ბავშვური გატაცება
ვცდილობ არავისთან არ შევიმჩნიო ჩემი გულის ტკივილი ვცდილობ ყოველთვის ვიღიმოდე და სულ მხიარული ვიყო მაგრამ არავინ არ იცის თუ რამდენ რამეს ვმალავ ჩემი მხიარული სახის უკან... ყოველთვის კარგად ვარ ნუ სხვებს ასე გონიათ მაგრამ რომ გაიგონ სინამდვილეში როგორ ვარ რას განვიცდი რას ვგრძნნობ ძვლები ატკივდებათ ყველა სიბრალულით შემომხედავს ბევრი გამაკრიტიკებს ბევრი გვერდში დამიდგება ბევრს კი უბრალოდ შევეცოდები... სიყვარულის მათხოვარი გავხდი იმ სიყვარულის რომელიც ამას არ იმსახურებს მაგრამ როცა საქმე სიყვარულს ეხება იქ არაფერს აღარ აქვს აზრი და ფასი...შემიყვარდა დიახ მეც შემიყვარდა მომკალით ჩამქოლეთ გადამიარეთ მაგრამ მაინც ვიტყვუ მიყვარს ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს ვიცი თქვენზე კარგად ვიცი რომ ერთად ვერ ვიქნებით მე თუ არ ვიცი აბა ვის ეცოდინება მაგრამ რა ვქნა რა გავაკეთო მიყვარს მის გარდა არავინ და არაფერი არ მინდა შეიძლება ეს სიყვარული ცალმხრივიცაა არ ვიცი მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მე ხო ის მაინც მიყვარს და მაინც მეყვარება.. 2 წლის უკან რომ შევხვედროდით ერთმანეთს ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა ალბათ.. მე ჩემი მომავლის მეშინია მეშინია იმიტომ რომ იქ შენ არ ხარ, თუმცა ხარ მაგრამ სხვის გვერდით და არა ჩემთან... ვფიქრობ მომავალზე ვფიქრობ თუ როგორ ვიცხოვრო უშენოდ მითუმეტეს იმ მოგონებებისა რაც შენ დამიტოვე.. შენი კოცნა ჩახუტება გპირდები რომ არასდროს არ დამავიწყდება.. და გპირდები რომ არავის არ ვაკოცებ შენს გარდა.. პირველი იყავი და მინდა რომ ბოლოც შენ იყო.. მაგრამ ისიც ვიცი რომ ეს ესე არ იქნება შენ ხო სხვისი ბიჭი გქვია სხვის გვერდით გძინავს სხვას ეხუტები, მე კი ჩემს მოგონებებს ვჭიდებ მაგრად ხელს და ვცდილობ შევინარჩუნო ვცდილობ არ გავუშვა და მასთან ერთად ჩამეძინოს ვიხუტებ გულში და შენს სუნს ვგრძნობ.. ვხუჭავ თვალებს და შენი სუნთქვა მესმის, მესმის როგორ გიჩქარდება გული,ვგრძნობ როგორ მკიდებ ხელზე ხელს მეხუტები და ესე ჩახუტებულები ვზივართ ჩუმად არცერთი არ ვარღვევთ დუმილს..ღმერთო გავგიჟდები გეფიცები ვერ გადავიტან მასთან სიშორეს მხოლოდ ის მინდა მხოლოდ მასთან ყოფნა მსურს არავინ და არაფერი მხოლოდ ის.. იცი როგორ მიყვარს? რომ იცოდე შეგეცოდებოდი და შენ თვითონ მოიყვანდი მას ჩემთან მაგრამ დავიჯერო ვერ ხედავ? ვერ ხედავ როგორ ვიტანჯები? ნელ ნელა ვკვდები ძალა მეცლება და ვეცემი თან ვერავის რომ ვერ ვუყვები და გულში ვიმარხავ მის სიყვარულს... არავის არ შევიყვარებ არასდროს... შენი და შენი სიყვარულის ერთგული ვიქნები მთელი ცხოვრება <3 უსაზღვროდ უკიდეგანოდ მიყვარხარ <3 ყოველ წამს ყოველ წუთს მეყვარები <3 არრ დაგივიწყებ გპირდები <3
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.