არ მაძლევდა ამოსვლის საშუალებას. აზარტი სულ უფრო მეტად მიმზიდველი ხდებოდა და მეტად მითრევდა სიგიჟის საზღვრებში.
თავს უფლებას ვაძლევ და გახსენებთ, რომ სიკვდილი ახლოსაა. არავინ იცის როდის მოგვიწევს იქ მოხვედრა, სადაც მე მოვხვდი და გამოწვდილი დახმარების ხელთა შორის არჩევანის გაკეთება. ერთი შეცდომა და ჯოჯოხეთის ცეცხლში გაემგზავრებით, რომელიც აქედან ძალიან, ძალიან ახლოს ჩანს. მე მას ვხედავ და შიში მიპყრობს! მიუხედავად იმისა, ვიცი რას ვიმსახურებ, მაინც ამდენად სასტიკი და საზარელი არ მეგონა. დედამიწაზე როცა მესმოდა სიტყვა ჯოჯოხეთი, მეცინებოდა. სიცილით ვკვდებოდი და მჯეროდა რომ ის არ არსებობდა. მაგრამ აქაც შევცდი. შეცდომები... შეცდომები... ეს შეცდომებია ადამიანს რომ ბოლომდე სპობს და ადამიანობას უკარგავს საბოლოოდ. მეც სახედაკარგული, შეშლილი დავიარებოდი მთელი სამყაროს შემოვლა მქონდა განზრახული და იმის დათესვა, რასაც მაშინ ჩემთვის უკეთესად მოვიაზრებდი - შიშის. სიბრალულიც არ იყო ჩემი სტილი, არაფერი მადარდებდა. რაღაცნაირი ზიზღი მიპყრობდა ყოველი მათგანის, ადამიანის დანახვაზე და მათი მოკვლის სურვილი მიპყრობდა წამიერად. ახლა კი ის ცხოვრება მენატრება, როდესაც გული სიყვარულით მქონდა სავსე, ნეტავ მეორე შანსი მაინც მომცემოდა, რომ გამომესწორებინა ჩემი შეცდომები, და სხვანაირად მეცხოვრა. უფრო მეტი სიკეთე მეთესა, ვიდრე შური და ბოროტება. მაგრამ რაც მოხდა, უკვე მოხდა. ვერავინ გამოასწორებს ჩემს ჩადენილ სისასტიკეთა ურიცხვ სიას. ამას ღმერთიც კი ვერ მოუვლის, ან არ მოუვლის. აქედან კი შანსი მეძლევა, რომ ჩემი ჩადენილი მოვინანიო, რაც მჯერა, რომ გვიანი არ არის. მე ვინანიებ და ხელს ვუწვდი ერთ-ერთ ხელს, რომელიც მარჯვნიდან შემომყურებს, ამის შემდეგ კაშკაშა სინათლეს ვხედავ. საბოლოოდ ფიქრები ჯოჯოხეთიდან სხვა მიმართულებით მეცვლება და ქრისტეს სახებას ვხედავ, რომელიც ჩემს წინ დგას და პირადად მაცილებს კარში, სადაც სხვები, უამრავი ადამიანის სული მელოდება ხელგაშლილი. კარიბჭე იხურება და ვგრძნობ, რომ სახლში ვარ და იქ მოვხვდი, სადაც ჩემი ადგილი იყო.
არასოდეს თქვათ, რომ რაიმეს გაკეთება დაგვიანებულია. ცხოვრებაში ბევრი განსაცდელი გვესხმის თავს, მე შევცდი და თავი დავუხარე, მაგრამ ნუ გაიმეორებთ იგივე შეცდომას. არავის მისცეთ უფლება დაგაჩოქოთ, არავის წინაშე არ მოიდრიკოთ თავი, თუ ის ამას არ იმსახურებს და თუ ის უფალი არ არის. არც საყვარელი ადამიანი გაუშვათ და გაუფრთხილდით. გაუფრთხილდით მთლიანად თქვენს ცხოვრებას, რომლის შემობრუნების შანსი აღარასდროს გექნებათ. დაიწყეთ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან, სანამ დრო გაქვთ, მოუბოდიშეთ მათ, ვისაც აწყენინეთ, ყვავილები მიართვით და შემოირიგეთ თქვენი ერთადერთი სიყვარული და მონათესავე სული, რომელიც გადაიმტერეთ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში და იყავით, ის ვინც გინდათ, რომ სხვებმა შეამნჩნიონ, იყავით, ვინც სინამდვილეში ხართ!“

მის საფლავზეც გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ და ყვავილები მიეტანათ, რომ არავის ეფიქრა, რომ დამარხეს და უპატრონოდ დატოვესო. ქალმა, რომელმაც ბევრი გადაიტანა და ბევრი ტკივილი განიცადა, მაინც გადაწყვიტა, მისულიყო და დალაპარაკებოდა, მაგრამ მისულს თეთრი, სრულიად უცნაურად მოქათქათე ფურცელი, რომელიც მზის სხივებსაც ირეკლავდა და ლამაზად ბრწყინავდა, ამოსულ ბალახებში, ზუსტად მის საფლავის ქვასთან დაგდებული დახვდა. როდესაც წერილი აიღო და დახედა, ხელწერა იცნო, მაგრამ ვერ აეხსნა, როგორ შეიძლებოდა თვეების გარდაცვლილს წერილი დაეწერა და მითუმეტეს დაეტოვებინა. სინანულით იწყებოდა - „რა ლამაზია სამყარო, მაგრამ ამას, მხოლოდ მაშინ ვაფასებთ, როდესაც ვტოვებთ წუთისოფელს და თან მიგვაქვს დარდი.“ ქალი მის გვერდით, ბალახებში ჩამოჯდა და კითხვა დაიწყო. შუამდეც არ იყო მისული, რომ მის ბაგეზე მლაშე გემო იგრძნო. ის უნებურად ატირდა.

ერკე მიდასი

ამას წინათ დავდე, წერილი სასიყვარულო ხასიათის. მაგრამ სულ მინდოდა მსგავსი ხასიათის წერილიც დამეწერა, რომ რაღაცებზე დამეფიქრებინა მკითხველი, თან სურვილიც იყო, კიდევ დადეთ ასეთი წერილიო, რამაც მიბიძგა ეს დიდი ხნის დაწყებული წერილი დღეს დამესრულებინა.
მაინტერესებს ამაზე რას იტყვით. მადლობთ ჩაკითხვისთვის. ცოტა ხომ არ იყო არა?!
თუ გამომივიდა რაც ჩაფიქრებული მქონდა დამიკომენტარეთ.



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

როგორ სწორად მოიქეციი ეს რომ შექმენიი საოცარიაა გულში ჩასაწვდომია თითოეულო სიტყვა და დსსაფასებელიაა სინამდვილესთან რომ ასოცირდებაა

 


№2  offline წევრი Ignifex

როგორ მომნატრებია შენი ნაწერები ♥
მე მომეწონა და ჩემი აზრით გამოგივიდა. ერთი დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის ამის წაკითხვა. ♥

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

მადლობა მადლობა ყველას!
ოხ ქეთი, მეც მომენატრე შენ heart_eyes
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№4  offline წევრი მოცინარი

მომეწონა ძალიან kissing_heart

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

მოცინარი
მომეწონა ძალიან kissing_heart

გმადლობ, რომ გამონახე დრო და წაიკითხე
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№6 სტუმარი dato

მაგარი .... ხარ დოდო ....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent