შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი აუხდენელი ოცნებები (2)


20-10-2017, 22:43
ავტორი Nini_Irwin
ნანახია 1 513

თავი მეორე

თამაში იწყება.


- ამაში დადებითი მხარეც უნდა დაინახო-გამომიცხადა ნინიმ.
- ვერ დავინახავ იმიტომ რომ ამას დადებითი მხარე არ აქვს...
- მეორე ადგილზე გახვედი.
- მეც მაგაზე ვწუწუნებ რომ მეორე ადგილზე გავედი ასეთ კონკურენტებს შორის..
- კარგი რა! არ შეიძლება ასე. სამაგიეროდ მოადგილე გახდი.
- მეც მაგას ვამბობ..
- ელენე !!! გამხიარულდი. ამითი არაფერი არ დამთავრებულა, პირიქით დაიწყო. მართალი ჯერ არ ვიცი რა მაგრამ.. წარმოდგინე რომ ის ლუკა არ გამოდგა კარგი თვითმართველი, მერე შენ უნდა გაუკეთო ისეთი რაღაცეები რომ მისი გადადგომა მოინდომონ და როდესაც გადააყენებენ ამის შემდეგ შენ დაგნიშნავენ ჩვენი სკოლის თავმჯდომარედ. ხედავ რა მაგარი აზრი მაქვს?
ნინი მართალია ძალიან მიყვარს მაგრამ ხანდახან მისი ფანტაზია მაშინებს..
- მოდი ნინი დავივიწყოთ ეს ამბავი. ყოველშემთხვევაში შენ მიანც. კარგი?
- როგორც გინდა.
- კარგი ნინი წავედი მე ლუკას უნდა შევხდე.
- რატომ?
- მთხოვა დამეხმარე რაღაცეებშიო.
ნინის სიცილი აუტყდა.
- რა გაცინებს?!
- რა და მაგას თხოვნა კი არა დაბარება ქვია.
- უნამუსო ხარ. ერთი წუთის წინ მაწყნარებდი და ეხლა მაღადავებ?!
- კაი ხო ვიხუმრე. დაწყნარდი.
მაგრამ მე არ დავწყნარებულვარ. ხო ვაღიარებ რომ ზედმეტად ამაყი ვარ იმისთვის რომ ვიღაცის მოადგილე ვიყო. ეს რომ შარშან ან შარშანწინ მომხდარიყო ხმასაც არ ამოვიღებდი, პირიქით გამიხარდებოდა რომ ამას მაინც მივაღწიე მაგრამ მე ხომ ოთხი წელია რაც ამისთვის ვემზადები და ვმუშაობ, ვოცნებობ! უფრო სწორედ ვოცნებობდი... და ეს ოცნება წამართვეს, და მოადგილედ დამნიშნეს!
თვითმართველობის კაბინეტის ოთახი გავაღე, ლუკა ჯერ არ იყო მოსული. ესეც პირველი ნაკლი.. არაპუნქტუალურია.. მე იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ჩანთა ძირს დავდე. ველოდებოდი.. ველოდებოდი... ჯერ ხუთი წუთი გავიდა... შემდეგ ათი... თხუთმეტი... ზუსტად 19 წუთის მერე კარები გაიღო და ლუკა შემოვიდა.
- გამარჯობა ელენე. როგორ ხარ?
გადასაკოცნელად მოვიდა მაგრამ მე სკამიდან არ ავმდგარვარ და ამიტომ დახრა მოუწია.
- შენ?
- რავიცი ნორმალურად. ბოდიში ცოტა დამაგვიანდა, დიდი ხანია აქ ხარ?
- ცხრამეტ... ოცი წუთი..- აბა თუ მიხვდება რომ ეგ დიდხანს ნიშნავს.
- ვაიმე მართლა დიდ ბოდიშს გიხდი მეგობრებთან ერთად ვიყავი და რაღაცა საქმეები ჰქონდათ..
- გასაგებია. არ არის პრობლემა :)
- მართლა? ძალიან კარგი იმიტომ რომ...
- უბრალოდ კისერთან ტუჩის ფორმის წითელი ლაქა გაქვს და მერე მოიშორე ^_^ - არა რა სიკეთის განსახიერება ვარ თქო ვერ ვიტყვი, თან იმ მომენტში ძალიან გავბრაზდი მაგრამ არც ის არის ანგელოზი. გოგოებთან დასეირნობდა და მე აქ დამაყუდა ოცი წუთი. მაგრამ შევამჩნიე როგორ გაწითლდა. ზედმეტი მომდიოდა ხომ მომიხადა უკვე ბოდიში. ბავშვია, მოზარდია ასაკი აქვს ასეთი. ყველა ჩემნაირი მარტოხელა მგონია არადა იმაზე არ ვფიქრობ რომ ვიღაცას შეიძლება პირადი ცხოვრება ჰქოდეს და თვითმართველობის გარდა სხვა რამეც აღელვებდეს. მოკლედ სიტუაცია უნდა გამომესწორებინა.
- ლუკა შენი ნომერი ჩამაწერინე რა. რომ მერე თუ დაგაგვიანდება ხოლმე დამირეკავ და მეცოდინება და თუ რამე მოხდება მეც დაგირეკავ.
- კაი.
ნომრები გავცვალეთ.
- კარგი აბა რითი დავიწყოთ? - შევეკითხე და ჩანთიდან ბლოკნოტი და კალამი ამოვიღე.
- ასე პირდაპირ? - ისე შეიცხადა. რას ქვია ასე პირდაპირ. აბა როდის?
- როგორ თუ ასე პირდაპირ ?
- ანუ ჯერ გავიცნოთ ერთმანეთი ნორმალურად.
- მე ელენე ვარ მეათე მესამედან. შენ ლუკა მეთორმეტე კლასში ხარ და ასევე სკოლის თვითმართველობის თავმჯდომარე (ამ სიტყვებზე გული ჩამწყდა)
- არა.. ამას არ ვგულისხმობ. ანუ უფრო ახლოს ვიდრე მარტო სახელი და გვარი. მაინც ერთად მოგვიწევს მუშაობა და არ ჯობია ასე?
- ხოდა მუშაობის პროცესში უკეთ გაგიცნობ..
- კარგი.. ანუ ჭორები მართალი ყოფილა.
- რა ჭორები? - ძალიან გამიკვირდა.
- საკუთარ თავზე ჭორები არ იცი?
- არა...
- ოო, სკოლაში ძალიან ცნობილი ხარ. ძალიან. მოკლედ დიდებიც და პატარებიც ყველა გიცნობს და სულ რაღაცეებს ამბობენ შენზე. ისე სხვათაშორის არც კი წარმოგიდგენია რამდენ ბიჭს მოსწონხარ და რამდენი გოგო გბაძავს, მაგრამ ზოგიერთები ამბობენ რომ ზედმეტად ცივი ხარ და საქმეზე ბოლომდე იხარჯები, იმ დონეზე რომ სხვა არაფერი აღარ გახსოვს. და ზოგი თვლის რომ საკუთარ თავზე იმაზე დიდი წარმოდგენა გაქვს ვიდრე უნდა გქონდეს.
ხმა ვერ ამოვიღე. კი ვიცოდი რომ სკოლაში მიცნობდნენ მაგრამ თუ ამ დონეზე ვერ წარმომედგინა..
- ნუ ჭორებია თუ არა ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს- ჩემი გაკვირვება არ გამოვაჩინე. - ახლა მთავარია საქმეს შევუდგეათ. ზოგადად საწყის ეტაპზე უნდა ჩამოვწეროთ სკოლაში არსებული ყველა პრობლემა და ვიფიქროთ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. მაგალითად ჩემთვის პრობლემას წარმოადგენს საშუალო დონის მოსწავლეების არააქტიურობა. ვთვლი რომ მათ უფრო მეტი არჩევანის საშუალება უნდა მივცეთ და დავაინტერესოთ. ამისთვის საჭირო არ არის არანაირი ოლიმპიადები იმიტომ რომ ისინი ისე კარგად არ სწავლობენ რომ ოლიმპიადების დონე დაძლიონ ამიტომ იდეალური ვარიანტია კლუბები. თუმცა აქაც გვაქვს ერთი პრობლემა. კლუბები აღარ მუშაობენ. ადრე ძალიან ბევრი სახის კლუბი გვქონდა მაგრამ მათი პრეზიდენტები უკვე სკოლა დამთავრებულები არიან ასე რომ ისინიც ვერ მუშაობენ. თვითმართველობის წევრების ამ თანამდებობაზე დანიშნა ცუდი აზრი მგონია იმიტომ რომ სხვებმაც უნდა იგრძნონ რომ შეუძლიათ რაიმე მნიშვნელოვანის წევრი გახდნენ. ხოდა ამიტომ გთავაზობ საწყის ეტაპზე კლუბების პრეზიდენტების არჩევას და შემდეგ მათ ამუშავებას და კონტროლს ისე რომ ყველას ეგონება ამ საქმეში თვითმართველობა არაფერ შუაშიაო მაგრამ რეალურად თავში ვიქნებით. აბა რას იტყვი? მოიცანარ მისმენდი?
გაკვირვებულმა შევხედე რადგან ტელეფონში ვიღაცეებს წერდა..
- კარგი აზრია. მოკლედ ეხლა შენ ამოიწერე ყველა არსებული კლუბის სია ძველი და ახალი პრეზიდენტებით და იმათიც ვისაც არ ყავს პრეზიდენტი და მერე მოვიფიქროთ რას გავაკეთებთ.
- და ეხლა რატომ არ შეიძლება?
- ეხლა უკვე ბევრი ვიმუშავეთ.
ხმა ვერ ამოვიღე. იცის მაინც მუშაობას რას ეძახის. სკოლაში სააათობით მიწევდა ხოლმე დარჩენა და მართლა მუშაობა. ეს კი ... ეს უბრალოდ საუბარი იყო და ისიც მე ვლაპარაკობდი.
- კი მაგრამ..
- ელენე მოდი ასე ვქნათ. ამ პროექტის განხორციელებას მთლიანად გადმოგაბარებ შენ. დარწმუნებული ვარ თავს კარგად გაართმევ. წარმატებები! თუ დახმარება დაგჭირდება მითხარი
შოკში ვიყავი. ხელი დამიქნია და წავიდა. კარებიც კი არ გაიხურა. მეზიზღებოდა. მეზიზღებოდა! ბოლო დონეზე მეზიზღებოდა. მაგრამ ნერვები უნდა დავიწყნარო. არ შეიძლება ასე. მე ამ პროექტს გავაკეთებ. იმიტომ კი არა რომ ლუკამ დამავალა. უბრალოდ იმიტომ რომ ეს ყველაფერი მომწონს. რაში უნდა დამჭიდეს მისი დახმარება არ მესმის. ყველაფერს იდეალურად მოვაგვარებ. აი მიყუროს.

იმავე დღეს დირექციასთან ჩავედი და ყველა არსებული კლუბის შესახებ ამოვიღე ნებისმიერი სახის ინფორმაცია. მეორე დღეს გავაფრთხილე სრულიად სკოლის მასშაბით ყველა მოსწავლე რომ კლუბების პრეზიდეტობაზე კასტინგი იწყება და მესამე დღეს ისინი დავიბარე.
მე თვითმართველობის კაბინეტში ვიჯექი, ოღონდ მოადგილის კი არა თავმჯდომარის ადგილას. მსურველები ძალიან ბევრნი იყვნენ. ჩემმა იდეამ გაამართლა.
- სახელი, გვარი?
- ანასტასია ერაძე.
- რომელი კლუბით ხარ დაინტერესებული?
- მწიგნობართა კლუბით.
- ძალიან კარგი ანასტასია. შენი კლასი და ტელეფონის ნომერიც ჩამაწერინე. აჰამ კარგი. ეხლა რა ხდება, შენ არ გირჩევენ თვითმართველობის წევრები შენ უნდა აგირჩიონ შენი კლუბის წევრებმა. ამიტომ ასე მოვიქცევით. მომავალი ოთხშაბათისთვის შენ და დანარჩენმა კანდიდატებმა მწიგნობართა კლუბის პრეზიდენტობაზე უნდა დააინტერესოთ ბავშვები ამ კლუბით, შეაგროვოთ და მოიყვანოთ სააქტო დარბაზში სადაც ჩატარდება პირველი შეხვედრა და ასევე არჩევნები. არჩევნების დროს უნდა წარსდგეთ პროგრამით და გეგმით თუ რას გააკეთებთ მთელი წლის განმავლობაში. ამ შეხვედრაზე შემოვალ და დაგეხმარებით. ხოლო შემდეგი შეხვედრები უშუალოდ არჩეული პრეზიდენტის დასაგეგმი და დასაორგანიზებელია. თუ რამეში დახმარება დაგჭირდება მომმართე..
- მადლობა ელენე.. არ ვიცოდი თუ ამდენი წვალება იყო საჭირო. ყველაფერს გავაკეთებ.
- ძალიან კარგი. ნახვამდის. შემდეგი.
- გამარჯობა. - ფურცლებს ვფურცლავდი. - სახელი გვარი?
- ლუკა ელიზბრაშვილი.
ავიხედე და ლუკა დამხვდა.
- აქ რა გინდა? კლუბებითაც დაინტერესდი?
- ასეც შეიძლება ითქვას. მე ის უფრო მაინტერესებს შენ რას აკეთებ აქ.
- კასტიგნი მაქვს. და ბავშვებს ვუხსნი რა და როგორ უნდა გააკეთონ.
- ვაა ძალიან კარგია მაგრამ რა უფლებით?
- როგორ თუ რა უფლებით?! - ძალიან გამიკვირდა.
- ანუ მე შემითანხმდი რომ კასტინგს აწყობდი?
- არა მაგრამ ხომ მითხარი შენ გააკეთეო...
- არა ეგ არ ვიგუსხმე. მე სინამდვილეში ის გითხარი რომ უბრალოდ ყოველი ნაბიჯი ჩემთვის უნდა გაგეცნო და შეგეთანხმებინა. იმიტომ რომ ჩემი გადასაწყვეტი უფროა რას და როგორ გავაკეთებ.
ეს ბიჭი მაგიჟებდა..
- ეგრე არ გითქვამს...
- ახლა გეუბნები. შეგიძლია შენს მაგიდაზე გადაჯდე. - და მოადგილის მაგიდისკენ მანიშნა.
თავი ისევ დამცირებულად ვიგრძენი. ძალიან დამცირებულად...
- შემდეგი. - ამჯერად ლუკამ თქვა..
- გამარჯობა ^_^
- გამარჯობა.
გოგონა დაჯდა ლუკას ხმა არ ამოუღია. რას ელედებოდა არ ვიცი, მაგრამ ხმას არ იღებდა და ამიტომ მე ჩავერთვე.
- სახელი გვარი კლასი და ტელეფონის ნომერი...
ლუკამ ისეთი სახით შემომხედა რომ თითქოს მანიშნებდა ეგ მეტჯერ აღარ გაბედოო.
ამის მერეც ხმას არ იღებდა ამიტომ ჩემი უკვე დაზეპირებული ტექსტი იმის შესახებ თუ როგორ უნდა განხდარიყო პრეზიდენტი მოვუყევი.
ახლა ლუკას არაფერი აღარ უთქვამს მაგრამ როდესაც კიდევ ვიღაცა შემოვიდა პირი ღია დამრჩა..ზუსტად ვიცოდი რომ პირველად ჩემგან გაიგო ამ წუთას რა უნდა გაეკეთებინა მაგრამ მაინც ისე ჩაურაკრაკა ყველაფერი, ისე თავისუფლად ლაპარაკობდა.... თითქოს არაფერი. მაოცებს მართლა მაოცებს. აღარ გაჩერებულა. ლაპარაკობდა იღიმოდა... შემდეგი... ისევ... შემდეგი... ხალხს მოსწონდა.... მართლა ძალიან მაოცებს...

იმედია მოგეწონებათ.. ველი თქვენს აზრებს..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent