შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და თუ ეს ილუზიაა?!


19-11-2017, 00:25
ავტორი Trapped
ნანახია 1 612

“Everything you see 
is a part of your imagination 
Everything you see is a lie”- ქუჩაში მუსიკა იღვრება და შენ გესმის ფრაზა, რომელშიც ყველაფერი ეხვევა. გგონია მუსიკა ყველგან ისმის, აქაც და იქაც, მთელ დედამიწაზე ან იქნებ მეტიც, სცდება დედამიწის საზღვრებს და კოსმოსშიც აღწევს. სიტყვები მეორდება კიდევ, კიდევ და ასე უსასრულოდ, თითქოს „კასეტამ“ გაჭედა შენ კი არც ფანქარი გაქვს და არც გადახვევის სურვილლი. მიაბიჯებ უმისამართოდ და ქაოსს ებრძვი, შენს თავში რომ ტრიალებს. სიტყვები ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება და ქრება, ჩნდება და ქრება... შენ ფიქრობ ყველაფერზე და თან არაფერზე. გატყუებ, როგორ თუ არაფერზე! იქნებ ეს ყველაზე სულელური, მაგრამ მაინც ყველაზე საინტერესოა რაზეც აქამდე გიფიქრია.
არა მაინც რა საინტერესო ფრაზა ტრიალებს ასე გაუჩერებლად?! რა იქნება თუკი მომღერალი, ანდაც კომპოზიტორი, ან საერთოდაც ვიღაც, ვისაც სერიოზულად უფიქრია, რა, თუკი ის მართალია?! თუ ეს ცხოვრება ილუზიაა?! იქნებ კომიქსია, ან ფილმი?! არა, სისულელეა ასეთი უინტერესო?! იქნებ კომიქსი საინტერესოა უბრალოდ შენ არ გაქვს მთავარი როლი და ის ხარ ვინც საჭიროების შემთხვევაში ჩნდება და მერე შემდეგ დაძახებამდე ქრება?! ან იქნებ წიგნის გმირი ხარ, მეორე ხარისხოვანი, ჩვეულებრივი გმირი რომელიც ერთხელ გაიხსენეს?! ან იქნებ შენ ჩარჩი ზღაპრის იმ ფურცელზე სადაც შენ თვალწინ კონკია პრინცთან ცეკვავდა, შენ კი უბრალოდ მუსიკოსი იყავი ან სულაც რიგითი სტუმარი?!
და აი ისევ გესმის, რომ ყველაფერი რასაც ხედავ ტყუილია, რომ ყველაფერი რასაც ხედავ შენი წარმოსახვის ნაწილია და შენ ფიქრობ, რომ შეიძლება კომაში მყოფი, მოწრიპინე აპარატზე შეერთებული, პაციენტი ხარ და ეს ყველაფერი ილუზიაა. ან საგიჟეთში გამომწყვდეული შეშლილი ხარ და ესეც ილუზიაა, თუმცა არა, ამას გამორიცხავ შეშლილებს გიჟური ილუზიები და შეშლილი რეალობები აქვთ. კი ასეა და ალბათ ამიტომაც ფიქრობ, რომ ისინი საინტერესონი არიან და ამიტომაც გშურს ასე ძალიან, შავით თუ თეთრით რა აზრი აქვს. კარგი, მაშინ იქნებ უკვე გარდაიცვალე და მეორე სამყაროც, რეინკარნაციაც და სხვა მსგავსი თეორიებიც სიცრუე აღმჩნდა და შენ, უბრალოდ, კუბოში მწოლიარე უსულო მიცვალებული ხარ, რომელიც სიცოცხლის წყურვილმა ილუზიებით ასულდგმულა?!
და თუ ყველაფერი ილუზიაა?! არც დედამიწა არსებობს, არც მზე, არც ის ეგოიზმი, მომაკვდავი ვარსკვლავისთვის წაყენებული მოთხოვნების, თუგინდ თხოვნები დაარქვი, დროს,რომ იღვიძებს. იქნებ არც ის ცრემლები არსებობს ბებოს საფლავთან ასე გულმოდგინედ, რომ აფრქვევდი. არც ის ღიმილი დედის დანახვა, რომ გგვრიდა.
აი, ისევ გესმის, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და შენ უკვე აღარც ის იცი ფილაქანზე მიმავალი გოგო ხარ დახეული ჯინსით და გაცრეცილი კედებით, თუ თეთრ წინდებიანი წითური ხარ, სუფთა კაბითა და პრიალა ფეხსაცმელებით. ან იქნებ დედა ხარ სამი შვილით ქუჩაში მიმავალი, ან იქნებ ქვრივი ქალი ხარ, ქმრის საფლავთან მომტირალი, ან უარესი, შვილმკვდარი დედა ხარ, ან უბრალოდ კიკინებიანი ბავშვი ხარ და მამიკოს მხრებზე შემომჯდარი ამაყად მიიწევ წინ. იქნებ მოხუცი ხარ გულწრფელი ღიმილითა და თბილი თვალებით, ან... ან ვინ იცის კიდევ რამდენი ან...
ნუთუ შეიძლება არ არსებობდე. ან არსებობდე მაგრამ ისე არა შენ რომ გეგონა. იქებ ის მარტოობის შეგრძნებაც ილუზიაა ძილის წინ ასე, რომ გტანჯავს და რეალურად ვიღაც გელის გაშლილი ხელებით, ჩასახუტებლად. იქნებ დამთავრდეს ეს დაწყევლილი ქვაფენილი და თბილად ჩაგეხუტონ გზის ბოლოს. მაგრამ ეგეც რომ ილუზია აღმოჩნდეს?! და აი ისევ ჩაგჩურჩულეს ყურში, უკვე მერამდენედ გითხრეს, რომ რასაც ხედავ ილუზიაა. იქნებ დაიჯერო, იქნებ შეიგნო, რომ ტყუილია?! იქნებ მიიღო, რომ არ გიგრძვნია, არ დაგინახავს მოღალატე ხელებს, როგორ გამტვრევდა. იქნებ შენს გრძნობებს ხელები ისევ აქვთ და ჩახუტების ძალაც შესწევთ. იქნებ არ მომხდარა, სულაც არაფერი არ ყოფილა.
და აი დადგა! მუსიკა შეწყდა და შენ ხვდები, რომ ყველაზე დიდი ილუზია ბოლო იმედი იყო, იმედი იმისა, რომ არ უღალატიათ, რომ არ გადაუთელავთ შენი გრძნობები, რომ არც ისეთი ლაჩარი აღმოჩნდი და გაუძელი. ყველაფერი მუსიკამ წაიღო. აჰა! უკვე ფილაქანიც მთავრდება. მხოლოდ ტკივილი არ ქრება. მაგრამ მაინც, იქნებ ეს ხიდიც ილუზიაა, ფილტვებში მჟონვარე ცივი წყალიც და არც შენ ხარ თვითმკვლელი მსხვერპლი.
იქნებ ეს ხმაც განწირული, რომ კივის სუიციდი, სუიციდიო... იქნებ ესეც ილუზიაა?!



№1  offline წევრი Deucex

ყოჩაღ უბრალოდ ეცადე შემდეგზე ამდენი ტავტოლოგია არ გამიყენო

 


№2  offline წევრი Nucca

ჯერჯერობით ეს საუკეთესო ჩანახატია რაც კი წამიკითხავს.მაგ თემაზე და მუსიკაზე მეც ბევრი მიფიქრია და შეიძლება ისიც ილუზიაა რომ ახლა შენს ჩანახატს ვაქებ :)

 


№3  offline წევრი Trapped

მადლობა, რომ მოგეწონათ heart_eyes heart_eyes ანუ მარტო მე არ მიტევს უცნაური კითხვები smile smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent