შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყალბე!


27-10-2017, 15:28
ავტორი Daniela
ნანახია 1 734

სველი ქუჩები და გატეხილი გულებია ახლა მოდაში.
ცივი ხალხი, თბილი ტანსაცმლითა და თანდაყოლილი ცბიერებით.
გინდა თუ არა შენც მათი სიყალბის ნაწილი ხდები და ფილტვებს ბინძური რეალობით იწამლავ!
ყურებში ყურსასმენებს იჩრი და სასიამოვნო მუსიკის მშვიდ ჰანგებში ისე ღრმად იკარგები, რომ იმის იქეთ აღარაფერი გადარდებს.

ამასობაში წვიმის წვეთებიც ილევა და შენც გრძნობ, რომ მიწას ახლა უფრო მეტად ასდის ცოდვის სუნი. აი ისეთი თავსხმა წვიმებიც კი რომ ვერ ჩამორეცხს!

შინდისფერ ქოლგას მშვიდად კეცავ და მზერა ჰუჩაში ქაოსურად მოხეტიალე ბრბოზე გადაგაქვს. მათ გამოცნობას ცდილობ, ისე თითქოს ამას დიდი ხანია აკეთებ, თუმცა იმედგაცრუებული ისევ ხრი თავს და ტროტუარს აჩერდები.

დაღლილი ხარ, მაგრამ მიზეზს ვერ პოულობ! არ იცი რომელმა ერთმა დაგღალა გაუთავებელმა წვიმებმა თუ ხალხის გულგრილობამ,
მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა სადღაც გულის სიღრმეში მაინც იტოვებ პაწაწინა იმედს იმისას, რომ რაღაც შეიცვლება.
თუმცაღა ის კი არ იცი როდის, და თან არც ის თუ რას მოგიტანს შენ ეს ცვლილება.



№1  offline მოდერი bla.ell

"ყურებში ყურსასმენებს იჩრი"
"ჩამორეცხს"
"პაწაწინა"
შენი დამახასიათებელი სიტყვები... ჩსნახატი კარგია...

 


№2  offline წევრი Daniela

bla.ell
"ყურებში ყურსასმენებს იჩრი"
"ჩამორეცხს"
"პაწაწინა"
შენი დამახასიათებელი სიტყვები... ჩსნახატი კარგია...


madloba <3 :-)

 


№3  offline წევრი Nucca

არ შეიცვლება არაფერი,ხალხი ისევ გულგრილი დარჩება ცივ ტროტუარზე მიმავალი გოგონასთვის რომელიც ამ სამყაროსგან გასაქცევ გზას მუსიკაში პოულობს <3

 


№4  offline წევრი Daniela

Nucca
არ შეიცვლება არაფერი,ხალხი ისევ გულგრილი დარჩება ცივ ტროტუარზე მიმავალი გოგონასთვის რომელიც ამ სამყაროსგან გასაქცევ გზას მუსიკაში პოულობს <3


გეთანხმები ხალხის გულგრილობას ვერაფერი შეცვლის ტროტუარზე მიმავალი გოგონას მიმართ და ამის იმედი არც ამ გოგონას აქვს. ის მხოლოდ იმ დღეზე ოცნებობს, როდესაც თავად შეძლებსს შეცვლას. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent