დაიმახსოვრე!
ვიშლები.. ხანდახან მგონია, რომ ჩემს მოთმინებას ელასტიური აგებულება აქვს.. არ ვიცი, მინდა თუ არა ასე იყოს, არ ვიცი მინდა თუ არა რამეს არ ვიტყობდე ან რომელიმე ემოციას ვმალავდე.. რა ქვია ვითომ ამას ?! არვიცი, რა ვიცი.. ვტყდები შინაგანად... ახლაც. თენდება. მეცხრე ალიონს ვხვდები უკვე ჩემს ერთგულ კლავიატურასთან ერთად.. თუმცა პირველი დღეა, როცა ნაშრომს არ ვშლი.. ანდა რა ვიცი, რა მომივლის შესაძლოა ესეც წავშალო და.. და მივამატო გასული რვა დღის გადაშლილ წანაჯღაბნს.. მტკივა, ვყირი, მაგრამ ვერავის ვაგონებ რა მსურს, რა უნდა სხულს.. ხორცი მეწვის, მინდა შემოვიტყვაო კანი და ჯანდაბისკენ მოვისოლო.. რა ქვია ამას ? არ ვიცი.. რა ვიცი. ახლა ავდგები, გამოვაღებ ჩემს დანჯღრეულ ფანჯარას შევდგები კიდეზე და ბრაააჰ! გადავხტები.. ღმერთო რა იოლად ვწერ.. რანაირად შემიძლია.. გავიფიქრო ეს საკუთარ თავზე.. არ ვიცი ამას რა ქვია, არ ვიცი.. რა ვიცი ვიშლები გესმს ? ძალა აღარ აქვს დაღალულ სხეულს საით მივდივარ ნაბიჯებიც არეული მაქვს რაზე ფიქრობდი რო მტოვებდი კენტად და ეულს სიძულვილი ხომ ჩამინერგე და გულით დამაქვს აჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰააჰ, მე პოეტი ვარ.. ღმერთო რა სასაცილოდ ჟღერს.. ახლა შესაძლოა სიცილით გავგუდო.. ნწ, არ მაწყობს რამე ორიგინალური ხერი მინდა.. შევიშალე. შეურაცხადს დავემსგავსე უკვე, მინდა ნაბიჯი გადავდგა მაგრამ ფეხები სხულს ვერ იჭერენ.. გამუდმებით კანკალებენ, აი ისე, სიცივეში როგორც ვიცი ხოლმე აკანკალება.. მაგრამ მოიცა.. ფეებიც ჩემია.. ხო ჩემია.. რა მაგარიაააა, ჩემი ფეები ჩემია.. ახლა რომ მოვკვდე რა იქნება ? რა იქნება და... გასკდება სოციალური ქსელი ნამტირალები, sad - ის რეაქციები წალეკავს ჩემს პროფილს, ან ლექსები იმის შესახებ რომ არ მოვმკვდარვარ და გარდავიცვალე.. ახლა გავიხევი .. რამდენად სასაცილოა.. ნეტა მიყურებდე შენც გაგეცინებოდა ჩემს რეაქციაზე ახლა ვტირი მოიცა რატომ ვტირი ? ვტირი ? ხო ვტირი.. რა ცუდია წეღან ვიცინოდი ეჰ გუშინ მნახეს ვიცინოდი და დღეს ბრახ და მოვკვდი. რა გოგო ვიყავიი.. უფ არ თქვა კაცო, ჯერ მარტო ცეკვა ვიცოდი იმანირი აბა ვინმეს დაექადნა, კაი შევეშვათ, მე ვმღეროდი ვინ მჯობნიდა მთელს სახლში როცა მარტო ვიყავი.. კაი ამასაც დავანებოთ. ჩემნაირი ზრდლობიანი ბავშვი არ გაივლიდა უბანში. ნწ ნწ ახლა მართლა გამგუდავს სიცილის გრძნობა ყელში გაჩხერილი ცრემლების დიდი გორგალი რომ არ მიწავდეს დახუჭულ თვალებს.. ახლა ეს ნაგავი ხალხი თავზე რომ დამყურებს და ქვითინებენ, გუშინ ვინამაც სიცხოხლე მომაბეზრა, ჰო არიან ღირსი მივახვედრო რომ ყველა მათ მოძრაობას ვაკონტროლებ და დავუხეთქო გულები. ვამე ახლა ერთ წამს გავიფიქრე რა დაემართებათ და კუჭის ატკიებამდე სიცილი მომინდა.. დედა მეფერება.. სახეზე, ყელზე ხელებზე.. არა არ მიაქციო ყურადღება.. მაგრამ რანაირად მივაქცევ რომც მინდოდეს მაინც. მკვდარი ვარ აი უკვე მომისვრიან სახლიდან.. ბრახ და გავქრები, ჩემს ტანსაცმელებს, რომლებსაც სიცოცხლეში არ ვანათხოვრებდი ახლა დაინაწილებენ მე ხომ ვიცი! ჩემს ტექნოლოგიურ საშუალებებს არც მეტი არც ნაკლები დედას უტირებენ.. ხო ვიცი არაა..~ ახლა გადამახარხა და ამ ოთხ მუტრუკს გააგონა ჩემი ხმა, რას დამაბეთქბენ ჩემი კუბოიანააა.. რამდენ მზერას ვგრძნობ... ღმერთო, უღმერთოდ მაღმერთებენ.. გავცდი ჩემს სართულს, კლასელის სახლსაც ჩავუარე. აიიი ბავშვობიდან ერთად რომ ვიზრდებოდით და როცა გაიზარდა ფეხზე რომ დამიკიდა მაგ ნაგვის სახლს. ჩემს პელენწუკა და მუდამ ჩემს სიარულზე მოშტერებულ მეზობლებსაც გავუარე გვერდი, ეჰ როგორ ეწყინათ.. ახლა ვის გაჭორავენ ჰა ? ვის დედას გაახელებენ შენი გოგო ვიღაცა ბიჭმა მოაცილა და ყურადღება მიაქციე რამე არ მიქაროსო.. რა გამიხარდა ცოდვა თავზე რომ არ დავიდე და ღმერთმა გული გამიჩერა... უფ ვენაცვალე შენს დიდებას.. ოჰჰ რა გემრიელია აქითინებული მამაძაღების ყურება. არავინ არ მეცოდება, გულით არავინ არ ტირის. მე ხო ვიცი კაცო. ახლაა დმასვენეს კიდე ამ წვიმაში აუ რა ხალხია, დამატირეს ბუნება ტირისო ბუნება კი არ ტირის სიხარულის ცრრემლებია სიხარულის თქვენს თავს რომ მომაშორა. აწი კარგად მეყოლეთ მოიცა რატო მაყანცალებენ ? ? მოიცა, ახლა ამათმა მაცეკვეს ? გავიხეოდი სიცილით ახლა ცოცხალი რომ ვიყო აუ რაცუდად ჟღერს ' მაარაააა შინაარსი აქვს კარგი ესე იგი შენხარ ჩემი ბატონო მოვკვდი და ამოვისუნთქე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.