შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდუმალი მოსაუბრე


12-12-2017, 23:55
ავტორი melina
ნანახია 1 626

-გიყვარს?
-კი.
-ძალიან?
-ძალიან.
-და მაინც როგორ?
-ეს რა კითვაა,ყველას ისე უყვარს როგორი სიყვარულიც შეუძლია...
-და შენ როგორი სიყვარული შეგიძლია?
-ჩემებური.
-ეს როგორ გავიგო,როგორია შენებური სიყვარული შეგიძლია მითხრა?
-ჩუმი და სამუდამო.
-უცნაურია,სიყვარულის მრავალი განმარტება მომისმენია მაგრამ ჩუმი არასოდეს...
-ეს მაშინ ხდება როდესაც სიტყვები აზრს კარგავენ.
-მთლად დავიბენი.
-რატომ გოგონა რამ დაგაბნიათ,აგერ უკვე 10 წელია მისი ხმაც არ გამიგია მაგრამ ისევ ისე ძლიერ მიყვარს როგორც მაშინ...სიტყვები კი ზედმეტია ისინი ვეღარაფერს შეცვლიან,დაგვიანებულია.
-სხვისი შეყვარება არ გიცდია?
-გულწრფელი ვიქნები,არ მინდა ჩემი თავი ერთგულების სიმბოლოდ წარმოვაჩინო,მიცდია მაგრამ უშედეგოდ,როცა გინდა ყველაფრი ახლიდან დაიწყო ჯერ ძველი უნდა დაივიწყო,მე კი ამ მხრივ არაფერი გამომივიდა.
-რატომ?
-გეტყობა რომ სიყვარულის არაფერი გაგეგება,თქვა და სახეზე ღიმილი შეეპარა.
-განა არ შეიძლება მეორედ შეყვარება?ვიკითხე დაბალი ხმით და მორიგი დაცინვის მოლოდინით სავსე თვალებით მივაჩერდი იდუმალ უცნობს.
-ალბათ ასეც ხდება,მაგრამ ჩემთვის არა,სიყვარული ჩემთან მხოლოდ ერთხელ მოვიდა და დამუდამოდ ჩემში დარჩა,ვერ შევძელი დავიწყება,ისე მაგრად ვეჭიდები წარსულს ზოგჯერ ვფიქრობ ჩემგან წასვლა მასაც არ სურს...
-და რომ დაიბრუნოთ?
-შეუძლებელია,ის ახლა სხვის გვერდით არის.
-როგორ,სხვისი ცოლი გიყვართ?
-ასე ვთქვათ.
-მერე ამას ასე ამაყად ამბობ?
-რა უნდა მრცხვნოდეს?მე ასე არ ვფიქრობ,ჩემი გრძნობის გამო არასდროს შემრცხვება,ეს იმას შერცხვეს ვისაც მისი ქმარი ქვია,მან ხომ სხვისი წილი ბედნიერება მიისაკუთრა,ერთი ხელის მოსმით გაანადგურა ორი ადამიანის საერთო ოცნება.მე როცა შევიყვარე ის მხოლოდ ჩემი იყო...მხოლოდ ჩემი.
-დაასრულა სათქმელი და ნაღვლიანი შავი თვალებით შემომხედა იდუმალმა მოსაუბრემ,მანტოს საყელო შეისწორა და უსიტყვოდ გამშორდა...



№1 სტუმარი სტუმარი ქეთო

ძალიან სასიამოვნო წასაკითხია,დადებითი ემოციებით გმუხტავს❤

 


№2  offline წევრი melina

სტუმარი ქეთო
ძალიან სასიამოვნო წასაკითხია,დადებითი ემოციებით გმუხტავს❤

მადლობა:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent