მე შენ არ გიცნობ...
,,მე შენ არ გიცნობ...“ მე შემოდგომის სონეტებს მივყვებოდი, მივყვები და წავყვები ცხოვრების ბოლო წუთამდე... შენ კი გაზაფხულის ადამიანი ხარ, გაზაფხულის, რომელსაც ყოჩივარდები და იასამნები გიზიდავს... მე შენ არ გიცნობ... მე შენ არ გიცნობ, გაზაფხულის ადამიანო... კუთხეში მიყრილ ნივთებთან მივდივარ, ვიჩოქები და შენს ნახატს ვაკვირდები. ლურჯი, ნაჭრის შარვლიდან ფუნჯს ვიღებ და ერთხანს ნიკაპთან მიმაქვს, თან წითელ საღებავს თავსახურს ვხსნი და შენს ნახატზე ვასხამ. რატომ? არ გაქვს უფლება, ჩემს ბინაში შემოიჭრა, როგორც გაზაფხული, ყვავილების სურნელით იყო გაჟღენთილი, არ მინდა ჩემს ფოთლებს შენი სურნელი ასდიოდეთ, არ მინდა, არა! მე შენ არ გიცნობ, რადგან ნარინჯისფერი პერანგის ნაცვლად, სალათისფერით იმოსები, ხელში ჩაის ფინჯნის ნაცვლად, გაზაფხულის ტოტები გიჭირავს, თვალების გახელისთანავე, მზეს ხედავ, მე კი ფოთლებით სავსე ბილიკს, წვიმის წვეთებისგან დასველებულ შენობებს, ხეებს, შემოდგომისფერ ქურთუკებს... ვხედავ გაღიმებულ სახეებს, რომლებსაც ხელში პატარა დღიური დაუჭერიათ და თავის იასამნისფერი აზრებით აფორმებენ თეთრ ფურცლებს. ვუყურებ და ვხვდები, რომ ჩვენ შემოდგომისეული ადამიანები, თქვენგან ვგვანსხვავდებით. მე ყვითელი და ყავისფერი კაბები მიყვარს, შენ კი ჭრელი. მე შენ არ გიცნობ... მე შენ არ გიცნობ, გაზაფხულის ადამიანო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.