შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

LOST


22-10-2017, 10:35
ავტორი Kublashvili.gvantsa
ნანახია 1 322

მეორე დღეა სიზმარში ვიკარგები...ვიკარგები ნაცნობ ქუჩებში.
მივდივარ, მივდივარ...ყველა გზით ვცდილობ წავიდე სახლში...სახლში, საიდანაც სავარაუდოდ გამოვიქეცი...
დაღამება საფრთხეს მიქმნის და შებინდებისას უკვე შინ დაბრუნება მინდა, მაგრამ უეცრად ღამდება. აღმოვაჩენ რომ ფეხსაცმელიც არ მაცვია და ყველა გზით რომელიც კი ვიცი ვცდილობ სახლში მივიდე. დავიკარგე...მე ნაცნობ ქუჩებში დავიკარგე და არც არავინ ცდილობს ჩემს მოძებნას. მინდა ვინმე ნაცნობი...ახლობელი ადამიანი დავინახო, რომ მარტო არ მომიხდეს წასვლა...ყველა იმ გზით დავდივარ, სადაც შეიძლება ვინმე შემხვდეს...ვინმე ჩემებური...ვინმე, ვინც ძალიან ჩემია...თითქოს ყველამ პირი შეიკრა და სახლში დარჩნენ. უფრო და უფრო ღამდება და უფრო და უფრო მეშინია... მარტო ვრჩები...შიში ერთიანად მიპყრობს, ვკანკალებ...მეშინია. ერთ კუთხეში გაუნძრევლად ვჩერდები.
... თენდება და მეც ვბედავ სახლში წასვლას. ვიცი იქ თუ მივალ ყველა ან ძალიან გაბრაზებული ან ძალიან შეშინებული დამხვდება. იქ რომ მივალ ვიცი გაიჟღერებს ფრაზა: "სახლში მოგკლავენ".
მივდივარ...ჩემი სახლისკენ მივდივარ, თუმცა სულ სხვა ადგილას ვჩნდები. უცხო სახლია ნაცნობი ადამიანებიტ სავსე. ჩემს დანახვაზე, ვიღაც ყვირის: "დაბრუნდა, აი აქ არის". გულის წყვეტას ვგრძნობ, მწყინს და მაინც ჩუმად თავდახრილი ავდივარ კიბეებზე...მეორე სართულზე ჩემს ოთახს ვეძებ...არ ვიცი ვისი ოთახია, ვისი სახლია, ვისი ეზოა, მაგრამ სიჩუმეა არავინ მაწუხებს. შეჯგუფებულ ბავშვებს შორის მას ვერ მოვკარი თვალი...სადაა? იქნებ...იქნებ მე, მე მეძ... არა სისულელეა.
ოჰ ღმერთო რატომ ვარ ფეხშიშველი. რატომ არავინ ცადა ჩემი მოძებნა? რატომ არ მეჩხუბებიან? რატომ ვერ ვხედავ ჩემებს? არაა, არ გაიღვიძო.
ის უნდა მოვძებნო...ის უნდა ვნახო...უნდა ველაპარაკო...სად წავიდა?
ვაღებ კარს და ლამისაა უნდა წავიდე, რომ ოთახში ის შემოდის, შემოდის და შეშინებული თვალებით მიყურებს...ახლა უკვე გაქცევა მინდა, მაგრამ არ მიშვებს...რაზე უნდა ველაპარაკო? რა უნდა ვუთხრა?
ვსხდებით და კითხვების კორიენტალიც მოდის... რატომღაც ჩუმად ვარ...ძალიან ჩუმად და ვცდილობ ძალიან ჩუმად ვიტირო...თვალებში ვერ ვუყურებ..პასუხობს კითხვებს რასაც მე ვუსვამდი ჩემს თავს...და როგორც ჩანს არც არავინ სცადა ჩემი მოძებნა მის გარდა...მინდა ძალიან მაგრად ჩავეხუტო...ვდგები და ვეხუტები თან ვქვითინებ...ვქვითინებ და თან მაგრად ვეხუტები...
არ გაიღვიძო...არა...არ გაიღვიძო...
-"ადექიი გაგვიანდებაა".
ჯანდაბაა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent