შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

In your eyes!


14-10-2017, 20:52
ავტორი Daniela
ნანახია 1 657

მე დღეს დილითაც გადავეყარე, შენს მუქ ყავისფერ თვალებს! იმ თვალებს, რომლებიც სიყვარულით აღარ მიმზერენ!

ვიცი, რომ მერიდები, რადგან როცა ჩვენი თვალები სრულიად შემთხვევით აწყდებიან ხოლმე ერთმანეთს, შენ მაშინვე დაბლა ხრი თავს თითქოს გრძნობ, რომ დააშავე.
ან უბრალოდ მე მეჩვენება ასე.
იქნებ მართლაც მეჩვენება ყველაფერი? იქნებ შენი სიყვარულიც მომეჩვენა?
ჰო, რათქმაუნდა მომეჩვენა. მომეჩვენა, რომ გიყვარდი და
რომ ჩემს დაკარგვას ნანობდი,
რადგან მე შენს თვალებში ვეღარაფერს ვხედავ, საერთოდ ვერაფერს!

როცა მინდა საკუთარი თავი დავაჯერო შენს სიძულვილში, ყოველ ჯერზევე ვმარცხდები და ყოველთვის როცა გხედავ გული ისევ ისე ძლიერ მიცემს, როგორც ჩვენი პირველი შეხვედრისას.

დამიჯერე, ამ გულიდან ამოგლეჯდი, რომ შემეძლოს, ან იმ უტიფარ თვალებს დაგთხრიდი, რომლითაც უკვე აღარც კი მიყურებ, მაგრამ ვიმეორებ, რომ შემეძლოს!

თუმცა არ გაბედო და არ იფიქრო, რომ ვერ დაგივიწყე!
არ იფიქრო, რომ ისევ მეფიქრება ხოლმე შენზე,
რადგან, მე მხოლოდ შენი უემოციო თვალები ვერ ავიტანე, რომლებშიც იოტისოდენა სინანულიც კი ვერ დავინახე!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent