შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე(გულები)


13-10-2017, 22:36
ავტორი Shokoladi :D
ნანახია 2 213

„ყველა ფიქრი თვალებში ჩახედვით იწყება, მაგრამ ზოგიერთი ცრემლით მთავრდება, ზოგი კი ღიმილით… ქვეყნად ისე არაფერი იკარგება, როგორც ჩუმი და უთქმელი ფიქრი, თუმცა რაღაც საიდუმლოდ უნდა დაიტოვოს ადამიანმა, თუნდაც ყველაზე ლამაზი ოცნება… ლამაზი სევდა სიცოცხლეზე…”
მე არ მაწყენდა პარიზული შემოდგომა, ელისის მინდვრები და სენას სანაპირო, მაგრამ შენი სოფლის ფერდობზე შეფენილ ბილიკს , კარალიოკისა და მსხლის ფოთლებით მოხატულს ვერ ვუღალატებდი . ღალატი მხოლოდ მრუშობა როდია. არც ცოლთან წოლა და სხვაზე ფიქრი... ღალატია , როდესაც შენს პატარა სახლაკს აწვიმს , ნესტიან კედლებს კი ფილტვები თითქმის არ უმუშავებს . და შენ, ტრიუმფალური თაღიდან გაჰყურებ ესმერალდას , მშვენიერებას . ფოთოლცვენის წითელი , ყვითელი , ჭაღარაშეპარული მწვანეც კი სულში დგაფუნობს და რას , რას დავეძებ მოპარიზებას , შენ თუ ახლოს მე(გულები) .
ალბათ დაკვირვებით შემოგხედავ და შენს თვალებში წავიკითხავ , რომ სულაც არ აღმიქვამ ღმერთად , მაგრამ მე მე’გულები , ჩემად მეგულები. შეიძლება კაცად ან ქალად . მე’გულები და ეს სულს მიმშვიდებს , როგორც დედის ალერსი ძილის წინ , სასთუმალთან და მე გელოდები .
რა მაგარი სიტყვაა მე’გულები არაა? ასოციაცია გული : სიყვარული , ბედნიერება , ლოდინი , იმედი , ფეთქვა , არსებობა , სიცოცხლე . და სიტყვა მეგულები ? როგორ შეუძლია ამ ერთ სიტყვას , ასე უკითხავად შთანთქას ყოველივე ეს და თავისში მოიმწყვდიოს . ყველაფერს იტევს : გულიდან ნაღვლად გამოწურულ დარდს , მზერაში გამომკრთალ უსუსურ უმედს და თვალებში ჩამდგარ ლოდინს. ლოდინს გამოდარებისა და მე შენ მეგულები საყდრის მშენებლად . ვებღაუჭები იმედს სულიდან ამოსულს და ვნატრობ დაბრუნდე. დაბრუნდე ქალად ან კაცად . დაბრუნდე იმედად , საყდრად და ძალად . დამიბრუნო იმ ბილიკზე ამოსვლის იმედი , რომელსაც ყოველ დილით დაორთქლილი მინიდან გავყურებ. რომელსაც შემოდგომით მსხლის, კარალიოკის და კაკლის ფოთლები ფერადი ხალიჩის მსგავსად დაფარავს. მე უბრალოდ დაგელოდები . ჩემად მე(გულები).....



№1  offline მოდერი bibo

ვინო ვისი სიახლე არიო :* მეჩვენები ხო :* ჩემი მერჩხალი ხარ შენ :* ჩემი ბედნიერების ნაპერწკალი და სასწაული :* ძალიანზე მეტი მომეწონა მეო :* ისე ძალიან რო მე გულები მე შენ :* ყველაზე გულიანო :* უდიდესზე უდიდესი წარმატებები :*

 


№2 სტუმარი ????????

მე'გულები. მესამყაროები, მე'იმედები. ????????????????

 


№3 სტუმარი სტუმარი teresa

არეული ვარ.
მეორე აბზაცი ძალიან, ძალიან მომეწონა.
მესამეში თითქოს ერთ ადგილს ტკეპნიდი, არადა ფინალი ყველაზე მნიშვნელოვანია.
მოხიბლული ვარ შენი აზროვნებითაც.
წარმატებები!

 


№4  offline წევრი Shokoladi :D

bibo
ვინო ვისი სიახლე არიო :* მეჩვენები ხო :* ჩემი მერჩხალი ხარ შენ :* ჩემი ბედნიერების ნაპერწკალი და სასწაული :* ძალიანზე მეტი მომეწონა მეო :* ისე ძალიან რო მე გულები მე შენ :* ყველაზე გულიანო :* უდიდესზე უდიდესი წარმატებები :*


ბიბუნა ^^

სტუმარი teresa
არეული ვარ.
მეორე აბზაცი ძალიან, ძალიან მომეწონა.
მესამეში თითქოს ერთ ადგილს ტკეპნიდი, არადა ფინალი ყველაზე მნიშვნელოვანია.
მოხიბლული ვარ შენი აზროვნებითაც.
წარმატებები!

მადლობა ^^ <3 რაც შევძელი ესაა

 


№5 სტუმარი კორლეონე

ეს იყო ძალიან კარგი!
ვისიამოვნე კითხვით და მეორე აბზაცი, განსაკუთრებულად მომეწონა.
ყოჩაღ!

 


№6  offline წევრი Mtirala

ეე, შენ თუ წერდი არ ვიცოდი :დდ
შოკოლადო, რა ტკბილი ვინმე ხარ ❤❤
წარმატებები ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№7  offline წევრი Shokoladi :D

კორლეონე
ეს იყო ძალიან კარგი!
ვისიამოვნე კითხვით და მეორე აბზაცი, განსაკუთრებულად მომეწონა.
ყოჩაღ!


ძალიან დიდი მადლობა ????????????

Mtirala
ეე, შენ თუ წერდი არ ვიცოდი :დდ
შოკოლადო, რა ტკბილი ვინმე ხარ ❤❤
წარმატებები ❤


წამომივლის ხოლმე. მესტუმრება მუზა და მეწერინება <3 მადლობა სიყვარულო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent