6 weli
6 წელი გავიდა მას შემდეგ და მე არცერთი წამით არ გამნელებია ის პირველი კანკალი ფეხებში რასაც შენი ნახვისას განვიცდიდი. 6 წელი და 6000 ჩუმი ტირილი გადავიტანე უშენოდ, 6000-ჯერ გინატრე ჩემს ტუჩებთან, ყელთან, შენს კალთაში და არცერთხელ არ მღირსებია ეს ყველაფერი. ყველაფერი, რასაც ნებისმიერი ისე უბრალოდაც გაუკეთებდა მასზე შეყვარებულ ქალს. მძულს შენი ყველა გამოხედვა სხვისკენ მიმართული და მეზიზღები რომ არ გიყვარვარ. განა რა დამიშავებია ისეთი რომ თავი ვერ მოგაწონე, ვერ მოგხიბლე. ნუთუ სულ ტყუილად დავთმე ეს წლები?!. ერთადერთი კაცი ხარ ვისთვისაც მემეტებოდა ჩემი სული და სხეული, თუმცა გატყუებ სულს შენ ნამდვილად ვერ გაჩუქებდი . ყველა ღამე ოცნებაში მაქვს გადატანილი,ყველა ვნება შენთან ასოცირდება შენ კი უკანასკნელმა ნაბიჭვარმა არად ჩამაგდე. ვერ დააფასე ჩემი სიყვარული, სიყვარული რომელიც მე ასე სათუთად შევინახე. აგიკვიატე? არა რა სისულელეა, მე უბრალოდ მიყვარხარ იმ სიყვარულით რომელსაც არ იმხასურებ და არც კი გესმის რამხელაა იგი. რისთვის ვიტანჯე, რომ ამდენი წლის მერე გეთქვა არაფერი გამოვაო?! არა მე მეტს ვიმსახურებ. ვიმსახურებ ვუყვარდე იმ ერთადერთს , რომელსაც არ ექნება ჩემს იქით გზა, რომელიც დასაბმელი ნადირივით იბრძოლებს ჩემთვის, რომელიც მომეპყრობა როგორც ქალღმერთს და დამაფასებს. შენ კი არარაობა ხარ. უძვლოდ დარჩენილი სხეული, აყროლებული თევზი სანაპიროზე და მხდალი , უკანასკნელი მამაკაცი ჩემს სიაში. მძულლხარ ყველა სიძულვილით და მაღიზიანებს ის სურნელი შენი კისრიდან ახლაც კი ცხვირში რომ მიღიტინებს. შენი მარილიანი ტუჩები მახსოვს , მახსოვს სადღაც შორს უმთვარო ღამეში ჩაკარგული. მახსოვს ის საღამო პირველად რომ გამაცილე სახლში, მახსოვს შენი თითები ჩემს მტევანზე და მახსსოვს ის გულისძგერა რაღაც საოცრების მოლოდინში. შენ კი არ გეყო გამბედაობა გადაგედგა ეს ნაბიჯი, შეგეზღუდა ჩემი რიტმულობა, დაგეოკებინა ეს ცეცხლი, მხდალო , ეშმაკო, ვწყევლი ყველა წუთს შენთან გატარებულს, ვწყევლი ყველა სიზმარს შენზე ნაოცნებარს, ვწყევლი იმ მომავალს შენით რომ იწყებოდა და მთავრდებოდა. ღმერთო, ვის ვატყუებ , ახლაც კი მზივარ ფეხმორთხმით, სიგარეტით ხელში, შევყურებ ბოლს ჩემი გეგმებივით რომ ქრება სივრცეში და ისევ შენზე ვფიქრობ, ისევ ვოცნებობ იმაზე რაც ახლა ზუსტად ვიცი არ იქნება. ისევ ის იმედი მიჭამს გულს რაც 6 წლი მღრღნიდა. ისევ ამ დარდებს მივყვები , როგორ მიყვარს შენი ფერი. როგორ მიყვარს შენი მწვანე თვალები. როგორ მიყვარხარ, ღმერთო როგორ... ისევ შენს ღიმილს ვხედავ ღამისეულ კოშმარად და ტაოს მაყრის შენი სიცილისას, ყურში რომ ჩამესმის. ზოგჯერ მინდა რიჟრაჟისას გავიღვიძო და დაგინახო ჩემს წინაშე მუხლმოდრეკილი როგორ მთხოვს პატიებას, მინდა უსუსური და დამცირებული მეხვეწებოდა სიყვარულს. მინდა უარს გეუბნებოდე ყოველ ჯერზე და აი ისევ არ გამომდის წინააღმდეგობის გაწევა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.